NASA-ს მკვლევარებმა პარალელური სამყაროს არსებობა დაადასტურეს

1082
(განახლებულია 14:46 21.05.2020)
მეცნიერები განმარტავენ, რომ ეს ნაწილაკები რეალურად უკან მოძრაობდნენ დროში, რაც პარალელური სამყაროს არსებობას ადასტურებს

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. კოსმოსური კვლევების სააგენტო NASA–ს მეცნიერთა ჯგუფმა, რომელიც ანტარქტიკასი ატარებდა ექსპერიმენტებს, პარალელური სამყაროს არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები აღმოაჩინეს, სადაც  ფიზიკის კანონები დედამიწის საპირისპიროდ მოქმედებს, იუწყება New Scientist-ი. 

გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერები კოსმოსური სინათლის სხივის აღმოჩენაზე მუშაობდნენ, რა დროსაც სავარაუდოდ პარალელური სამყაროდან მოსული ნაწილაკები გამოავლინეს.  მათი აზრით, ეს სამყაროც დიდი აფეთქების დროს დაიბადა. 

ირკვევა, რომ NASA სწავლულებს გიგნატურ საჰაერო ბუშტით გაჰქონდათ იმპულსური გადამყვანი ანტენა ANITA ანტარქტიდის თავზე, სადაც ცივი და მშრალი ჰაერის გამო იდეალური გარემო იყო ექსპერიმენტის ჩასატარებლად.

სწავლულთა თქმით, დედამიწაზე კოსმოსიდან გამუდმებით მოედინება მაღალი ენერგიის ნაწილაკების ნაკადი. დაბალენერგეტიკულ სუბატომურ ნეიტრინებს, რომელთა მასა ნულს უახლოვდება, შეუძლიათ თავისუფლად გააღწიონ დედამიწაში, უფრო მაღალი ენერგიის მქონე ობიექტებს კი დედამიწის მყარი ნივთიერებები აჩერებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მაღალი ენერგიის მქონე ნაწილაკების აღმოჩენა მხოლოდ „კოსმოსიდან ჩამოშვების პროცესშია“ შესაძლებელი. 

​ANITA–მ კი აღმოაჩინა კიდევ უფრო  მძიმე ნაწილაკი, ეგრეთ წოდებული ტაუ–ნეიტრინო, რომელიც კოსმოსიდან კი არ მოდიოდა, არამედ დედამიწიდან „ფრინდებოდა“. მეცნიერები განმარტავენ, რომ ეს ნაწილაკები რეალურად უკან მოძრაობდნენ დროში, რაც პარალელური სამყაროს არსებობას ადასტურებს. 

ჯგუფის მთავარი მკვლევარის, კორნელის უნივერსიტეტის პროფესორის, ფიზიკოს პიტერ გორჰამის აზრით, რომელმაც აღწერა კიდეც ეს უცნაური მოვლენა, ტაუ–ნეიტრინო დედამიწაში გაღწევამდე სხვა ტიპის ნაწილაკებად გარდაიქმნება, შემდეგ კი ისევ საწყის ფორმას უბრუნდება.

ფიზიკოსი ამბობს, რომ მან და მისმა კოლეგებმა რამდენჯერმე ნახეს მსგავსი „შეუძლებელი მოვლენა“.

პარალელური სამყარო არსებობს: კანადელი ფიზიკოსების ახალი თეორია>>

გორჰამი ხაზს უსვამს ტაუ–ნეიტრინოს აბსოლუტურად შეუძლებელ ქცევას და წერს, რომ აღნიშნული მოვლენა შეიძლება ერთადერთით აიხსნას:  13,8 მლრდ წლის წინ მომხდარი დიდი აფეთქებისას ორი სამყარო ჩამოყალიბდა — ჩვენი და კიდევ ერთი, რომელიც უკუმიმართულებით მოძრაობს.

მეცნიერების თქმით, გამორიცხული არ არის, რომ პარალელური სამყაროს ბინადრები, თუკი ისინი არსებობენ, დედამიწელებს ჩამორჩენილებად აღიქვამდნენ.

