საავტომობილო ტრასა

ტომრებში ნაგავი ეგონათ: ცოლ-ქმარმა გზაზე მილიონი იპოვა

255
ირკვევა, რომ ცოლ-ქმარი ავტომობილით მგზავრობისას გადააწყდა გზაზე ტომრებს. მათ არც კი ჩაუხედავთ ტომრებში, ისე ჩაალაგეს საბარგულში, რათა ნაგვის უახლოეს ურნებში ჩაეყარათ

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ვირჯინიელმა ემილი და დევიდ შანცებმა გზაზე ორი ტომარა იპოვეს, რომელშიც დაახლოებით მილიონი დოლარი აღმოჩნდა, იუწყება WTVR–ი. 

​გავრცელებული ინფორმაციით შანცების ოჯახი ავტომობილით მგზავრობისას გადააწყდა გზაზე ტომრებს. მათ არც კი ჩაუხედავთ ტომრებში, ისე ჩაალაგეს საბარგულში, რათა ნაგვის უახლოეს ურნებში ჩაეყარათ. როდესაც „ნაგვის“ თავიდან მოშორება გადაწყვიტეს, ტომრებში პატარა ზომის პაკეტებში დაფასოებული ფული აღმოაჩინეს.

წყვილმა მაშინვე პოლიციაში დარეკა და მომხდარის შესახებ აცნობა. ამ დროისათვის სამართალდამცველები იკვლევენ, საიდან გაჩნდა მილიონამდე დოლარი შუა გზაზე.

მათი ვარაუდით, ფული საფოსტო სამსახურმა დაკარგა, როდესაც ის ბანკში გადაჰქონდა.

რაც შეეხება ემილი და დევიდ შანცებს, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სწორად მოიქცნენ, ნაპოვნის შესახებ რომ შეატყო ბინეს პოლიციას, ვინაიდან  ფული მათ არ ეკუთვნოდა.

 

255
თემები:
მსოფლიო დღეს (1686)
ჯორჯ ფლოიდის დაკავების კადრები

„არ იღელვო, მე ვიზრუნებ“: NBA-ს ჩემპიონი სულისშემძვრელ პოსტს აქვეყნებს

19
(განახლებულია 13:22 04.06.2020)
დაღუპულ აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდს ექვსი წლის გოგონა დარჩა, რომელიც მას გერლფრენდთან შეეეძინა და რომელზეც თავად ზრუნავდა

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. აშშ–ის კალათბურთის ეროვნული ასოციაციის, NBA–ს ყოფილმა მოთამაშე სტივენ ჯეკსონმა დაღუპული ჯორჯ ფლოიდის ექვსი წლის გოგონას, ჯიანა ფლოიდის მეურვეობა იკისრა.

ირკვევა, რომ ექს–ჩემპიონი გარდაცვლილის მეგობარი იყო.

ჯეკსონმა Instagram–ზე დაღუპული მეგობრისადმი მიძღვნილი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც დაპირდა, რომ იზრუნებდა დაობლებულ პატარაზე.

„არ იღელვო, ტვინ, მე ვიზრუნებ შენს ჯი–ჯიზე. იცოდე ეს. მე ყოველთვის ვზრუნავ ძმებზე“, — დაწერა კალათბურთელმა.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა მინესორტის შტატის სასამართლო–სამედიცინო ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმადაც, პოლიციელების მიერ დაკავებისას დაღუპული ჯორჯ ფლოიდი კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

 

19
თემები:
მსოფლიო დღეს (1686)
Turkish Airlines

ფრენების აღდგენა: რას გვთავაზობენ ავიაკომპანიები 1 ივლისიდან  - მიმართულებები, ფასები

365
(განახლებულია 12:56 04.06.2020)
ევროპიდან საქართველოს მიმართულებით მგზავრობის მოთხოვნის გაზრდამ, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ავიაბილეთების ფასებზე.

კორინავირუსის პანდემიამ არა მხოლოდ ზოგადად ბიზნესი, მოგზაურთა ინტერესებიც მნიშვნელოვნად დააზარალა.

ამჟამად საქართველოს მთავრობა ფრენების აღდგენის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს პარტნიორ ქვეყნებთან და როგორც ამბობენ, ქართულ ავიაბაზარზე პირველ რიგში აღდგება ის მიმართულებები, სადაც ეპიდსიტუაცია შედარებით სტაბილურია.

ჩვენ გადავხედეთ 1 ივლისიდან საქართველოს ავიაბაზარზე სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ დაანონსებულ ფრენებს და გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას იმისა, თუ რა სურათი იკვეთება დღეისათვის:

ვინაიდან, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით მგზავრობის მოთხოვნა ძალიან მაღალია, საკმაოდ არის გაზრდილი ფასები გერმანია-საქართველოს და ესპანეთი-საქართველოს რეისებზე. მაგალითად, თუ დორტმუნდი-ქუთაისი ღირდა 50-დან 70 ევრომდე, ამჟამად პირველივე რეისი 2 ივლისს დორტმუნდი-ქუთაისი 370 ევრო ღირს, შემდეგ დღეებში ფასები იკლებს მაგრამ არანაკლებია 90 ევროზე.

აღსანიშნავია რომ დღევანდელი მდგომარეობით ფასების ვარდნა ავიაბილეთებზე აღინიშნება 15 ივლისის შემდეგ. სავარაუდოდ ეს განპირობებულია საჰაერო სივრცის გახსნის პირველ დღეებში ავიაბილეთებზე მაღალი მოთხოვნით. ბარსელონა-ქუთაისი, რომელიც 45 დღით ადრე ღირდა 50-დან 70 ევრომდე, ახლა ღირს 90-100 ევრო.

ამასთან ერთად, სააგენტომ მოიძია 5 ივლისამდე თბილისიდან გამავალი რეისების ბილეთების ფასები. აღმოჩნდა, რომ ფასები საგრძნობლად არის გაზრდილი.

1 ივლისი: თბილისი - ლონდონი - 401 ლარი

1 ივლისი: თბილისი - ბრიუსელი - 406 ლარი

1-2 ივლისი: თბილისი - პარიზი - 446 ლარი

2 ივლისი: თბილისი - კიევი - 356 ლარი

2 ივლისი: თბილისი - ვენა - 341 ლარი

3 ივლისი: თბილისი - ბერლინი - 330 ლარი

4 ივლისი: თბილისი - ამსტერდამი - 464 ლარი

5 ივლისი: თბილისი - ბარსელონა - 252 ლარი

არსებობს ექსპერტების მოსაზრება, რომ თუ თვითმფრინავის ბორტზე შუა ადგილი სოციალური დისტანცირების მოტივით გაუქმდება, ეს ავიაბილეთებს ევროპაში 49%-ით გააძვირებს. მსგავსი რეკომენდაცია კი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას აქვს.

ბილეთის საფასურის გაძვირების პრობლემა ყველა რეისს და ავიაკომპანიას არ ეხება, ანუ არსებულ ხარჯებთან და მთელ რიგ რეგულაციებთან ერთად მგზავრების ინტერესებიც დაცულია.

როგორც „Sputnik საქართველოს“ ქართულ ავიაკომპანია Myway Airlines-ში განუცხადეს, ხარჯი გაზრდილია, თუმცა ამ დროისთვის, შესაძლებელია ავიაკომპანია ისევ მომხმარებლების ინტერესებზე მორგებული დარჩეს.

„ხარჯი რასაკვირველია გაგვეზარდა, თუმცა ამ ეტაპზე ისევ ჩვენი მომხმარებლების იტერესებს ვითვალისწინებთ. ყველანაირად ვცდილობთ რომ იგივე ფასები შევინარჩუნოთ რაც აქამდე გქვონდა. ოპერირებასაც ამ ეტაპზე ასე ვიწყებთ“ - განუცხადეს სააგენტოს.

რამდენიმე ავიაკომპანიამ სტანდარტული ფასები უცვლელი დატოვა, რაც გაზრდილ ფასებთან შედარებით მნიშვნელოვან შეღავათს აძლევს მგზავრებს.

მაგალითად: 1 ივლისს დილის 4 საათზე პირველ რეისს ავიაკომპანია „პეგასუსი“ თბილისი-სტამბოლის რეისს განახორციელებს, სადაც ბილეთის სტანდარტული ფასი 65 ევროა. თბილისი-სტამბოლის და ბათუმი-სტამბოლის ავიაბილეთების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია. თურქეთის ავიახაზების ავიაბილეთების ფასები 269 ლარიდან იწყება. Turkish Airlines-ის პრესმდივანმა, იაჰია იუსთუნმა განაცხადა, რომ ავიაკომპანია საერთაშორისო ფრენებს 18 ივნისიდან განაახლებს.

ქუთაისის აეროპორტიდან 1 ივლისს ქუთაისი-რომის რეისია დაგეგმილი და ბილეთის ფასი 230 ლარია. თუმცა... იტალია ისევ იმ რისკ ჯგუფის ქვეყნებს მიეკთვნება, სადაც პანდემია მძვინვარებს. ასევე, 06:00 საათზე თბილისი-კიევის რეისია და უკრაინაში გაფრენა 85 ევროდ შეგეძლებათ.

ავიაკომპანია „რაინაირის“ სისტემაში ბილეთები გასაყიდად უკვე გამოჩნდა. ავიაკომპანიის განრიგი საქართველოდან ფრენებზე ასეთია:

3 ივლისს თბილისი-მილანი - ბილეთის ფასი 107 ლარიდან იწყება; 5 ივლისს - თბილისი-კიოლნის რეისისთვის ბილეთის ფასია 291 ლარი; 1 აგვისტოს ქუთაისიდან შეგიძლიათ 122 ლარად ბოლონიაში გაფრინდეთ.

რაც შეეხება თბილისი-თელავივის საჰაერო ხაზს, ოპერირებისთვის მზადაა შემდეგი ავიაკომპანიები: Myway-ს ავიახაზები,

El al airlines , Airzena georgian airlines,  Israir airlines.  რეისები დაგეგმილია 1 ივლისიდან, ავიაბილეთების ფასები კი ადრინდელთან შედარებით თითქმის უცვლელია - იწყება 448 ლარიდან.

