დაკრძალვა

პანდემიური COVIDIOT-ობა: მთვრალმა მერმა თავი მოიმკვდარუნა - ფოტო

121
(განახლებულია 17:11 21.05.2020)
რკვევა, რომ ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ქალაქის თავი კუბოში ჩაწოლილი აღმოაჩინეს — სახეზე სამედიცინო ნიღბით

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ქალაქის მერმა თავი მოიმკვდარუნა, როდესაც პოლიცია მის დასაპატიმრებლად მივიდა  კარანტინის დარღვევის გამო, იუწყება გამოცემა Informate Peru.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა პერუს პატარა ქალაქ ტანტარაში მოხდა.

​ირკვევა, რომ ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ქალაქის თავი ჰაიმე რონალდო ურბინა ტორესი კუბოში ჩაწოლილი აღმოაჩინეს — სახეზე სამედიცინო ნიღბით. პოლიციის განცხადებით, ამ დროს ტორესი ძალიან მთვრალი იყო. 

რამდენიმე დღით ადრე ქალაქის მერი, რომლის მუშაობითაც ადგილობრივები ძალიან უკმაყოფილოები არიან, მეგობრებთან ერთად შენიშნეს — მაგარი ალკოჰოლური სასმელების სმისას.

მოსახლეობა ტორესს მიიჩნევს დამნაშვედ იმაში, რომ ქალაქში დროულად არ დაწესდა საკარანტინო ზომები. ამასთან ირკვევა, რომ მერს ტანატარში მხოლოდ რვა დღე აქვს გატარებული ბოლო ორი თვის განმავლობაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პერუს ხელისუფლებამ მოსახლეობის კონტაქტების შესამცირებლად ფრიად ორიგინალურ მეთოდს მიმართა: ქვეყანაში აკრძალული იყო ქალებისა და მამაკაცების ერთსა და იგივე დღეებში გამოსვლა, კვირა „ქალებისა“ და „მამაკაცების“ დღეებად იყო დაყოფილი.

 

121
თემები:
მსოფლიო დღეს (1687)
 ვირუსოლოგიის ლაბორატორია უჰანში

შეიქმნა ხელოვნურად, გავრცელდა შემთხვევით: ქვეყნდება ბრიტანული დაზვერვის შეფის ექსკლუზივი

40
(განახლებულია 13:52 04.06.2020)
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის, MI6-ის ყოფილი შეფი ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს ბოლო კვლევაზე, რომელიც კორონავირუსის ხელოვნურ წარმოშობას ადასტურებს

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ახალი კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიაში გაჩნდა და უბედური შემთხვევის შედეგად გავრცელდა, აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვის, MI6–ის ექს–შეფი რიჩარდ დირლავი Telegraph–ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

​დირლავის თქმით, ის გაეცნო ახალ „მნიშვნელოვან“ სამეცნიერო კვლევას, რომელშიც ნათქვამია, რომ ვირუსი ხელოვნურად შექმნეს ჩინელმა სწავლულებმა. 

მისი განმარტებით, საუბარია ბრიტანელი და ნორვეგიელი მეცნიერების, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორის, ანგუს დალგლიშისა და ნორვეგიელი ვირუსოლოგის, ბირგერ სორენსენის სამეცნიერო სტატიაზე, რომელიც მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდა.

„ვფიქრობ, რომ [ეპიდემია] დაიწყო როგორც უბედური შემთხვევა. ჩნდება კითხვა: თუ ჩინეთი ოდესმე აღიარებს თავის პასუხისმგებლობას, გადაიხდის თუ არა ის კომპენსაციას? ჩემი აზრით, ეს აიძულებს მსოფლიოს თითოეულ ქვეყანას, გადახედოს ჩინეთთან უთიერთობებს“, — აღნიშნა დაზვერვის ყოფილმა შეფმა. 

შეგახსენებთ: აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მანამდე უკვე დაემუქრა ჩინეთს სასტიკი სანქციებით იმ შემთხვევაში, თუ გაირკვევა, რომ პანდემიის გამომწვევი ვირუსი მართლაც ხელოვნურად შეიქმნა უჰანის ლაბორატორიაში, ხოლო ჩინეთის ხელისუფლებამ შეგნებულად გაავრცელა ის მსოფლიოში.

კაცობრიობა ამგვარ ცოდნას არ ფლობს: უჰანის ლაბორატორიის დირექტორი ბრალდებებს პასუხობს>>

თავის მხრივ, ჩინეთმა არაერთხელ უარყო აღნიშნული ბრალდება და განაცხადა, რომ უჰანის ლაბორატორიიდან არანაირი ვირუსი „არ გაქცეულა“. 

40
თემები:
მსოფლიო დღეს (1687)
ჯორჯ ფლოიდის დაკავების კადრები

„არ იღელვო, მე ვიზრუნებ“: NBA-ს ჩემპიონი სულისშემძვრელ პოსტს აქვეყნებს

46
(განახლებულია 13:22 04.06.2020)
დაღუპულ აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდს ექვსი წლის გოგონა დარჩა, რომელიც მას გერლფრენდთან შეეეძინა და რომელზეც თავად ზრუნავდა

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. აშშ–ის კალათბურთის ეროვნული ასოციაციის, NBA–ს ყოფილმა მოთამაშე სტივენ ჯეკსონმა დაღუპული ჯორჯ ფლოიდის ექვსი წლის გოგონას, ჯიანა ფლოიდის მეურვეობა იკისრა.

ირკვევა, რომ ექს–ჩემპიონი გარდაცვლილის მეგობარი იყო.

ჯეკსონმა Instagram–ზე დაღუპული მეგობრისადმი მიძღვნილი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც დაპირდა, რომ იზრუნებდა დაობლებულ პატარაზე.

„არ იღელვო, ტვინ, მე ვიზრუნებ შენს ჯი–ჯიზე. იცოდე ეს. მე ყოველთვის ვზრუნავ ძმებზე“, — დაწერა კალათბურთელმა.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა მინესორტის შტატის სასამართლო–სამედიცინო ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმადაც, პოლიციელების მიერ დაკავებისას დაღუპული ჯორჯ ფლოიდი კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

 

46
თემები:
მსოფლიო დღეს (1687)
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ურთიერთობას აღარ მალავს - წყვილის რომანტიული ფოტო პიკნიკიდან

0
(განახლებულია 13:55 04.06.2020)
ნიკოლოზ ბასილაშვილი შეყვარებულია და მისი რჩეული ულამაზესი გერმანელი სპორტსმენია. ნახეთ წყვილის უახლოესი ფოტოები სოციალური ქსელიდან

მსოფლიოს 27-ე ჩოგანი შეყვარებულია და მალე დაქორწინებასაც აპირებს. ნიკოლოზ ბასილაშვილის რჩეული უმშვენიერესი გერმანელი სპორტსმენი შარლოტა ჰელენია, რომელიც ბასილაშვილმა ნათესავებს უკვე გააცნო და გოგონა რამდენიმე თვეა საქართველოში იმყოფება.

მას შემდეგ, რაც ნიკოლოზი ყოფილ ცოლზე, ნეკა დოროყაშვილზე შესაძლო ძალადობისთვის სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, შარლოტამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ჩოგბურთელთან ერთად გადაღებული ფოტო დადო, სადაც ჩანს, რომ წყვილი პიკნიკზე იმყოფებოდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც. ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია. წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წელს ვაჟი შეეძინათ.

ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. კერძოდ, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება