პუტინი და ტრამპი

პუტინი და ტრამპი ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ

26
OPEC+ ქვეყნები 9-10 ივნისს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ბაზარზე არსებულ სიტუაციას და გარიგების პირველ შედეგებს განიხილავენ

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გააცნო თავისი იდეა G7 სამიტის ჩატარების შესახებ, იუწყება კრემლის პრესსამსახური.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა.

ტრამპმა აცნობა პუტინს, რომ შეხვედრაზე განიხილება რუსეთის, ავსტრალიის, ინდოეთისა და კორეის რესპუბლიკის ლიდერების მიწვევა.

„განიხილეს ვითარება ნავთობის მსოფლიო ბაზარზე OPEC+ შეთანხმების რეალიზაციის კონტექსტში. ითქვა, რომ ამ მრავალმხრივი შეთანხმების შედეგად, რომელიც მიღებულია რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტების აქტიური მხარდაჭერით, ნავთობზე მოთხოვნის თანდათანობით აღდგენა და ფასების სტაბილიზაცია მოხერხდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნა რუსულ-ამერიკული დიალოგის აქტივიზაციის მნიშვნელობა სტრატეგიული სტაბილურობისა და სამხედრო სფეროში სანდოობის ზომების კუთხით.

გაიმართა აზრთა გაცვლა-გამოცვლა ორივე ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში მიღებული ზომების შესახებ. ვლადიმირ პუტინმა ამერიკულ მხარეს ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატების მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს მიულოცა 30 მაისს პილოტირებული კოსმოსური ხომალდის - „კრიუ დრეგონის“ წარმატებული გაშვება, რომელმაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკელი ასტრონავტები გადაიყვანა. ორივე მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, კოსმოსურ სფეროში ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის განვითარებისთვის.

გარდა ამისა, პუტინი და ტრამპი შეთანხმდნენ, რომ კონტაქტები სხვადასხვა დონეზე გაგრძელდება. თავად საუბარი „კონსტრუქციულ, საქმიან და შინაარსიან ხასიათს“ ატარებდა.

26
თემები:
მსოფლიო დღეს (1845)

"თალიბანი" ისევ უტევს: ავღანეთში ტერაქტების სერია მოხდა

11
სამშვიდობო დარეგულირების საკითხი ავღანეთში ისევ საფრთხის ქვეშაა. ბოლო დღეებში ბოევიკებმა ერთბაშად რამდენიმე თავდასხმა და ტერაქტი განა ხორციელეს მთელ ქვეყანაში

გუშინ ძლიერი აფეთქება მოხდა ავღანეთის უსაფრთხოების ეროვნული დირექტორატის შენობასთან სამანგანის პროვინცია ქალაქ აიბაკში. შედეგად დაიღუპა ათამდე ადამიანი და დაშავდა 50.

შეტევაზე პასუხისმგებლობა რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ბოევიკებმა აიღეს. სამანგანში აფეთქებას წინ უძღოდა თალიბების თავდასხმა კუნდუზისა და ბადახშანის პროვინციების საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე. რამდენიმე დღით ადრე კი ბოევიკებმა იერიში მიიტანეს ავღანელ ძალოსნებზე ნანგარჰარის პროვინციაში.

11
ექიმები კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთან

აშშ-ში გაქცეულმა ჩინელმა ვირუსოლოგმა ამერიკულ ტელეარხს სკანდალური ინტერვიუ მისცა

295
(განახლებულია 20:39 14.07.2020)
ჩინეთიდან აშშ-ში გაქცეული ვირუსოლოგი შიშობს საკუთარი სიცოცხლის გამო და მზადაა ამერიკის მთავრობას საინტერესო მტკიცებულებები მიაწოდოს.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ჰონკონგელი ვირუსოლოგი, დოქტორი ლი-მენ იანი, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში გაიქცა აშშ-ში, აცხადებს, რომ შიშობს საკუთარი სიცოცხლის გამო, იუწყება Fox News.

​ვირუსოლოგის თქმით, პეკინს სურს, რომ ხალხი დუმდეს ჩინეთში მიმდინარე მოვლენებზე და აცხადებს, რომ ჩინეთს კორონავირუსის საშიშროების თაობაზე სიმართლის დამალვა სურს.

„მე ვიცი როგორ ეკიდება [ჩინეთის ხელისუფლება] ინფორმატორებს. მათ სურთ, რომ ხალხი დუმდეს არა მარტო COVID-19-ის შესახებ, არამედ ჩინეთში მიმდინარე სხვა მოვლენებზეც“, — განუცხადა ლი-მენ იანმა ტელეწამყვან ბილ ჰემერს.

ვირუსოლოგმა მაგალითად 2003 წლის პანდემია მოიყვანა. მაშინ, მისი თქმით, ხელისუფლებამ დახურა ერთ-ერთი ლაბორატორია, რომლის თანამშრომლებმაც დაფარვის ფაქტები აღმოაჩინეს და გამოაქვეყნეს კიდეც.

იანის თქმით, ის ელოდება მომენტს, როდესაც შეძლებს ისაუბროს ყველაფერზე, რაც იცის და წარუდგინოს კიდეც მტკიცებულებები აშშ-ის მთავრობას.

  • „მინდა, რომ ამერიკელებმა გაიგონ, რამდენად საშინელია ეს. ეს ის არაა, რაც თქვენ დაინახეთ... ეს სულ სხვა რამაა“, — ამბობს დოქტორი.

ლი-მენ იანი ირწმუნება, რომ პეკინისთვის უკვე დეკემბერში იყო ცნობილი კორონავირუსით ინფიცირების ორმოცამდე შემთხვევა, და რომ ვირუსი მაშინ უკვე გადაეცემოდა ადამიანიდან ადამიანს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 14 დეკემბერს აცხადებდა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანიდან  სხვისთვის დაავადების გადადების მკაფო დასტური არ არსებობდა.

 

295
თემები:
მსოფლიო დღეს (1845)
ლაბორატორია

კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

0
გამოჯანმრთელდა 873 ადამიანი, გარდაიცვალა – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5640, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 244 პაციენტია.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ოთხით გაიზარდა და 1003-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 873 ადამიანი, გარდაცვლილია – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5640, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 244 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე, მათ შორის 28 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. მას შემდეგ ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში