ჭაღარა ფერს თავისით იბრუნებს, როცა... ამერიკული კვლევა ასახელებს მომენტს

CC0 / Pixabay / თმის ჭაღარა ღერები
თმის ჭაღარა ღერები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტრესით გაჭაღარავებული თმა გარკვეულ მომენტში ბუნებრივ ფერს იბრუნებს, დაადგინეს კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა და მომენტიც დაასახელეს.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. გაჭაღარავებული თმებისთვის ფერის დაბრუნება შესაძლებელია, შესაბამისი მეთოდი აღმოჩენილია, აცხადებენ კოლუმბიის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერები. 

მათი თქმით, საუბარია სტრესით გამოწვეულ ჭაღარაზე.

ხვეული თმა - Sputnik საქართველო
თმის ფერი სიცოცხლის ხანგრძლივობას განაპირობებს: მეცნიერული კვლევა

კვლევებით დადგინდა, რომ სტრესების შემცირება არა მარტო აჩერებს თმების გათეთრების პროცესს, არამედ პროცესის პირუკუ შებრუნებაც შეუძლია იმდენად, რომ მათ ბუნებრივი ფერიც კი დაუბრუნდეს.

თუმცა მეცნიერები იქვე განმარტავენ, რომ პრობლემის გამოსწორება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მან ცოტა ხნის წინ იჩინა თავი.

„ჭაღარა ორგანიზმში ცილების მეტაბოლური სასიგნალო გზების ცვლილების გამო ჩნდება. ამ გზებზე ძლიერ გავლენას ახდენს ჰორმონები (კორტიზოლი და სხვ.), რომლებიც ძლიერი სტრესის დროს წარმოიქმნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაც ნაკლები იქნება სტრესი ადამიანის ცხოვრებაში, მით უფრო ბევრი შანსი არსებობს თმებისთვის ძველი ფერის დასაბრუნებლად“, — მიაჩნიათ მეცნიერებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებმა 14 ადამიანის თავიდან აღებული 400 ღერი თმა შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ზოგ ღერს, რომელიც ბოლოში ჭაღარა იყო, ბუნებრივი ფერი ჰქონდა ძირებში.

  • „ეს კი იმას ნიშნავს, რომ თმა ჯერ გათეთრდა, მერე კი მოულოდნელად დაიბრუნა თავდაპირველი ფერი“, — ნათქვამია კვლევაში.

გააანალიზეს რა თმის ზრდის ტემპები, მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ, რა მომენტში ჭაღარავდებოდნენ ადამიანები.

თმის მდგრადი საღებავები ძუძუს კიბოს რისკს ზრდის: მეცნიერული კვლევა>>

გაირკვა, რომ ადამიანებს თმა ძლიერი სტრესის დროს უთეთრდებათ, ხოლო მშვიდი ცხოვრების პერიოდში, როდესაც მძიმე განცდები არ აქვთ, თმა ბუნებრივ ფერს იბრუნებს. 

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მათი კველვა საფუძვლად დაედება ახალი წამლის შექმნას, რომელიც თმის პიგმენტაციაზე სტრესის გავლენას შეამცირებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0