ამოუცნობი მფრინავი ობიექტი

შეხვედრები ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან: პენტაგონი ოფიციალურ ჩამონათვალს აქვეყნებს

100
(განახლებულია 15:34 22.05.2020)
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ანგარიშში აღწერილია პილოტებისა და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შეხვედრის რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც 2013 წლიდან 2019 წლის ჩათვლით მოხდა.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გამოაქვეყნეს ოფიციალური ანგარიში ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან შეხვედრების შესახებ 2013 წლის 27 ივლისიდან 2019 წლის 13 თებერვლამდე პერიოდში, იუწყება The New York Times-ი.

​გამოცემა ეყრდნობა დოკუმენტებს, რომლებიც ახალი ამბების სააგენტოებს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის თანახმად გადაეცათ.  

სამხედრო-საჰაერო ძალების ანგარიშში აღწერილია სამხედრო პილოტებისა და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შეხვედრის რამდენიმე შემთხვევა. საინტერესოა, რომ თითქმის ყველა მათგანი ვირჯინიისა და ჩრდილოეთ კაროლინის ტერიტორიებზეა დაფიქსირებული.

მაგალითად, 2013 წლის 27 ივნისს ამერიკელმა მფრინავებმა დაახლოებით 60 მეტრის დაშორებით თეთრი ფერის ობიექტი შენიშნეს, რომელიც ფორმით რაკეტასა თუ დრონს (უპილოტო საფრენი აპარატი) ჩამოჰგავდა. თუმცა იმ დღეს რაიონში არანაირი სარაკეტო თუ სხვა სახის გამოცდა არ იგეგმებოდა. 

პილოტების თქმით, ობიექტი პირდაპირ მათკენ მიფრინავდა და რაღაც მომენტში შეჯახების საშიშროებაც კი გაჩნდა.

ირკვევა, რომ 2013 წელს ამერიკელმა პილოტებმა კიდევ ორჯერ დააფიქსირეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, თუმცა იმის გარჩევა, იყო თუ არა „უცხოპლანეტურ“ ხომალდში ვინმე, ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს.

გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა მოხდა 2014 წლის 26 მაისს  ვირჯინია–ბიჩის მახლობლად. ვერცხლისფერმა ობიექტმა სამხედრო ხომალდს 300 მეტრის დაშორებით ჩაუფრინა და მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდი მანძილი არ არის, პილოტებმა მისი იდენტიფიცირება ვერ შეძლეს.

პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ვიდეო ოფიციალურად გამოაქვეყნა>> 

2019 წელს ამერიკელმა სამხედროებმა კიდევ ერთი ამოუცნობი ობიექტი დააფიქსირეს — კუბის ფორმისა, რომელიც რაღაც სფეროს შიგნით იყო მოთავსებული.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ანგარიშში ეს ობიექტები არ მოიხსენიება უცხოპლანეტურ ხომალდებად. ასტროფიზიკოსების თქმით, ის ფაქტი, რომ ამ ობიექტებს დამაჯერებელი „დედამიწური“ ახსნა არ გააჩნია, უფრო სარწმუნოს ვერ გახდის ვარაუდს მათი არამიწიერი წარმოშობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ CNN სრულად აქვეყნებს სამხედრო-საჰაერო ძალების დოკუმენტს და მასში აღწერილ ყველა შემთხვევას, რომელსაც შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.

100
თემები:
მსოფლიო დღეს (1687)
 ვირუსოლოგიის ლაბორატორია უჰანში

შეიქმნა ხელოვნურად, გავრცელდა შემთხვევით: ქვეყნდება ბრიტანული დაზვერვის შეფის ექსკლუზივი

21
(განახლებულია 13:52 04.06.2020)
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის, MI6-ის ყოფილი შეფი ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს ბოლო კვლევაზე, რომელიც კორონავირუსის ხელოვნურ წარმოშობას ადასტურებს

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ახალი კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიაში გაჩნდა და უბედური შემთხვევის შედეგად გავრცელდა, აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვის, MI6–ის ექს–შეფი რიჩარდ დირლავი Telegraph–ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

​დირლავის თქმით, ის გაეცნო ახალ „მნიშვნელოვან“ სამეცნიერო კვლევას, რომელშიც ნათქვამია, რომ ვირუსი ხელოვნურად შექმნეს ჩინელმა სწავლულებმა. 

