ლაბორატორია

შემოდგომაზე მეორე ტალღა შეიძლება არც დადგეს: დასახელდა მიზეზი

9677
(განახლებულია 15:11 11.06.2020)
იტალიის უმსხვილესი კერძო კლინიკის ვირუსოლოგიის ლაბორატორიაში ირწმუნებიან, რომ კორონავირუსი საგრძნობლად შესუსტდა, რასაც სხვა ქვეყნებიდან მიღებული მონაცემებიც ადასტურებს.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ბოლო სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ კორონავირუსი სუსტდება, რაც იძლევა იმედს, რომ COVID-19-ის მეორე ტალღა შემოდგომაზე არ იქნება, განაცხადა სააგენტო РИА Новости-სთან საუბრისას იტალიელმა ვირუსოლოგმა, მილანის უნივერსიტეტ Vita-Salute San Raffaele-ს პრორექტორმა მასიმო კლემენტიმ. 

„ჩვენმა ექიმებმა ჯერ კიდევ მაისში შენიშნეს დაავადების სიმწვავის პროგრესირებადი კლება. ამასთან, იკლებდა არა მარტო დაავადებულთა რაოდენობა, არამედ ისეთი პაციენტების რიცხვიც, რომლებსაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ესაჭიროებოდათ მკურნალობა... იმავდროულად გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელთა მკურნალობაც სახლის პირობებში იყო შესაძლებელი“, — აღნიშნა პროფესორმა.

კლემენტის თქმით, კლინიკური სურათის ესოდენ სერიოზული შეცვლა მეცნიერულ ახსნას მოითხოვდა, რითიც იტალიის უმსხვილესი კერძო სამკურნალო დაწესებულების, ჰოსპიტალ San Raffaele-ის მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ლაბორატორია დაკავდა.

„ჩვენ ჩავატარეთ მცირე კვლევა, რა დროსაც ერთმანეთს შევადარეთ საავადმყოფოში მარტის პირველ ორ კვირაში და მაისის ბოლოს შემოსული 100 პაციენტი. გაირკვა, რომ ვირუსული დატვირთვა ეპიდემიის საწყის ეტაპზე ათჯერ მაღალი იყო, ვიდრე მაისის ბოლოს. ამ შედეგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, — ხაზი გაუსვა მეცნიერმა.

კლემენტის თქმით, ვირუსული დატვირთვის აშკარა შესუსტება, სავარაუდოდ, იმაზე მეტყველებს, რომ კორონავირუსი სუსტდება.

ამასთან მეცნიერი ამბობს, რომ ვირუსის შესუსტების ფაქტს ასევე ადასტურებს სხვა ქვეყნებიდან მიღებული მონაცემებიც, რომლებიც ეპიდემიის სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებიან.

9677
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1026)
ანა კოსტავა

ქართველი კონდიტერი გერმანიაში და ხელოვნების რანგში აყვანილი მისი შედევრები

68
(განახლებულია 13:34 15.07.2020)
დღეს რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ გერმანიაში მცხოვრებ კიდევ ერთ სასახელო ქართველს - ანა კოსატავას გაგაცნობთ.

როგორც, წესი, კულინარიისადმი ინტერესს, ერთხელ მაინც, ალბათ, ყველა გოგო ავლენს ბავშვობაში, მაგრამ კარგი დიასახლისი და იშვიათი კულინარი მათგან ბევრი ვერ გამოდის. თუმცა მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც ეს სფერო ხელოვნების რანგში აჰყავთ. ჩვენი რესპონდენტიც მათ რიცხვშია.

დღეს გერმანიის პროფესიულ სასწავლებელში კონდიტორიის განხრით სწავლობს. პარალელურად ადგილობრივ საკონდიტროში მუშაობს და შეიძლება ითქვას, რომ თავისი კულინარიული შედევრებით ფლეგმატურობით ცნობილი გერმანელების აღფრთვანებას იწვევს.

ანა კოსტავა
ანა კოსტავა

- ანა, როდის გაგიჩნდათ კულინარიისადმი ინტერესი პროფესიულ დონეზე?

- ჩემს შემთხვევაში, კულინარიისადმი ინტერესი დაოჯახების შემდეგ გაჩნდა. თავიდან დიასახლისობით დავიწყე და ნელ-ნელა კერძების მომზადების ყოველდღიური რუტინა საინტერესო საქმიანობად გავხადე. ეს ინტერესი მრავალნაირი იდეისა დ კულინარიული ექსპერიმენტის წყალობით უფრო და უფრო იზრდებოდა. ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემი, როგორც კარგ კულინარად ჩამოყალიბება, ყოველ შემთხვევავში, ასე თვლიან ჩემს გარშემო მყოფები. თუმცა, მე უფრო მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ და ვფიქრობ, რომ კარგ და უფრო მეტიც, საუკეთესო კულინარამდე კიდევ გრძელი გზა მაქვს გასავლელი.

