მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კონფუზი ონლაინ: პოლიტიკოს ქალს კამერის გამორთვა დაავიწყდა და მკერდი მოიშიშვლა – ვიდეო

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიონლაინ-რეჟიმი
ონლაინ-რეჟიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო მსოფლიო მუშაობის ონლაინ-რეჟიმზე გადავიდა, ინტერნეტით არაერთი „თამამი“ შინაარსის შემთხვევითი ვიდეო გავრცელდა.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. მექსიკელ სენატორ ქალს სახელმწიფო ონლაინ-თათბირის შემდეგ ვიდეოკამერის გამორთვა დაავიწყდა და მკერდი მოიშიშვლა, რისი მოწმეც არაერთი ადამიანი გახდა, იუწყება New York Post.

ირკვევა, რომ 66 წლის მარტა ლუსია მიჩერ კამარენა მხოლოდ მას შემდეგ მიხვდა შეცდომას, რაც პირადი შეტყობინებები მიიღო. მანამდე კი თათბირის დამსწრე ჩინოვნიკებმა და ჟურნალისტებმა ინციდენტის კამერებზე აღბეჭდვა მოასწრეს. 

გამოცემის ინფორმაციით, სენატორი მაინცდამაინც არ განიცდის მომხდარს.

„მე მალუ მიჩერი ვარ და არ მრცხვენია, რომ ინტიმური ადგილი შემთხვევით გამომიჩნდა... სწორედ ამ მკერდით გამოვზარდე ოთხი შვილი“, — განაცხადა მან.

ირკვევა, რომ მიჩერ კამარენას მხარი არაერთმა პოლიტიკოსმა დაუჭირა, რომლებმაც სამარცხვინოდ მიიჩნიეს სოციალური ქსელებით მკერდმოშიშვლებული სენატორის ფოტოების გავრცელება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, რაც მთელი მსოფლიო ონლაინ მუშაობის რეჟიმზე გადავიდა, ინტერნეტით არაერთი მსგავსი და კიდევ უფრო „თამამი“ შინაარსის შემთხვევითი ვიდეო- და ფოტომასალა გავრცელდა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0