მისი განმარტებით, საუბარია ბრიტანელი და ნორვეგიელი მეცნიერების, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორის, ანგუს დალგლიშისა და ნორვეგიელი ვირუსოლოგის, ბირგერ სორენსენის სამეცნიერო სტატიაზე, რომელიც მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდა.

„ვფიქრობ, რომ [ეპიდემია] დაიწყო როგორც უბედური შემთხვევა. ჩნდება კითხვა: თუ ჩინეთი ოდესმე აღიარებს თავის პასუხისმგებლობას, გადაიხდის თუ არა ის კომპენსაციას? ჩემი აზრით, ეს აიძულებს მსოფლიოს თითოეულ ქვეყანას, გადახედოს ჩინეთთან უთიერთობებს“, — აღნიშნა დაზვერვის ყოფილმა შეფმა. 

შეგახსენებთ: აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მანამდე უკვე დაემუქრა ჩინეთს სასტიკი სანქციებით იმ შემთხვევაში, თუ გაირკვევა, რომ პანდემიის გამომწვევი ვირუსი მართლაც ხელოვნურად შეიქმნა უჰანის ლაბორატორიაში, ხოლო ჩინეთის ხელისუფლებამ შეგნებულად გაავრცელა ის მსოფლიოში.

კაცობრიობა ამგვარ ცოდნას არ ფლობს: უჰანის ლაბორატორიის დირექტორი ბრალდებებს პასუხობს>>

თავის მხრივ, ჩინეთმა არაერთხელ უარყო აღნიშნული ბრალდება და განაცხადა, რომ უჰანის ლაბორატორიიდან არანაირი ვირუსი „არ გაქცეულა“. 

21
თემები:
მსოფლიო დღეს (1687)
ჯორჯ ფლოიდის დაკავების კადრები

„არ იღელვო, მე ვიზრუნებ“: NBA-ს ჩემპიონი სულისშემძვრელ პოსტს აქვეყნებს

46
(განახლებულია 13:22 04.06.2020)
დაღუპულ აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდს ექვსი წლის გოგონა დარჩა, რომელიც მას გერლფრენდთან შეეეძინა და რომელზეც თავად ზრუნავდა

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. აშშ–ის კალათბურთის ეროვნული ასოციაციის, NBA–ს ყოფილმა მოთამაშე სტივენ ჯეკსონმა დაღუპული ჯორჯ ფლოიდის ექვსი წლის გოგონას, ჯიანა ფლოიდის მეურვეობა იკისრა.

ირკვევა, რომ ექს–ჩემპიონი გარდაცვლილის მეგობარი იყო.

ჯეკსონმა Instagram–ზე დაღუპული მეგობრისადმი მიძღვნილი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც დაპირდა, რომ იზრუნებდა დაობლებულ პატარაზე.

„არ იღელვო, ტვინ, მე ვიზრუნებ შენს ჯი–ჯიზე. იცოდე ეს. მე ყოველთვის ვზრუნავ ძმებზე“, — დაწერა კალათბურთელმა.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა მინესორტის შტატის სასამართლო–სამედიცინო ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმადაც, პოლიციელების მიერ დაკავებისას დაღუპული ჯორჯ ფლოიდი კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

 

46
თემები:
მსოფლიო დღეს (1687)
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ურთიერთობას აღარ მალავს - წყვილის რომანტიული ფოტო პიკნიკიდან

0
(განახლებულია 13:55 04.06.2020)
ნიკოლოზ ბასილაშვილი შეყვარებულია და მისი რჩეული ულამაზესი გერმანელი სპორტსმენია. ნახეთ წყვილის უახლოესი ფოტოები სოციალური ქსელიდან

მსოფლიოს 27-ე ჩოგანი შეყვარებულია და მალე დაქორწინებასაც აპირებს. ნიკოლოზ ბასილაშვილის რჩეული უმშვენიერესი გერმანელი სპორტსმენი შარლოტა ჰელენია, რომელიც ბასილაშვილმა ნათესავებს უკვე გააცნო და გოგონა რამდენიმე თვეა საქართველოში იმყოფება.

მას შემდეგ, რაც ნიკოლოზი ყოფილ ცოლზე, ნეკა დოროყაშვილზე შესაძლო ძალადობისთვის სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, შარლოტამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ჩოგბურთელთან ერთად გადაღებული ფოტო დადო, სადაც ჩანს, რომ წყვილი პიკნიკზე იმყოფებოდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც. ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია. წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წელს ვაჟი შეეძინათ.

ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. კერძოდ, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება