არა სიგარეტს

მენთოლიანი სიგარეტის გაყიდვა აიკრძალა: ევროკავშირმა კანონი აამოქმედა

197
(განახლებულია 14:47 21.05.2020)
სიგარეტის გარდა, ასევე იკრძალება თამბაქოს არომატიზებული ფილტრების, ქაღალდისა და კაფსულების გაყიდვაც.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში ოთხშაბათს ამოქმედდა კანონი, რომელიც მენთოლიანი სიგარეტის გაყიდვას კრძალავს, იუწყება მსოფლიო მედია

სიგარეტის გარდა, ასევე იკრძალება თამბაქოს არომატიზებული ფილტრების, ქაღალდისა და კაფსულების გაყიდვაც.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება, თამბაქოს მოწევასთან ბრძოლის ფარგლებში, ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღეს, თუმცა ძალაში მხოლოდ ახლა შევიდა.

„ყველაზე დიდი პრობლემა მენთოლის შემთხვევაში ისაა, რომ მას გამაგრილებელი და ტკივილგამაყუჩებელი, მსუბუქი ანესთეზიის ეფექტი აქვს“, — აღნიშნავს ონკოლოგიური კვლევების გერმანული ცენტრის ექსპერტი კატრინ შალერი.

მისი თქმით, სწორედ ამ თვისებების გამო სიგარეტის კვამლი იოლად ჩასასუნთქი ხდება, რაც მოწევის პროცესს ბევრად მიმზიდველს ხდის ახალგაზრდა და დამწყები მწეველებისთვის.

  • ამასთან, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, ახალგაზრდების დიდ ნაწილს მენთოლიანი სიგარეტი ჩვეულებრივზე ნაკლებად სახიფათოდ მიაჩნია. სწორედ ამიტომ ისინი უფრო ხშირად არომატიზებულ ნაწარმს იძენენ.

თუმცა ექსპერტები განმარტავენ, რომ რეალურად მენთოლიანი სიგარეტი შესაძლოა ბევრად საშიში იყოს ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან მწეველები მის კვამლს უფრო ღრმად ისუნთქავენ და დიდხანს აჩერებენ ფილტვებში.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ მენთოლიანი სიგარეტის მომხმარებლები მეტად არიან დამოკიდებულები  ნიკოტინზე და მათ შორის ძალიან დაბალია მოწევისთვის თავის დანებების მაჩვენებელი.

197
თემები:
მსოფლიო დღეს (2471)

ქართველი მოჭიდავეების წარმატება საფრანგეთის გრან-პრიზე

24
(განახლებულია 20:56 19.01.2021)
ანრი დელანის საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენებმა ფენომენალური შედეგი დააფიქსირეს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რომელიც ტურნირზე 10 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, ცხრა მედლის მოპოვება შეძლო. მათგან ოთხი ოქროს მედალია, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოსი.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველო ხუთმა სპორტსმენმა წარმოადგინა. მათგან სამმა მედალი მოიპოვა.

24
საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილება

მუტანტი სოკოს საფრთხე კოვიდ-საავადმყოფოებში: მეცნიერები საშიშროებაზე ალაპარაკდნენ

71
(განახლებულია 20:26 19.01.2021)
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის კოვიდ-სტაციონარების რეანიმაციულ განყოფილებებში უკვე გამოვლინდა მუტანტი სოკოს შემთხვევები და ლეტალური შედეგები.

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლამ შესაძლოა მედიკამენტების მიმართ მდგრადი (რეზისტენტული) სოკო Candida auris-ის მასიური აფეთქებები გამოიწვიოს სტაციონარში მოთავსებულ პაციენტთა შორის, იუწყება მასმედია მეცნიერებზე დაყრდნობით.

როგორც ირკვევა, Candida auris-ს სწრაფი შიდასტაციონარული გავრცელების უნარი აქვს და უმეტეს შემთხვევაში რეანიმაციაში მყოფი პაციენტების სიკვდილის მიზეზი ხდება.

როგორ მეცნიერები ირწმუნებიან, სოკოთი დაინფიცირების დიდი რისკის ქვეშ არიან ავადმყოფები, რომელთაც სასუნთქ და კვების მილებს და ასევე სხვა სახის კათეტერებს უდგამენ. ასეთი მანიპულაციები ძალიან გახშირდა კორონავირუსის პანდემიის დროს – დაავადებასთან დაკავშირებული სუნთქვის უკმარისობის გამო.

როგორც კლინიკური მიკოლოგიის, ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლაი კლიმკო აცხადებს, ეს მუტანტი სოკო უკვე გამოვლინდა მოსკოვისა და პეტერბურგის საავადმყოფოებში. ის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, ვინაიდან Candida auris-ის იდენტიფიცირება ძალზე რთულია. ამის გაკეთება მხოლოდ მსხვილ ცენტრებშია შესაძლებელი.

ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ სტაციონარებში პრეპარატ „ფლუკონაზოლის“ გადაჭარბებული გამოყენების გამო არსებობს ალბათობა, რომ პრეპარატების მიმართ მდგრადობა გაიზრდება Candida-ს გვარის სხვა სოკოებშიც.

„ექიმებს უყვართ ამ პრეპარატის დანიშვნა. მაგრამ უკვე ახლა ამ საშუალების მიმართ რეზისტენტობა რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში დაახლოებით 30 პროცენტია. მომავალში კი წამლების მიმართ მდგრადი სოკოვანი ინფექციების რაოდენობა კიდევ მეტად მოიმატებს“, — განმარტავს კლიმკო.

კორონავირუსულ სტაციონარებში საშიში სოკოვანი ინფექციის აფეთქების თაობაზე ამ დროისათვის უკვე იუწყებიან მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მედიკოსები. 

71
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
იანვრის დილა კუს ტბაზე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 იანვარი

0
(განახლებულია 12:17 19.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 20 იანვარია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

დღევანდელი დღე ადამიანებს თვითორგანიზაციისა და პუნქტუალობისკენ უბიძგებს, ამიტომ ის იდეალურად მიესადაგება როგორც მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩატარებას, ისე რუტინული საქმეების გაკეთებას. ერთადერთი „მაგრამ“ ისაა, რომ ეცადეთ, იშვიათად მოხვდეთ თვალში უფროსობას, ისინი, შესაძლოა, ზედმეტად მომთხოვნი იყვნენ. მთლიანობაში, კარგი დღეა ყველაფრის მოსაწესრიგებლად – საკუთარი გრძნობებიდან და აზრებიდან დაწყებული, სამუშაო საკითხებით დამთავრებული.

2021 წლის მთავარი მიმოხილვა: როგორი იქნება ხარის წელიწადი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით>>

ვერძი: ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში ადგილი არა აქვს სამ რამეს: „იქნებ“, ინტუიციასა და ბრმა იღბალს. სამივეს თქვენი სასტიკი იმედგაცრუება შეუძლია. ანუ, დღეს იმის იმედზე ყოფნა, რომ „იქნებ გამიმართლოს“, „გული მიგრძნობს“, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. თუ წარმატების მიღწევა გსურთ, თითოეული ნაბიჯი დეტალურად უნდა გათვალოთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სავალალო შედეგები შეიძლება მიიღოთ.

კურო: დღეს თქვენი ემოციები ძალიან ძლიერი, მაგრამ ამავე დროს – გაწონასწორებული იქნება. ასეთი მდგომარეობა მოგცემთ საშუალებას, რომ ფაქიზად იგრძნოთ და აღიქვათ ყველაფერი, რაც გარშემო ხდება. გარშემომყოფების განწყობა, მათი საქციელის მოტივები და ზოგიერთი აზრიც კი თქვენთვის განსაკუთრებული საიდუმლო იქნება. გამძაფრებული გამჭრიახობა ტელეპათიასაც კი გაემიჯნება. გამოიყენეთ ეს მდგომარეობა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ვითარების არსს ჩასწვდეთ.

ტყუპი: დღეს არ ენდოთ ირგვლივ მყოფ ადამიანებს. მათ ნებსით თუ უნებლიეთ შეიძლება დაგაღალატონ. ეს განსაკუთრებით უცნობებსა და შორეულ ნაცნობებს ეხება. თუ კარგად მიმოიხედავთ ირგვლივ, შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ ვიღაც განზრახ გვნებთ, ავრცელებს ჭორებს ან ინტრიგებს ხლართავს. არაა გამორიცხული, ვინმემ ქუჩაში გამოგლანძღოთ... მოკლედ, რამე მსგავსი რომ არ მოხდეს, ყურადღებით უნდა იყოთ და ეს სრულიად საკმარისი იქნება.

კირჩხიბი: დღეს ძალზე მომთხოვნი ხართ როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ. სურვილი გაგიჩნდებათ, რომ ყველა და ყველაფერი აკონტროლოთ. გეგმიდან ნებისმიერი გადახვევა შეიძლება პირად შეურაცხყოფად აღიქვათ. ასეთი განწყობა, რომ იბუზღუნოთ და საყვედურები გამოთქვათ, გარშემომყოფების გარდა თქვენც შეგეხებათ, როდესაც რაღაც საკითხში უსუსურობას იგრძნობთ. დღემ რომ მეტი პოზიტიური ემოცია მოიტანოს, უნდა შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ ყველაფერი ჩვენს ძალისხმევაზე არაა დამოკიდებული და მით უმეტეს, სურვილებზე.

ლომი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ნებისმიერ საქმეში მხარდაჭერა მიიღოთ. ეს, პირველ რიგში, სიყვარულსა და ურთიერთობებს ეხება. თუ რომანტიკულ ნაცნობობას, საკუთარ გრძნობებში გამოტყდომას ან ერთობლივი ცხოვრების გეგმებზე აპირებთ საუბარს, ამაზე უკეთეს დროს ვერ იპოვით. ასევე კარგი დღეა შეთანხმებების დადებისთვის, ახალი ნაცნობობისა და საქმიანი კონტაქტებისთვის. დღეს დაწყებული თანამშრომლობა, მეგობრობა ან სიყვარული მომავალში წარმატებული იქნება.

ქალწული: დღეს წარმატების გასაღები სიფრთხილეა – დღე გაკერებული იქნება დაძაბულობით, რომელიც შეიძლება კონფლიქტში გადაიზარდოს. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებში მოსალოდნელია უთანხმოებები და ურთიერთობების გამორკვევა. არაა გამორიცხული ასევე დაძაბულობა კოლეგებთან დამოკიდებულებაში. აქედან გამომდინარე, თუ გინდათ, რომ ნაყოფიერი დღე გქონდეთ, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ, მოთმინებით აღიჭურვოთ და არ აჰყვეთ პროვოკაციებს.

სასწორი: დღეს სიმტკიცის გამოცდის დღე გელოდებათ, მაგრამ კარგი სიახლე ისაა, რომ ამასთან დასაპირისპირებლად დიდი ძალა გაქვთ. დიდი ალბათობაა იმისა, რომ საკუთარი ინტერესების დაცვა მოგიწიოთ, მონაწილეობა მიიღოთ კამათსი ან, სულაც, გარშემომყოფების თავდასხმები მოიგერიოთ. ეს რომ არ მოხდეს, ასტროლოგები გირჩევენ, არ გაცხარდეთ, მშვიდად მოძებნოთ საჭირო არგუმენტები. თუ ემოციებს გასაქანს მისცემთ, მაშინ ნებისმიერი სიტუაციიდან შეიძლება მოძებნო გამოსავალი: კარი წარწერით „გასასვლელი“.

მორიელი: დღეს სასიამოვნო მოვლენებით, სიახლეებითა და სიურპრიზებით სავსე დღე გელოდებათ, მაგრამ პარადოქსი ისაა, რომ ამის სათანადოდ შეფასებას, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებთ. არ არის გამორიცხული, რომ, პირიქით, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აპათია დაგეუფლოთ, უკმაყოფილო იყოთ. შესაძლოა, ამის მიზეზი ისაა, რომ ბოლო დროს თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა, ხოლო ემოციები „დაახშეთ“. ან, იქნებ, უბრალოდ, დაიღალეთ? სჯობს, პოზიტიურ განწყობაზე გადაერთოთ და სიხარულით შეხვდეთ ცხოვრების მიერ მომზადებულ საჩუქრებს.

მშვილდოსანი: დღეს თქვენში უსაზღვრო ორგანიზატორული უნარები გაიღვიძებს. ადამიანები და მათ შორის, ხელმძღვანელობა, საპასუხისმგებლო საქმეებს განდობენ. სახლშიც კი რამეს მოიფიქრებთ, რომ არავინ მოიწყინოს. ნუ შეხედავთ ეჭვით, თუ ვინმემ ქათინაური გითხრათ. უბრალოდ, დატკბით სასიამოვნო ყურადღებით. ისე კი, არ გაწყენდათ რამდენიმე გაკვეთილი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიიღოთ კომპლიმენტი. მაშ ასე, გაკვეთილი პირველი: უბრალოდ, გაიღიმეთ და თავი დაუკარით.

თხის რქა: დღეს არ ღირს გეგმების განხორციელებაზე ფიქრიც კი, განსაკუთრებით ისეთზე, რომელზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში მზად იყავით, რომ ეს საქმე შუა გზაზე გაჩერდება, ან საერთოდ ჩავარდება. დღეს ნავსაყუდელს ცხოვრების კარგად ნაცობ ასპექტებში ნახავთ. თუ დღევანდელ გზას გაჰყვებით, ნელა, მაგრამ აუცილებლად მიაღწევთ დანიშნულების ადგილს. ასე რომ, არ ღირს აჩქარება და ყველაფრის წყალში გადაყრა.

მერწყული: დღეს რაღაცის გამოსწორების შანსი მოგეცემათ. საქმე შეიძლება ეხებოდეს დიდი ხნის წინ დაწყებულ პრობლემებს, ან მოულოდნელ მოვლენას, რომელიც სწორ კალაპოტში უნდა მიმართოთ. თუნდაც ყველაფერი თქვენ წინააღმდეგ წავიდეს, ვარსკვლავები ამბობენ, რომ მაინც შეძლებთ აქედან პლუსების პოვნასა და სარგებლის მიღებას. პესიმისტი თითოეულ შესაძლებლობაში საშიშროებას ხედავს, ხოლო ოპტიმისტი – თითოეულ საშიშროებაში – შესაძლებლობას.

თევზები: დღეს ფინანსებს უნდა მიხედოთ. ამ დღეს არ მოგაკლდებათ ლოგიკურად აზროვნების უნარი და ყურადღება, რისი წყალობითაც შეძლებთ ბიუჯეტის დაგეგმვას ან გათვლებში არსებული ხარვეზების გამოსწორებას. ანალიტიკური უნარი გიკარნახებთ, სად სჯობს ფულის ჩადება და როგორ უნდა გაზარდოთ შემოსავლები. გამოიყენეთ დღევანდელი დღე იმისთვის, რომ შესაძლებელია ფულთან დაკავშირებული ნებისმიერი გეგმის განხორციელება, თანაც – წარმატებით.

0