1082
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (424)
ორსული ქალი მინდორში

ხმაურის საფრთხე ორსულებისა და ნაყოფისთვის: მეცნიერები დასკვნას აქვეყნებენ

62
(განახლებულია 20:59 15.07.2020)
ამერიკელმა მეცნიერებმა 12 წლის განმავლობაში დაგროვილი უნიკალური ჩანაწერები შეისწავლეს და დაასკვნეს – რა ნეგატიურ გავლენას ახდენს ხმაური ნაყოფზე.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. აშშ-ის ლიჰაის უნივერსიტეტისა და ლაფაიეტის კოლეჯის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხმამაღალმა ბგერებმა შეიძლება არა მარტო ორსული ქალის, არამედ ნაყოფის მდგომარეობაზეც ნეგატიურად იმოქმედოს.

მათი კვლევა გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალში Science Direct.

ამ დასკვნამდე მკვლევარები მას შემდეგ მივიდნენ, რაც 2004-დან 2016 წლამდე დაბადებული ბავშვების შესახებ არსებული უნიკალური ჩანაწერები შეისწავლეს. ეს ჩანაწერები შეიცავდა დედების საცხოვრებელ მისამართებს, ასევე მონაცემებს ტრანსპორტის მოძრაობით გამოწვეული ხმაურის შესახებ.

შედეგად გაირკვა, რომ დედებში, რომლებიც ხმაურიან რაიონებში, მაგალითად, აეროპორტის მახლობლად ცხოვრობენ, 22%-ით მაღალია რისკი, რომ არასაკმარისი წონის ბავშვი გააჩინონ. ამან კი შეიძლება შემდგომში ბავშვის ფიზიკო-ფსიქოლოგიურ განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედოს.

მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ მსგავსი პრობლემები იმ ქალებშიც შეინიშნებოდა, რომლებიც ორსულობის დროს ხმაურიან წვეულებებს ხშირად სტუმრობდნენ. ასეთი ქალები ხშირად დღენაკლულ ბავშვებს შობდნენ.

რა ეკრძალებათ ორსულ ქალებს: ხალხური ცრურწმენები და მეცნიერული ახსნა>>

სწავლულებს იმედი აქვთ, რომ მათი კვლევა ადამიანებს დაეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ რაოდენ მავნებელი შეიძლება იყოს ორგანიზმისთვის ხმამაღალი ბგერების ზემოქმედება და, ამასთან, დააჩქარებს ქალაქებში ზედმეტი ხმაურის პრობლემის გადაწყვეტას.

ამასთან, მკვლევართა აზრით, მათ მიერ მიღებული ცნობები ადასტურებს თვითმფრინავების ფრენების სქემების ოპტიმიზაციის აუცილებლობას, რათა ასაფრენ ზოლზე დაჯდომისას და აფრენისას გამოცემულმა ხმებმა მინიმალური ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

 

62
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (424)
ტოკიო

ფუკუსიმის შედეგი: პლუტონიუმის ნაწილაკები მთელ იაპონიაშია აღმოჩენილი

85
(განახლებულია 19:57 15.07.2020)
ფუკუსიმის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქებიდან ცხრა წლის შემდეგ რეაქტორების მასალა მიკროსკოპულ რადიოაქტიულ ნაწილაკებად დაიშალა, ქარმა კი ის მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმოფანტა.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ფუკუსიმა-1-ის ატომური ელექტროსადგურის ბირთვული საწვავის შემადგენლობაში შემავალი პლუტონიუმის ნაწილაკები დღემდე გარემოში რჩება, ასკვნიან ექვსი ქვეყნის მეცნიერები, რომელთა კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში Science of the Total Environment.

ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფა 2011 წელს მოხდა.

ეკოლოგებმა და ქიმიკოსებმა ადრევე აღნიშნეს, რომ მასალა, რომელიც ავარიის შემდეგ ატმოსფეროში, ნიადაგსა და ზღვის წყალში მოხვდა, პლუტონიუმის კვალს შეიცავდა, მაგრამ მისი ფიზიკური, ქიმიური და იზოტოპური ფორმები უცნობი რჩებოდა.

