Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ეპიდემია ჯერ არ დასრულებულა: ჩინეთი ინფექციასთან ბრძოლას განაგრძობს

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსის პანდემია
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერის თქმით, კორონავირუსული ეპიდემია ყველაზე სწრაფად გავრცელებადი და ყველაზე რთული საგანგებო ვითარება აღმოჩნდა ჯანდაცვის სფეროში ჩინეთის დაარსების დღიდან.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. კორონავირუსული ინფექციის ეპიდემია ჩინეთში ჯერ არ დასრულებულა, განაცხადა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი კეციანმა.

„ამ დროისათვის ეპიდემია არ დასრულებულა... ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა ვირუსის გამო დანაკარგების მინიმუმამდე დასაყვანად და შევასრულოთ სოციალურ–ეკონომიკური განვითარების ამოცანები მიმდინარე წლისთვის“, — აღნიშნა პრემიერმა. 

ლი კეციანის თქმით, კორონავირუსული ეპიდემია ყველაზე სწრაფად გავრცელებადი და ყველაზე რთული საგანგებო ვითარება აღმოჩნდა ჯანდაცვის სფეროში ჩინეთის დაარსების დღიდან. 

მაიკ პომპეო  - Sputnik საქართველო
აშშ ჩინეთისგან 9 ტრილიონი დოლარის გამოყოფას მოითხოვს

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ რუსეთის საზღვართან მდებარე პროვინცია გირინში (მოსახლეობა 27 მლნ-ზე მეტი) საკარანტინო შეზღუდვები განაახლა, ვინაიდან რეგიონში ერთი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე ათეული ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გირინის ყველა დასახლებულ პუნქტში სრულადაა შეჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, დაკეტილია სკოლები და მაღაზიები. კარანტინზეა გადაყვანილი ათასობით ადამიანი, რომლებსაც შესაძლოა კონტაქტი ჰქონოდათ დაავადებულებთან.

ჩინეთში კარანტინი განახლდა: უფრო მკაცრი, ვიდრე აქამდე>>

პროვინციის მოსახლეობის თქმით, ახალი საკარანტინო შეზღუდვები იმაზე ბევრად მკაცრია, ვიდრე ეს კორონავირუსის პირველი ტალღის დროს იყო.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოს მასშტაბით სულ ინფიცირებულია 5 106 686 ადამიანი. აქედან გარდაიცვალა 333 001 და განიკურნა 1 951 459 კაცი. 

ყველა ახალი ამბავი
0