ასეა, თუ ისე, ავიაკომპანიები მზად არიან ფრენების აღდგენისთვის. მოლაპარაკებები კი ისევ მიმდინარეობს...

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჩეხეთის ვიცე-პრემიერ კარელ ჰავლიჩეკთან ონლაინ-შეხვედრა უკვე გამართა, სადაც, ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხი განიხილეს. მინისტრის განმარტებით, ჩეხეთი შესაძლოა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, საიდანაც ტურისტები ივლისში საქართველოში ჩამოვლენ.

ასევე, ლატვიის ეროვნული გადამზიდავი Air Baltic-ი მზადაა, ივლისის პირველი დეკადიდან განახლოს ფრენები საქართველოს მიმართულებით. შესაბამისი განაცხადი უკვე შევიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ლატვიიდან საქართველოში რეგულარული რეისების აღდგენით დაინტერესებულია უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-იც, რომელმაც ასევე შეიტანა განაცხადი ფრენების დაწყებაზე.

 

365
გიორგი გახარია

დაიწყე ახალი პროექტი და მიიღე მთავრობის საბანკო–საკრედიტო გარანტია: მთავრობის ინიციატივა

0
(განახლებულია 13:30 04.06.2020)
საქართველოს მთავრობა მიკროგრანტებისა და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამების ბიუჯეტს 40 მილიონამდე ზრდის, მინიმალური საგრანტო თანხა 20–დან 30 ათასამდე იქნება

 

თბილისი, 4 ივნისი - Sputnik.  ადგილობრივი კომპანიები ახალი პროექტების განხორციელების შემთხვევაში სახელმწიფოსგან 90%–ის საბანკო–საკრედიტო გარანტიას მიიღებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე. 

 

ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აქვთ აღებული სესხი არსებულ პროექტებში, სახელმწიფო მხარში დაუდგება 30%-ის გარანტიით.

პრემიერის სიტყვებით, ეს ამ კომპანიების მდგრადობის შენარჩუნებისა და მხარდაჭერის ყველაზე ეფექტური შესაძლებლობაა.

 „დღეს ჩვენ რამდენიმე საკითხი გამოგვაქვს – პირველ რიგში, ეს ეხება საკრედიტო–საგარანტიო სქემის მექანიზმის შეცვლას, საკანონმდებლო ცვლილებებს. ეს ერთ–ერთი ღონისძიებაა, რომლითაც ჩვენ ადგილობრივ კომპანიებს ვეხმარებით“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობა ბიზნესს საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში არსებული კრედიტების რესტრუქტურიზაციაში დაეხმარება.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ უკეთ მოერგება ახალ მოთხოვნებს, ხელისუფლება გაზრდის დაკრედიტების მოცულობას, პროცენტი კი საბაზრო ვითარების გათვალისწინებით დაკორექტირდება.

კერძოდ, პრემიერის სიტყვებით, კრედიტების გარანტირების სქემის მოცულობა არანაკლებ 300 მილიონი ლარი იქნება, აუცილებლობის შემთხვევაში კი დაფინანსება გაიზრდება. 

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი წარმოადგენს საგარანტიო ფონდს, რომელიც კომერციული ბანკებისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული კრედიტების დაბრუნების გარანტად გამოდის. უფრო მარტივად - როდესაც ბიზნესი კრედიტს იღებს, მთავრობა ხდება მისი თავმდები და თუ კონკრეტული ბიზნესი არ გაამართლებს და ბანკიდან აღებული სესხი ისე დაიხარჯება, რომ მოგებას არ მოიტანს, მთავრობის მიერ შექმნილი ფონდი სესხს ბიუჯეტის ფულით დაფარავს.

მიკროგრანტებისა და მცირე საწარმოების დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მლნ ლარამდე გაიზრდება, მინიმალური საგრანტო თანხა კი 20–დან 30 ათას ლარამდე იქნება, განაცხადა მან.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის იმ მოქალაქეების პირდაპირი დახმარება, რომლებიც მზად არიან, დაიწყონ ახალი ბიზნესი, აიღონ გარკვეული რისკი თავიანთ თავზე და წარმატების შემთხვევაში დაასაქმონ სხვებიც.

 „ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ ღონისძიების გატარებას აქვს არა მარტო სოციალური, არამედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური დატვირთვა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებს აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება და სარგებლობის შესაძლებლობა უახლოეს ერთ თვეში, საზოგადოებრივი ცენტრებისა და იუსტიციის სახლების მეშვეობით ექნებათ. ყველა პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ბიზნესის, ადგილობრივი წარმოებისა და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად,  იუსტიციის სამინისტროს 100 ადგილობრივ სივრცეში იქნება განთავსებული. პროგრამის დეტალების გასაცნობად ფერმერებსა და მეწარმეებს თბილისში ჩამოსვლა არ მოუწევთ. ყველა პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება მათ რაიონებში, აღნიშნა გახარიამ.

0
თემები:
საქართველოს ეკონომიკა