ახლა კი იაპონელი, ფინელი, ფრანგი, შვეიცარიელი, ინგლისელი და ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ პლუტონიუმის ოქსიდების ნანოზომის ჩანართები ცეზიუმით მდიდარ მიკრონაწილაკებს (CsMP) შეიცავს.

ბირთვული საწვავი რეაქტორის შიგნით წვის შემდეგ სტრუქტურულ ბეტონთან ურთიერთქმედებაში შევიდა. აფეთქების დროს მასალა მიკროსკოპულ რადიოაქტიურ ნაწილაკებად დაიშალა, რომელიც ქარმა მთელ იაპონიაში მიმოფანტა.

აღმოჩნდა, რომ CsMP ძალიან რადიოაქტიურია და ძირითადად ბეტონის კაჟისა და რადიოაქტიური ცეზიუმისგან (სწრაფად აქროლადი დაშლის პროდუქტი) შედგება. ისინი რეაქტორებში საწვავის წვის დროს წარმოიქმნება.

მეცნიერებმა მიკრონაწილაკების ქიმიური შემადგენლობა მოწინავე ანალიტიკური მეთოდების კომბინაციის გამოყენებით შეისწავლეს.

„შედეგები დამაჯერებლად ცხადყოფს, რომ ნანოზომის არაერთგვაროვნება, ჰეტეროგენობა, რომელიც ნორმალური ბირთვული საწვავისთვისაა დამახასიათებელი, საწვავის ნარჩენებში კვლავ არსებობს, რომელიც დაზიანებული რეაქტორების შიგნით რჩება“, — აღნიშნა კვლევის ხელმძღვანელმა, იაპონიის კიუსიუს უნივერსიტეტის დოქტორმა სატოში უცუნომიამ.

მეცნიერის თქმით, ამ ინფორმაციით შესაძლებელია დაზიანებული რეაქტორის დნობის ხარისხის დადგენა, რაც ენერგეტიკოსებს საშუალებას მისცემს, დროულად გაიყვანონ ისინი ექსპლუატაციიდან და სწორად მიუდგნენ ნარჩენებს.

მკვლევარები აპირებენ განაგრძონ CsMP მიკრონაწილაკების შესწავლა, რათა უკეთ გაიგონ მათი გრძელვადიანი ქცევა და გარემოზე გავლენა.

2011 წლის 11 მარტის დამანგრეველი მიწისძვრისა და ამის გამო წარმოშობილი ცუნამის შედეგად იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუსიმა-1“-ზე აფეთქებების სერია დაფიქსირდა, რაც გაგრილების სისტემის დაზიანებამ გამოიწვია. მთავრობამ მოსახლეობა ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ 20 კილომეტრიანი ზონიდან გაიყვანა და, ჩერნობილის მსგავსად, საშიშროების მაქსიმალური დონე გამოაცხადა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფუკუსიმის პრეფექტურის დაბინძურებულ ნიადაგს 30 წლის განმავლობაში გაანადგურებდნენ.

85
თემები:
მსოფლიო დღეს
წარმოსახვა პანიკის შეტევისას

სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები

0
(განახლებულია 13:11 15.07.2020)
როგორ მოქმედებენ ვარსკვლავები ჩვენს ფობიებზე? რისი ეშინიათ ყველაზე მეტად ზოდიაქოს ცალკეული ნიშნის წარმომადგენლებს? ამაზე სფეროს ექსპერტები მოგვითხრობენ

იმისთვის, რომ შიში დავძლიოთ, მასზე ყველაფერი უნდა ვიცოდეთ, მათ შორის, როგორ მოქმედებს ზოდიაქოს ნიშანი ჩვენს ფობიებზე.