ანა კოსტავა
ანა კოსტავა

- გერმანიაში როგორ აღმოჩნდით?

- პირველად გერმანიაში თხუთმეტი წლის წინ ჩამოვედი მეუღლესთან ერთად. მეუღლე სპორტსმენია და გერმანიაში სპორტულ საქმიანობას ეწეოდა. თავიდან გარკვეული პერიოდით ვჩერდებოდით და ისევ საქართველოში ვბრუნდებოდით, მაგრამ შემდეგ აქ ცხოვრება გადავწყვიტეთ.

მეგობართან ერთად
მეგობართან ერთად

- ვიცი, რომ საკონდიტროში მუშაობთ - როგორია გერმანული სამზარეულო და ქართულ კერძს სთავაზობთ სტუმრებს?

- ჩვენი სამზარეულოსგან განსხვავებით გერმანული სამზარეულო არ გამოირჩევა მრავალფეროვნებით. საკონდიტროებშიც ძირითადად ერთი და იგივე, სტანდარტული ტიპის ნაწარმია. ასევეა იმ საკონდიტროშიც, სადაც ვმუშაობ. სამწუხაროდ აქ არ მეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ ქართული კერძები შევთავაზო სტუმრებს. თუმცა, ოჯახში მოსულ სტუმრებს ყოველთვის ვცდილობ, რომ ქართული გემოები გავაცნო. მინდა გითხრათ, რომ ჩვენებური სამზარეულო მათ გულწრფელ ქებას იმსახურებს, რაც ძალიან მახარებს.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- როგორ ფიქრობთ, გემოების მიხედვთ თუ არის შესაძლებელი, რომ ზოგადად ერის ბუნებასა და ხასიათზე იმსჯელო?

- ზუსტად ვერ გეტყვით, ალბათ შესაძლებელია. მაგალითად, ქართველებს რომ ფიცხი ხასიათი გვაქვს, ალბათ აქედან გამომდინარეა ისიც, რომ ძირითადად ცხარე და მწარე კერძები გვიყვარს.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- პარალელურად სწავლობთ პროფესიულ სასწავლებელში, კონდიტორიის განხრით - რა სასწავლებელია ეს და ძირითადად რა სახის ცოდნას იძლევა?

-დიახ, პროფესიულ სასწავლებელში ვსწავლობ კონდიტერიის განხრით. სწავლა სამი წელი გრძელდება და თეორიული განხრით ვიღებთ საჭირო ცოდნას დეტალურად ყველა იმ საკითხებზე, რას კონდიტერიას ეხება.  პრაქტიკულ სწავლებას საკონდიტროში გავდივარ.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- თქვენ მიერ შექმნილ რომელ კულინარიულ ნაკეთობას გამოარჩევდით?

- თითქმის ყველანაირი კერძი, რასაც გულით ვაკეთებ, მეტ-ნაკლებად კარგად გამომდის. თუ არ გამომდის, ისეთი პროფესიული ჟინი მაქვს, რომ მანამ არ ვეშვები, სანამ სასურველ შედეგს არ მივაღწევ. თუმცა ალბათ მაინც გამოვარჩევდი ხილ-ბოსტნეულიდან შექმნილ ნაკეთობებს, რომლებსაც ვაფორმებ ყვავილებით, გოგო-ბიჭებით, სხვადასხვა აქსესუარით, რაც მას განსაკუთრებულ მიმზიდველობას სძენს.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- რომელია თქვენი საყვარელი ქართული და გერმანული კერძი?

- ქართულებიდან განსაკუთრებით მიყვარს მჭადი და ყველი, ბადრიჯანი ყველა ფორმაში, ასევე წითელი ლობიო. აქ რამდენჯერაც უნდა გავაკეთო, ვერასდროს მივიღებ იმ გემოს, რაც საქართველოში აქვს. ჩვენებურ ბოსტნეულს, მწავნილებს სულ სხვა სურნელი და არომატი აქვს, მას პირდაპირ მოაქვს ქართული გემო და მეც სულ ამ გემოების მონატრებაში ვარ. რაც შეეხება გერმანულ კერძს, არც მაქვს რომელიმე გამორჩეულად საყვარელი კერძი. დიდად გურმანიც არ ვარ, ჩემი სუსტი წერტილი უფრო ტკბილეულია: ნამცხვრები, დესერტები და მსგავსი გემრიელობები. ჩემთვის ცომთან თამაში ცალკე ხელოვნებაა. მას კარგი ცოდნა უნდა და მასზეა დამოკიდებული, თუ როგორი გამოვა საბოლოოდ ცომისგან მოზელილი ღვეზელი ან ხაჭაპური...

