თბილისი, 21 მაისი — Sputnik. შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა ჩინეთს, გამოუყოს 9 ტრილიონი დოლარი მსოფლიოს ქვეყნებს კორონავირუსულ პანდემიასთან ბრძოლისთვის, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.
სახელმწიფო მდივნის თქმით, ჩინეთის წვლილი კორონავირუსთან ბრძოლაში ბევრად ჩამორჩება იმ ფასს, რომელიც „მის გამო გადაიხადა მთელმა მსოფლიომ“. მან აღნიშნა, რომ პანდემიამ მარტო შეერთებულ შტატებში 90 ათასი ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 36 მილიონი კაცი უმუშევარი დარჩა.
პომპეომ ხაზი გაუსვა, რომ ამ დროისათვის შეერთებულ შტატებს უკვე აქვს გამოყოფილი 10 მილიარდი დოლარი ვაქცინის შექმნისა და ასევე ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის. და ეს მაშინ, როცა ჩინეთმა საამისოდ მხოლოდ 2 მლრდ დოლარი გაიღო.
შეგახსენებთ: იმის შესახებ, რომ ჩინეთი უახლოესი ორი წლის განმავლობაში ორ მილიარდ დოლარს გამოყოფდა კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნების დასახმარებლად, 18 მაისს განაცხადა ქვეყნის ლიდერმა სი ცზინპინმა. ერთი დღით ადრე კი აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში პიტერ ნავარომ ბრალი დასდო ჩინეთს, რომ ქვეყანა განზრახ გზავნიდა ტურისტებს მთელ მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის გასავრცელებლად.
რა შემთხვევაში დაუწესდება სანქციები ჩინეთს: აშშ-ის სენატში კანონპროექტი შევიდა>>
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსული ინფექცია სულ დაუდასტურდა 5 000 038 ადამიანს. აქედან გარდაიცვალა 328 172 და განიკურნა 1 899 350 კაცი.
ისინი, ვინც ვალდებულები არიან კარანტინი ლონდონის სასტუმროებში გაიარონ, უკმაყოფილოები არიან - ამის შესახებ მეტყველებს მათი გზავნილები გარესამყაროსთან.
გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შავ სიაში შეყვანილი ქვეყნებიდან შესული ყველა პირი ათდღიან სავალდებულო კარანტინს გადის.
ბრიტანეთის შავ სიაშია სამხრეთ ამერიკის და სამხრეთ აფრიკის სახელმწიფოები პორტუგალია. ამ ტერიტორიებიდან ბრიტანეთში ჩასულები ვალდებულები არიან დაფარონ სასტუმროს ხარჯები და გაიარონ სავალდებულო „პისიარ-ტესტები“, რაც 1750 ფუნტი დაუჯდებათ.
კარანტინზე უარის თქმის გამო ჯარიმა 10 ათას ფუნტს შეადგენს. ყველა, ვინც ეცდება დამალოს შავ სიაში შეყვანილ ქვეყნებში მოგზაურობის შესახებ დიდ ბრიტანეთში ჩასვლამდე, ხელისუფლება 10 წლით დააპატიმრებს.
ფოტოზე გამოსახული ქალის თქმით, მას აქვს საკუთარი საცხოვრებელი თვითიზოლაციისათვის, კორონავირუსის ტესტზე კი მას უარყოფითი პასუხი აქვს
ბირმინგემის აეროპორტიდან მგზავრები საკარანტინო სასტუმროში გადაყავთ
მგზავრი ბავშვთან ერთად გადაყავთ სასტუმრო Holiday Inn-ში ჰითროუს აეროპორტში
მამაკაცი სასტუმროს ფანჯარაში წერილით, რომელზეც ამბობს, რომ სამსახური დაკარგა. „ბორის, ვინ გადაიხდის ამ თანხებს?“ - ამით ის ბრიტანეთის პრემიერ ბორის ჯონსონს მიმართავს
უკმაყოფილო ადამიანები სასტუმროს ფანჯრებში
ბრიტანეთის შავ სიაში შესულია პორტუგალია, სამხრეთ ამერიკისა და სამხრეთ აფრიკის სახელმწიფოები
ქალი იყურება სასტუმროს ფანჯრიდან ჰითროუს აეროპორტში
ჟურნალისტები სასტუმროს ბინადრებს ინფორმაციას უცვლიან
სასტუმროს ხარჯები და სავალდებულო „პისიარ-ტესტირება“ 1750 ფუნტი ჯდება
კარანტინზე უარის მთქმელი პირები 10 ათასი ფუნტით დაჯარიმდებიან
სასტუმროს ბინადრები გარესამყაროს სასტუმროს ფანჯრებიდან ეკონტაქტებიან
ყველა, ვინც ეცდება დამალოს შავ სიაში შეყვანილ ქვეყნებში მოგზაურობის შესახებ დიდ ბრიტანეთში ჩასვლამდე, ხელისუფლება 10 წლით დააპატიმრებს
ვითეოთვალთვალი რომ არ იქცეს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევად, მისი გამოყენებისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული კანონით დადგენილი კონკრეტული წესები და რეგულაციები.
დღევანდელ სტატიაში აგიხსნით, რა არის ვითეოთვალთვალი, რა მიზნებისთვის და სად შეიძლება გამოიყენონ, ვის მიუწვდება ხელი ვიდეოჩანაწერებზე, როდის უნდა გადადგურდეს ისინი და ა.შ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვიდეოთვალთვალი მონაცემთა დამუშავების საკმაოდ გავრცელებული და კანონით ნებადართული საშუალებაა. საქართველოში მის გამოყენებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი არეგულირებს.