„ცდუნებების" ჰოროსკოპი - რის წინაშე არიან უძლური ზოდიაქოს ნიშნები>>

ვერძი

ვერძი ბუნებით იდეალისტია, მზადაა, ნებისმიერი გზით მიაღწიოს საწადელს, ოცნების გზაზე ძალას არ იშურებს. ამიტომ ეშინია, რომ წარმატებას ვერ მიაღწევს. ნებისმიერი შეზღუდვა მასში განცდებს იწვევს. მაგალითად, ეშინია კლაუსტროფობიის (დახურული სივრცის შიში). ხანდახან კი ისოლოფობია აშინებს (მარტოობის შიში).

კურო

კუროსთვის სტაბილურობაა მნიშვნელოვანი. მთელი ძალებით ებღაუჭება სტაბილურ სამსახურს. ხვალინდელ დღეში რომ იყოს დარწმუნებული, მას უსაფრთხოების ფინანსური „ბალიში“ ესაჭიროება. ამიტომ ეშინია ცვლილებების. ასევე კურო ცდილობს, არ შეეხოს მისტიკას, რომელსაც მისი გეგმების მოულოდელად დანგრევა შეუძლია,

ტყუპი

კომუნიკაბელური და სიცოცხლის მოყვარული ტყუპი მუდამ პირველობისკენ ისწრაფვის. მისთვის წამების ტოლფასია მეორეხარისხოვანი როლის თამაში. ტყუპს ეშინია არასწორი გადაწყვეტილების მიღების, რის გამოც დიდხანს შეიძლება იორჭოფოს თავის ქმედებებში და ერთ ადგილზე იყოს გაჩერებული. ტყუპს უყურადღებოდ დარჩენის ეშინია.

კირჩხიბი

კირჩხიბებზე დამღუპველ ზემოქმედებას ახდენს ნებისმიერი კრიტიკა. ისინი დარწმუნებული არიან, რომ კრიტიკით მათი დათრგუნვა უნდათ. გულდახურულები არიან, რის გამოც პირად ცხოვრებაში ხშირად არ უმართლებთ. ეშინიათ, რომ საყვარელი ადამიანი მათ ვერ გაუგებს, ამიტომ ხშირად განმარტოვდებიან ხოლმე. ასევე ახასიათებს კლაუსტროფობია და აგორაფობია (დახურული და ღია სივრცის შიშები).

ლომი

ლომები ტემპერამენტიანი ხალხია. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველ წუთს გრძნობდნენ თავისუფლებასა და უპირატესობა–პირველობას გუნდში. ისინი ვერ იტანენ დაცინვას. მიუხედავად მათში ჩადებული ძალისა, ლომებს ტკივილის შეგრძნებებისა ეშინიათ, ამიტომ მათთვის ექიმთან ვიზიტი ღამის კოშმარს ემსგავსება. ასევე ხშირად აქვთ სიმაღლის შიში.

ქალწული

ქალწულები ყაირათიანი და ხელმომჭირნე არიან. ისინი დიდი ყურადღებით ეკიდებიან თავიანთ ნივთებს და არ უყვართ, როცა ვინმე სხვა ეხება მათ. სჯერათ, რომ თითოეულ ნივთს თავისი ენერგეტიკა აქვს. არავის აქვს უფლება, მათ ჩვეულ რეჟიმში ჩაერიოს, ეშინიათ უწესრიგობის. მათ ირგვლივ მხოლოდ „შერჩეული“ ადამიანები არიან, რადგან კრიტიკის ეშინიათ. ხანდახან მერყეობაც სჩვევიათ. ეშინიათ იმ ადამიანებთან კონტაქტის, რომლებმაც მათ, შესაძლოა, ყურადღება არ მიაქციონ. ვერ იტანენ მწერებს.

სასწორი

სასწორი ვერ მიაღწევს თავის მიზნებს, თუ გარშემომყოფებისგან ქებას არ მოისმენს. მათ მიმართ ნათქვამ ნებისმიერ უსიამოვნო სიტყვას მათში წინსვლის სურვილის გაქრობა შეუძლია. ყოველთვის იმისკენ ისწრაფვიან, რომ ირგვლივ მყოფებზე სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინონ, მათთვის მნიშვნელოვანია დადებითი იმიჯის შენარჩუნება. თუმცა ამის გამო პირად ცხოვრებაში ხშირად მარცხდებიან. სასწორს მარტოობისა და სიკვდილის ეშინია.

