მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დედამიწას პოტენციურად სახიფათო ასტეროიდი უახლოვდება: ცნობილია თარიღი და საათი

CC0 / Pixabay / motihada / ასტეროიდები და დედამიწა
ასტეროიდები და დედამიწა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასტეროიდი 163348 (2002 NN4) პოტენციურად სახიფათოდ მიიჩნევა, ვინაიდან მისი ტრაექტორია დედამიწის ორბიტას კვეთს.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. დედამიწას პოტენციურად სახიფათი ასტეროიდი 163348 (2002 NN4) უახლოვდება, რომლის ზომაც 250–570 მეტრია, ნათქვამია NASA-ს ერთ-ერთი ქვედანაყოფის საიტზე.

გავრცელებული ინფორმაციით ასტეროიდი ჩენს პლანეტას მინიმალურ მანძილზე შაბათს, 6 ივნისს მოუახლოვდება 7:20 საათზე (თბილისის დროით).

​მეცნიერები აცხადებენ, რომ დედამიწასთან ასტეროიდის შეჯახება გამორიცხულია, ვინაიდან ის პლანეტას 13-ჯერ იმაზე უფრო შორს ჩაუვლის, ვიდრე მთვარის ორბიტამდე მანძილია.  

მიუხედავად ამისა, ატეროიდი 163348 (2002 NN4) პოტენციურად სახიფათოდ მიიჩნევა, ვინაიდან მისი ტრაექტორია დედამიწის ორბიტას კვეთს. 

აღნიშნული ასტეროიდი 2002 წელსაა აღმოჩენილი. მზის გარშემო ერთი ბრუნის გაკეთებას ის დაახლოებით 300 დედამიწურ დღე-ღამეს ანდომებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0