პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

პრინცი ჰარი პირად ნივთებს ჰყიდის: რა მოხდა

117
(განახლებულია 19:38 22.05.2020)
წყვილი ასევე ვალდებულია, დაუბრუნოს ბრიტანეთის ხაზინას ვალი უინძორის მამულში მდებარე სახლში ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისთვის.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. პრინცი ჰარი, რომელიც ახლა მეუღლესთან მეგან მარკლთან და ერთი წლის შვილთან არჩისთან ერთად ცხოვრობს, ვერაფრით ახერხებს სამსახურის დაწყებას კორონავირუსული პანდემიის გამო, იუწყება გამოცემა New Idea.

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის შესანახად პრინცი იძულებულია პირადი ნივთები გაყიდოს. მაგალითად, მან უკვე გაყიდა სამი სანადირო თოფი საკუთარი კოლექციიდან, რომელთა საერთო ფასმაც 180 ათასი დოლარი შეადგინა.  ​

ირკვევა, რომ თოფები პირველ რიგში გასაყიდი ნივთების სიაში შემთხვევით არ აღმოჩენილა. როგორც გამოცემა წერს, პრინცმა ამით ერთდროულად ორი კურდღელი მოინადირა: საკმაოდ მოზრდილი თანხითაც შეავსო ოჯახის ბიუჯეტი და მეგანიც გაახარა, რომელიც ნადირობის კატეგორიული წინააღმდეგია.   

გამოცემა წერს, რომ მეგანსა და ჰარის ახლა ძალიან ბევრი დანახარჯები აქვთ, ვინაიდან, კალიფორნიაში მდებარე კერძო სახლის იჯარის გარდა, დამხმარე პერსონალისა და პირადი მცველების ანაზღაურების გადახდაც უწევთ და სხვა ხარჯების გაწევაც.

გარდა ამისა, წყვილი ასევე ვალდებულია დაუბრუნოს ბრიტანეთის ხაზინას ვალი უინძორის მამულში მდებარე სახლში ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისთვის. არსებული ცნობით, პრინცმა უკვე დაიწყო ვალის გადახდა.

117
თემები:
მსოფლიო დღეს (1676)
პროტესტი ნიუ-იორკში

ვანდალიზმი გრძელდება - ფლოიდის ძმებმა ამერიკელებს მიმართეს

50
(განახლებულია 11:20 02.06.2020)
ამერიკელი დემონსტრანტები ცეცხლს უკიდებენ და ამსხვრევენ სხვდასახვა დანიშნულების ობიექტებს, ძარცვავენ მაღაზიებს

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. მინეაპოლისში დაღუპული ჯორჯ ფლოიდის ძმებმა, რომელიც პოლიციას შემოაკვდა დაკავებისას, საპროტესტო აქციების მონაწილეებს მიმართეს.

ძმებმა მოუწოდეს ამერიკელებს, იმოქმედონ მშვიდობიანად და თავი გაანებონ ნგრევასა და ძარცვას.

​„მივმართავ მათ, ვინც არეულობას აწყობს: რას აკეთებთ?! ეს ვერანაირად ვერ დამიბრუნებს ძმას“, — განაცხადა ერთ–ერთმა ძმამ ტერენს ფლოიდმა.

დაღუპულის მეორე ძმამ, როდნი პეგუმ, ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა დემონსტრანტებს. 

„მე  ვითხოვ მშვიდობას ისევე, როგორც ჩემი ძმა მოითხოვდა, ამ სიტუაციას რომ ხედავდეს, აქ რომ იყოს. მშვიდობა და მშვიდობიანი პროტესტები — ეს საუკეთესო ვარიანტია, რითაც სამართლიანობას უნდა მივაღწიოთ“, — აღნიშნა მან.

საპროტესტო ტალღა, რომელსაც არეულობა, ვანდალური აქტები და პოლიციელებზე თავდასხმები მოჰყვა, აშშ–ის ათობით ქალაქს მოედო. დემონსტრანტები ცეცხლს უკიდებენ და ამსხვრევენ სხვდასახვა დანიშნულების ობიექტებს, ძარცვავენ მაღაზიებს. არეულობის მიზეზად იქცა აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი, რომელიც მინეაპოლისში პოლიციას შემოაკვდა დაკავებისას.

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე მოვლენები „საშინაო ტერორიზმად“ შეაფასა და მძიმედ შეიარაღებული არმიის გამოყვანით დაიმუქრა, თუ შტატებისა ან ქალაქების ხელისუფლებები უარს იტყვიან მოსახლეობის სიცოცხლისა და ქონების დამსაცავად საჭირო ქმედებების განხორციელებაზე.   

 

50
თემები:
მსოფლიო დღეს (1676)
ასტეროიდები და დედამიწა

დედამიწას პოტენციურად სახიფათო ასტეროიდი უახლოვდება: ცნობილია თარიღი და საათი

77
(განახლებულია 10:16 02.06.2020)
ატეროიდი 163348 (2002 NN4) პოტენციურად სახიფათოდ მიიჩნევა, ვინაიდან მისი ტრაექტორია დედამიწის ორბიტას კვეთს

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik.  დედამიწას პოტენციურად სახიფათი ასტეროიდი 163348 (2002 NN4) უახლოვდება, რომლი ზომაც 250–570 მეტრია, ნათქვამია NASA–ს ერთ–ერთი ქვედანაყოფის საიტზე.

გავრცელებული ინფორმაციით ასტეროიდი ჩენს პლანეტას მინიმალურ მანძილზე შაბათს, 6 ივნისს მოუახლოვდება 7:20 საათზე (თბილისის დროით).

​მეცნიერები აცხადებენ, რომ დედამიწასთან ასტეროიდის შეჯახება გამორიცხულია, ვინაიდან ის პლანეტას 13–ჯერ იმაზე უფრო შორს ჩაუვლის, ვიდრე მთვარის ორბიტამდე მანძილია.  

მიუხედავად ამისა, ატეროიდი 163348 (2002 NN4) პოტენციურად სახიფათოდ მიიჩნევა, ვინაიდან მისი ტრაექტორია დედამიწის ორბიტას კვეთს. 

აღნიშნული ასტეროიდი 2002 წელსაა აღმოჩენილი. მზის გარშემო ერთი ბრუნის გაკეთებას ის დაახლოებით 300 დედამიწურ დღეღამეს ანდომებს.

 

77
თემები:
მსოფლიო დღეს (1676)
პრეზიდენტი კატერს მართავს

იცოდით რომ სალომე ზურაბიშვილი კატერს შესანიშნავად მართავს? - ვიდეო

0
(განახლებულია 00:45 02.06.2020)
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის ზღვაზე მდებარე იახტკლუბში კატერს მართავს

„ცხოვრება მშვენიერია“ - უწერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

სალომე ზურაბიშვილი პირველი ქალბატონია, რომელმაც საქართველოს სადავეები ხელში აიღო. გარდა ამისა, ის არის პირველი პრეზიდენტი, რომელსაც ორმაგი წარმოშობა აქვს - ქართული, და ფრანგული, გამოცდილი დიპლომატია,

სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველთა 59,52%-მა, 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩია.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში დაიბადა 1952 წელს. მისი ქართველი მშობლები 1921 წელს ემიგრირდნენ კავკასიის ამ პატარა ქვეყნიდან, სტალინის, იგივე იოსებ ჯუღაშვილის სამშობლოდან. მისი დიდი ბაბუა, ნიკო ნიკოლაძე, ცნობილი ლიბერალი მწერალი (1843-1928) იყო.

0
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები