მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„არ იღელვო, მე ვიზრუნებ“: NBA-ს ჩემპიონი სულისშემძვრელ პოსტს აქვეყნებს

© AFP 2024 / Facebook / Darnella Frazierჯორჯ ფლოიდის დაკავების კადრები
ჯორჯ ფლოიდის დაკავების კადრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაღუპულ აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდს ექვსი წლის გოგონა დარჩა, რომელიც მას გერლფრენდთან შეეძინა და რომელზეც ის ზრუნავდა.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. აშშ-ის კალათბურთის ეროვნული ასოციაციის (NBA) ყოფილმა მოთამაშემ სტივენ ჯექსონმა დაღუპული ჯორჯ ფლოიდის ექვსი წლის გოგონას ჯიანა ფლოიდის მეურვეობა იკისრა.

ირკვევა, რომ ექს-ჩემპიონი გარდაცვლილის მეგობარი იყო.

ჯექსონმა Instagram-ზე დაღუპული მეგობრისადმი მიძღვნილი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც დაპირდა, რომ იზრუნებს დაობლებულ პატარაზე.

„არ იღელვო, ტვინ, მე ვიზრუნებ შენს ჯიჯიზე. იცოდე ეს. მე ყოველთვის ვზრუნავ ძმებზე“, — დაწერა კალათბურთელმა.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა მინესოტის შტატის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმადაც, პოლიციელების მიერ დაკავებისას დაღუპული ჯორჯ ფლოიდი კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0