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- რომელია თქვენი ოჯახის ყველაზე საყვარელი კერძი?

- ჩვენს ოჯახში რა თქმა უნდა ქართული კერძებია პრიორიტეტული,  განსაკუთრებით ხაჭაპური.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- ფოტოგრაფიითაც სერიოზულად ხართ გატაცებული...

- ფოტოგრაფია ჩემთვის გატაცებაზე მეტია. ისევე როგორც კერძების კეთების პროცესში, ასევე ფოტოგრაფიის დროსაც ერთნაირად და წარმოუდგენლად დიდ სიამოვნებას ვიღებ. ეს ნამდვილი თერაპია და რელაქსაციაა დატვირთული დღის რეჟიმის პერიოდში. საკმარისია თუნდაც ხუთი წუთიც იმისთვის, რომ მოვწყდე რეალობას და მთლიანად გადავეშვა ჩემს მიერ შექმნილ პატარა სამყაროში. აქ ერთ დღეს შეიძლება მზარეული ვიყო ან დიზაინერი, ხან კი ფლორისტი.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- ხილის ლამაზად გაფორმების ხელოვნებით ხართ დაინტერესებული და საოცარ ნიმუშებს ქმნით...

- დიახ, კონდიტორიასთან შეთავსებით ჩემი კიდევ ერთი უსაყვარლესი სფერო კარვინგია, რომლითაც რამდენიმე წლის წინ დავინტერესდი. მოვიძიე სწავლის ყველა საშუალება  და დიდი ძალისხმევის შემდეგ შესაძლებლობა მომეცა ერთ კვირიანი მასტერკლასი გამევლო ამ სფეროში ორ გზის მსოფლიო ჩემპიონთან, Xiang Wang-თან. მისგან ბევრი საინტერესო რჩევა  და სწორი მიმართულება მივიღე. მას შემდეგ  ამ სფეროს პროფესიონალურად შესწავლის მიზანი დავისახე. თავიდან საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ბევრი ვარჯიშის და ხილ-ბოსტნეულის „წვალების" შედეგად ნელ-ნელა მიზანს მივაღწიე (ალბათ ნიჭიც აღმომაჩნდა).  ასევე გამორჩეული  იყო ჩემთვის ფრანგული დესერტების სპეციალური კურსი, სადაც ახალ, თანამედროვე და საინტერესო ტექნოლოგიებს დავეუფლე. მოკლედ, სულ სიახლეების ძიებაში ვარ და ვცდილობ სხვადასხვა მასტერ-კლასებში მივიღო მონაწილეობა.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- როგორია პირადად თქვენი კულინარიული შეგრძნებები- ტკბილი უფრო გიყვართ თუ მჟავე ან მწარე?

- ჩემი კულინარიული შეგრძნებები თავისუფალია, მას არა აქვს ჩარჩოები და სტანდარტები. ყოველთვის ორიგინალური და პიკანტური გემოების ძიებაში ვარ. მიყვარს გემოებით თამაში, თუნდაც მჟავე, ტკბილი, ცხარე გემოების უჩვეულო კომბინაციები. მთავარია, რომ ეს გემოები უხდებოდეს და აბალანსებდეს ერთმანეთს. არ მიზიდავს ეგზოტიკური სამზარეულო და არც ევროპაში გავრცელებული უჩვეულო გემოების მიქსი, მაგალითად, ხორცის წვნიანში მანდარინის ლებნები, ხახვის დესერტი და ა. შ. თუმცა ინტერესის გულისთვის მაინც ვსინჯავ ხოლმე.  ჩემთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია კერძის ესთეტიკური მხარე, მისი გემო ვიზუალიდან უნდა იგრძნობოდეს, ამიტომ მიმზიდველი უნდა იყოს.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

-ბოლოს, ჩვენს მკითხველს, ანა კოსტავას „ფელამუშის ტარტის“ საავტორო რეცეპტს ვთავაზობთ:

-„ფელამუშის ტარტისთვის“ დაგვჭირდება:

200 გრ. ორცხობილა;

150 გრ. კარაქი.

1ლ. ყურძნის ნატურალური წვენი (უმჯობესია ბადაგი);

1 პაკეტი ვანილი;

1 სავსე ჭიქა სიმინდის ფქვილი;

1 ს/კ პურის ფქვილი;

100 გრ. თხილი ან ნიგოზი.