სად შეიძლება განხორციელდეს ვიდეოთვალთვალი:
- ქუჩასა (ტერმინი ქუჩა მოიცავს პარკს, სკვერს, სათამაშო მოედანს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას და სხვა თავშეყრის ადგილს) და საზოგადოებრივ ტრანსპორტში
- საჯარო და კერძო დაწესებულებებში
- საცხოვრებელ შენობებში
რა მიზნით შეიძლება განხორციელდეს ვიდეოთვალთვალი:
იმის მიხედვით, თუ სად მიმდინარეობს ვიდეოთვალთვალი, განსხვავებულია მისი მიზნებიც. კერძოდ,
ქუჩასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიდეოთვალთვალი დასაშვებია მხოლოდ შემდეგი მიზნების მისაღწევად:
- დანაშაულის თავიდან აცილება;
- პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვა;
- საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;
- არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვა.
საჯარო და კერძო დაწესებულებათა შენობების ვიდეოთვალთვალი დაიშვება შემდეგი მიზნით:
- პირის უსაფრთხოების და საკუთრების დაცვა;
- არასრულწლოვანის მავნე ზეგავლენისაგან დაცვა;
- საიდუმლო ინფორმაციის დაცვა.
- გამოცდის ან ტესტირების მიზნებისთვის
საცხოვრებელ შენობაში ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ
- პირისა და ქონების უსაფრთხოების მიზნებისათვის.
როდესაც ქუჩაში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მიმდინარეობს ვიდეოთვალთვალი, საჯარო და კერძო დაწესებულებები ვალდებული არიან, თვალსაჩინო ადგილას განათავსონ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. ამ შემთხვევაში პირი ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ მის შესახებ მონაცემთა დამუშავება მიმდინარეობს.
რაც შეეხება საჯარო და კერძო დაწესებულებებში მონიტორინგს, ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია მხოლოდ შენობის გარე პერიმეტრისა და შესასვლელის მონიტორინგის განხორციელება. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია, თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. ამ შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტი მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე ინფორმირებულად ითვლება.
კანონმდებლობა სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენებას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უშვებს: თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის და გამოცდის/ტესტირების მიზნებისათვის და თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია.
თუ სამუშაო ადგილას მაინც იყენებენ ვიდეოთვალთვალის სისტემას, შესაბამის კერძო ან საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული ყველა პირი წერილობითი ფორმით უნდა იყოს ინფორმირებული ვიდეოთვალთვალის განხორციელებისა და მისი უფლებების შესახებ.
გაითვალისწინეთ, ვიდეოთვალთვალის განხორციელება დაუშვებელია გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისათვის განკუთვნილ ადგილებში.
საჯარო და კერძო დაწესებულებებათა შენობების ვიდეოთვალთვალის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შექმნას ვიდეოჩანაწერების შენახვისათვის განკუთვნილი ფაილური სისტემა. ჩანაწერების (სურათები/ხმა) გარდა, სისტემა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მონაცემთა დამუშავების თარიღის, ადგილისა და დროის შესახებ.
საცხოვრებელ შენობაში ვიდეოთვალთვალის სისტემის დასაყენებლად კი აუცილებელია ამ შენობის მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობა. აუცილებელია, ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენების შესახებ ეცნობოთ შენობაში მცხოვრებთ.
კანონის მიხედვით, საცხოვრებელ შენობაში დაყენებული ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შესასვლელისა და საერთო სივრცის მონიტორინგი. მესაკუთრეთა ბინების მონიტორინგი იკრძალება. გასათვალისწინებელია, რომ ეს წესი არ ვრცელდება პირადი მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავებაზე და იმ შემთხვევაზე, როცა ბინის მესაკუთრე თავად ახორციელებს საკუთარ ბინაში ვიდეოთვალთვალს.
აღსანიშნავია, რომ ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით ბინის შესასვლელის მონიტორინგის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ამ ბინის მესაკუთრის გადაწყვეტილებით ან მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
ვიდეოთვალთვალის შედეგად მოპოვებულ მონაცემებზე ხელი უნდა მიუწვდებოდეთ მხოლოდ სათანადო უფლებამოსილების მქონე პირებს. ვიდეოჩანაწერი კი უნდა ინახებოდეს მხოლოდ იმ განსაზღვრული ვადით, რაც საჭიროა კონკრეტული მიზნის მისაღწევად.
აღსანიშნავია, რომ კანონით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად ვიდეოთვალთვალი განხილულია სივრცისა თუ ქცევის მონიტორინგის როგორც ერთ–ერთ და არა ერთადერთი საშუალება. ვინაიდან ვიდეოთვალთვალი მიჩნეულია პირად ცხოვრებაში ჩარევის რადიკალურ ფორმად, აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებელმა გააანალიზოს საფრთხე და დაასაბუთოს ამ სისტემის გამოყენების აუცილებლობა, კერძოდ უნდა შეფასდეს:
- მონაცემთა დამმუშავებლის რეალური საჭიროება და მიზანი;
-სისტემის გავლენა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე;
- სხვა საშუალებებით მიზნის მიღწევის შესაძლებლობა.
ვიდეოთვალთვალის სისტემა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ კანონით განსაზღვრული მიზნით. დაუშვებელია მისი სხვა მიზნით გამოყენება
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. თოვლისა და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამასთან, გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.