მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბიჭი სათევზაოდ წავიდა და ძვირფასეულობით სავსე სეიფი იპოვა

© Pixabay / JamesDeMersგანძეული
განძეული - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი, რაც ქალმა გააკეთა, მუხლებზე დაეშვა, ბიჭს ჩაეხუტა და მადლობა უთხრა იმისთვის, რომ საიდუმლოს ამოხსნაში დაეხმარა.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ექვსი წლის ნოქს ბრიუერი სათევზაოდ წავიდა და მოულოდნელად ამოხსნა საიდუმლო, რომელსაც წლების განმავლობაში იძიებდნენ, იუწყება მედია.

​ირკვევა, რომ საკარანტინო ზომებით თავგაბეზრებულ ნოქსს YouTube-ზე მაგნიტური თევზაობის ამსახველი ვიდეო უნახავს და ფრიად დაინტერესებულა ამ მეთოდით (ანკესის ნაცვლად მძლავრი ნეოდიმური მაგნიტი გამოიყენება). ბიჭუნამ გადაწყვიტა, თავადაც ეცადა ამ სახით თევზაობა და მშობლებმაც უარი არ უთხრეს.

„ვიფიქრეთ, რომ ეს ვირუსის გამო იზოლაციის გადატანაში დაეხმარებოდა“, — აღნიშნა ნოქსის დედამ. 

მას შემდეგ, რაც მაგნიტურ თევზაობასთან დაკავშირებულ დეტალებში გაერკვა, ბიჭი უიტნის ტბაზე წავიდა სიახლის გამოსაცდელად. 

საავტომობილო ტრასა - Sputnik საქართველო
ტომრებში ნაგავი ეგონათ: ცოლ-ქმარმა გზაზე მილიონი იპოვა

მოულოდნელად მისი მაგნიტი წყალში რაღაც იმდენად მძიმეს წამოედო, რომ გამვლელის დახმარებაც კი დასჭირდა „ნადავლის“ ამოსაღებად. ეს ლითონის სეიფი გამოდგა — ძვირფასი სამკაულებითა და საკრედიტო ბარათებით.  

ბრიუერების ოჯახმა ნაპოვნის შესახებ პოლიციაში განაცხადა. სამართალდამცველებმა კი გაარკვიეს, რომ სეიფი მეზობლად მცხოვრებ ქალს ეკუთვნოდა, რომელიც რვა წლის წინ გაუქურდავთ.

„პირველი, რაც ქალმა გააკეთა, მუხლებზე დაეშვა, ნოქსს ჩაეხუტა და მადლობა უთხრა იმისთვის, რომ მრავალწლიანი საიდუმლოს ამოხსნაში დაეხმარა“, — ამბობს ბიჭუნას მამა.

მისი თქმით, ნოქსს იმდენად მოეწონა ეს „საგამოძიებო პროცესი“, რომ მტკიცედ გადაწყვიტა პოლიციელი გახდეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0