მომზადების წესი: ორცხობილა დავფშნათ წვრილად და შევურიოთ გამდნარი კარაქი, შემდეგ გადმოვიტანოთ ფორმაში და დავკეპოთ ხელით. მოვადუღოთ ფელამუში ჩვეული წესით, გადმოვდგათ ცეცხლიდან და როცა ცოტა გაგრილდება დავასხათ ორცხობილას თავზე, გავასწროთ ზედაპირი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი თხილი ან ნოგოზი. აი, ასე მარტივად და ცხობის გარეშე შეძლებთ დაამზადოთ გემრიელი ტარტი!...

 

68
თემები:
ქართველები უცხოეთში
კარდიოგრამის მონაცემები

ექიმებმა ცოცხალი პაციენტი გარდაცვლილად მიიჩნიეს და მორგიდან არ გაუშვეს

85
(განახლებულია 12:48 15.07.2020)
მედიკოსები რეალურად ცოცხალი მამაკაცის ქალიშვილს არწმუნებდნენ, რომ ის გარდაიცვალა, ხოლო სიცოცხლის ნიშნები - ეს მხოლო სიკვდილის შემდგომი ნორმალური ფიზიოლოგიური რეაქციები იყო

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ექიმებმა ცოცხალი პაციენტი გარდაცვლილად მიიჩნიეს და მორგში გადაგზავნეს, მას შემდეგ კი, რაც ის გონზე მოვიდა, უარი თქვეს მის გაშვებაზე, იუწყება გამოცემა Daily Mirror–ი.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კოლუმბიის ქალაქ სინსელეხოში მოხდა.  

​ირკვევა, რომ 67 წლის ხუან ხოსე მუნოს რომერომ საავადმყოფოს მაღალი არტერიული წნევის გამო მიმართა. რამდენიმე საათის შემდეგ მის ნათესავებს შეატყობინეს, რომ მამაკაცი გარდაიცვალა. ახლობლებს ცხედარი COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო არ აჩვენეს.

მიუხედავად აკრძალვისა, რომეროს ქალიშვილმა საავადმყოფოს მორგში შეაღწია და აღმოაჩინა, რომ მამამისი სუნთქავდა და თვალები გახელილი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მედიკოსები მას არწმუნებდნენ, რომ კაცი გარდაიცვალა, ხოლო სიცოცხლის ნიშნები, რომლებზეც ქალი მიუთითებდა, სიკვდილის შემდგომი ნორმალური ფიზიოლოგიური რეაქციები იყო.

რომეროს შვილმა არ დაიჯერა მათი განმარტებები და მამის სხვა საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა. 

ოჯახის ცნობით, მორგში გატარებულმა დრომ პაციენტისთვის უკვალოდ არ ჩაიარა და ახლა მას იშემიაზე მკურნალობენ. 

85
თემები:
მსოფლიო დღეს
პარკინგი

ზონალურ-საათობრივი პარკირება პეკინზეც ამოქმედდება

0
(განახლებულია 14:27 15.07.2020)
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. თბილისის მერია ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვის ახალ ეტაპზე გადადის და პროექტში დედაქალაქის ახალი რაიონების ჩართვას გეგმავს.

როგორც დღეს გამართულ ქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანის მოედანზე საპილოტე ვერსიამ გაამართლა, ამიტომაც გადაწყდა მისი გაფართოება და საბურთალოს რაიონში დანერგვა.

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 10 სექტემბრიდან ამოქმედდება, მანამდე კი პროექტს მოსახლეობასგააცნობენ.

„10 აგვისტოდან პეკინის გამზირზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება, რათა მოსახლეობას სრული ინფორმაცია ჰქონდეს იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს პროექტი", - განაცხადა კალაძემ.

როგორც მერმა აღნიშნა, პირველ ყოვლისა მათ, ვისაც ზონალურ-საათობრივი პარკირების პროგრამით სარგებლობა სურს, უნდა გაიაროს რეგისტრაცია და ბაზაში საკუთარი ავტომობილის მონაცემები შეიტანოს. ამ ქუჩების მცხოვრებლებისთვის პარკირება უფასო იქნება. იმ მოქალაქეებისთვის, ვინც რაიონში დროებით, გავლით იმყოფება, პარკირების ღირებულება საათში 1 ლარი იქნება.

ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასო იქნება შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის.

ქალაქის მერმა მის მოადგილე ირაკლი ხმალაძეს პროექტის საკუთარი კონტროლის ქვეშ აყვანა დაავალა.

„ეს ძალზე მნიშვნელოვანი პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ ყველა განვითარებული ქვეყანა, დიდი ქალაქები ამ მიმართულებით მიდიან და თბილისშიც ანალოგიური პროექტები განხორციელდება", – განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა.

0
თემები:
თბილისის მერია