მორიელი

თუ გულით არ უნდათ, ამ ნიშნის წარმომადგენლებს ვერავინ აიძულებს რამის გაკეთებას. მათთვის ღამის საზარელი კოშმარია საკუთარ თავზე ძალადობა. ეშინიათ დროის უქმად დაკარგვის. ხანდახან უყვართ საკუთარი მნიშვნელობის წარმოჩენა, ჩვენება, თითქოს უკარება არიან; თუმცა შინაგანად საოცრად სიფაქიზით გამოირჩევიან. საგულდაგულოდ მალავენ საკუთარ ფიქრებს სხვებისგან, რომ ვერავინ შეძლოს მათ სულში ჩახედვა.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს სისუსტედ მიაჩნიათ საკუთარი ემოციების გამომჟღავნება, ამიტომ ურჩევნიათ, რომ ტრიუმფი თუ ვარდნა მარტომ გადაიტანონ. თავს უკარება და უხეშ ადამიანად წარმოადგენენ, რომ მათი სისუსტე ვერავინ დაინახოს. ადრენალინი რომ განიცადონ. საფრთხის შუაგულში შეუძლიათ მოულოდნელად აღმოჩენა. მიაჩნიათ, რომ ყველაფერი ხელეწიფებათ. თუმცა ძალიან ეშინიათ, თუ რამე კონტროლიდან გამოდის, ეშინიათ არაამქვეყნიურ ძალებთან დაკავშირების, ასევე მცირე მწერების, რომლებიც სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს.

თხის რქა

მიზანსწრაფული თხის რქებისა ბევრს შეიძლება შეშურდეს.რადგანაც თავიანთ სურვილს არიან ჩაბღაუჭებული, საკუთარ მომავალზე შიშობენ. ხანდახან ფსონზე ყველაფერს ჩამოდიან. არასდროს აღიარებენ საკუთარ სისუსტეებს, რომლებთან შერიგებაც ძალიან უჭირთ. ვერ იტანენ ხშირ ურთიერთობებს, რადგან მათთვის კომფორტულია მარტო ყოფნა. საშინლად ეშინიათ საკუთარი შინაგანი ჭეშმარიტი „მეს“ ხალხის წინაშე გამოაშკარავებისა, ამიტომ ქცევის სხვადასხვა მოდელს ირგებენ. მათთვის მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რომ გაუთვალისწინებელ სიტუაციაში ვინმე დააზღვევს. ბევრ თხის რქას აშინებს სიმაღლე და სიღრმე.

მერწყული

მერწყულები ყურადღებას აქცევენ თავიანთ ჯანმრთელობას. უცნობმა სიმპტომებმა და ტკივილმა ისინი, შესაძლოა, პანიკაში ჩააგდოს. ზოდიაქოს ეს ნიშანი განსაკუთრებულად ნიჭიერი წარმომადგენლებით ამაყობს, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობენ, რომ თავიანთი შემოქმედება ადამიანებამდე მიიტანონ. ამის გამო მათ ეშინიათ, რომ ვერ გაუგონ და არ აღიარონ. მათთვის საშინელებაა რუტინული საქმიანობა. ეშინიათ სიბნელეში და დახურულ კარს მიღმა ძილის.

ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით>>

თევზები

თევზებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ახლობლების მხარდაჭერა. უჭირთ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. არ იღლებიან განუწყვეტელი ურთიერთობებით. მთელი ცხოვრება ეძებენ ადამიანს, რომელსაც დაეყრდნობიან. მაგრამ მიუხედავად კომუნიკაბელურობისა, საჯაროობის ეშინიათ. განიცდიან, რომ შეიძლება დასცინონ. ვერ იტანენ სიმაღლეს.

0