Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ინტიმურ სცენებზე კონტროლი მკაცრდება: ჰოლივუდი გადაღების მეთოდს ცვლის

© Pixabay / 12019Вид на холм, где установлен знак Hollywood в США
Вид на холм, где установлен знак Hollywood в США - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლოს-ანჯელესის გუბერნატორისა და კინოგილდიის გადაწყვეტილებით, ჰოლივუდელი რეჟისორები ვალდებული გახდნენ, შეცვალონ ინტიმური სცენის გადაღების მეთოდები.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ჰოლივუდურ ფილმებში, კორონავირუსის პანდემიის გამო, ინტიმურ სცენებს განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით გადაიღებენ მას შემდეგ, რაც 12 ივნისიდან ლოს-ანჯელესის შტატში კინოწარმოება განახლდება, იუწყება გამოცემა Daily Mail.

​გამოცემის ინფორმაციით, კინორედაქტორების ასოციაციამ გამოსცა დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია:

„მჭიდრო კონტაქტის ამსახველი ეპიზოდები უნდა შეიცვალოს ან ამოიჭრას სცენარიდან, ან უნდა შეიქმნას კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით“.

ამასთან, კასტინგ-დირექტორები მსახიობების შერჩევას მხოლოდ ორგანული მინის მიღმა შეძლებენ.

რეჟისორებისა და მსახიობების მუშაობას გააკონტროლებენ კოორდინატორები, „რომლებიც COVID-19-თან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებას უზრუნველყოფენ“. 

აღსანიშნავია, რომ ამერიკულმა კინოინდუსტრიამ მარტიდან 10 მლრდ დოლარი იზარალა კინო- და ტელეწარმოების შეჩერებისა და ასევე კინოთეატრების დაკეტვის გამო. კრიზისის ფონზე დარგის ათასობით მუშაკი სამსახურებიდან გაათავისუფლეს, ხოლო მაღალანაზღაურებად თანამშრომლებს ხელფასები შეუმცირდათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0