მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კორონავირუსის ვაქცინის წარმატებით გამოცდამ ნავთობზე ფასების ზრდა გამოიწვია

© Pixabay / geraltსაფონდო ბირჟა
საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე კომპანია Moderna-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ში წარმატებით გამოიცადა კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომლის კლინიკური ტესტირება 16 მარტს დაიწყო.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ნავთობზე მსოფლიო ფასებმა ზრდა დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა აშშ-ში წარმატებით დასრულდა. 

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
აშშ COVID-19-ის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას იწყებს: იძებნებიან მოხალისეები

ვაჭრობის შედეგების თანახმად, დილის 09:45 საათის მდგომარეობით, Brent-ის მარკის ნავთობზე ივლისის ფიუჩერსების ფასმა 0,14%-ით მოიმატა და ბარელზე 34,84 დოლარი შეადგინა. ხოლო WTI-ს ივნისის ფიუჩერსების ფასი 2,29%-ით გაიზარდა და 32,55 დოლარს მიაღწია ბარელზე.

მანამდე კომპანია Moderna-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ში წარმატებით გამოიცადა კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომლის კლინიკური ტესტირება 16 მარტს დაიწყო.

ექსპერიმენტში მონაწილეობდა 45 მოხალისე, რომლებიც რამდენიმე ჯგუფად დაყვეს. ყველა ჯგუფს ვაქცინის სხვადასხვა დოზას აძლევდნენ.

დადგინდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ვაქცინა მცირე დოზით ეძლეოდათ, ანტისხეულები ისეთივე რაოდენობით გამოუმუშავდათ, როგორც COVID-19-სგან განკურნებულებს; ხოლო მათ, ვინც პრეპარატს დიდი დოზით იღებდა, უფრო მეტი ანტისხეული დაუფიქსირდათ სისხლში, ვიდრე ეს ინფექციისგან განკურნებულების შემთხვევაში ხდება.

ყველა ახალი ამბავი
0