Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ბლოკავს 100%-ით, კურნავს ოთხ დღეში: ამერიკულმა კომპანიამ უნიკალური ანტისხეული იპოვა

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰენრი ჯი ხაზს უსვამს, რომ მათ მიერ შექმნილი პრეპარატით მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება საკარანტინო ზომების გაუქმება.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ნაპოვნია ანტისხეული, რომელიც სრულად ბლოკავს კორონავირუსს,  იუწყება ტელეკომპანია FOX News ამერიკული ბიოფარმაცევტული კომპანია Sorrento Therapeutics-ის მეცნიერებზე დაყრდნობით. 

​ირკვევა, რომ კომპანიის სპეციალისტებმა მილიარდობით ანტისხეული გამოიკვლიეს, რომელთაგან რამდენიმე ასეულს კორონავირუსზე ზემოქმედების უნარი აღმოაჩნდა. მეცნიერებმა შეისწავლეს ეს ანტისხეულები და დაადგინეს, რომ ერთ-ერთ მათგანს STI-1499-ს აქვს უნარი ასი პროცენტით დაიცვას ადამიანის უჯრედები SARS-CoV-2-ით ინფიცირებისგან.

ლამები - Sputnik საქართველო
ლამის ანტისხეულები კორონავირუსს ბლოკავს: გამოდგება ყველაზე მოწყვლად ჯგუფებში

„STI-1499-ის ძალიან დაბალმა დოზამ სრულად გაანეიტრალა ვირუსის ინფექციური თვისებები, რის გამოც ის ნომერ პირველი კანდიდატია შემდგომი ტესტირებისა და კვლევისთვის“, — ნათქვამია კომპანიის რელიზში.

Sorrento Therapeutics-ში განმარტეს, რომ ანტისხეული „გარს ეხვევა“ ვირუსს და ოთხი დღე-ღამის განმავლობაში გამოჰყავს ორგანიზმიდან.

„ხაზს ვუსვამთ, რომ ეს წამალია. არსებობს გამოსავალი, რომელიც ნამდვილად მუშაობს“, — განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა ჰენრი ჯიმ.

მეცნიერის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ცდები ჯერჯერობით მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებშია ჩატარებული და ანტისხეულს კლინიკური კვლევები არ გაუვლია, კომპანია წამლის წარმოებას ვერ დაიწყებს.

ჰენრი ჯი ხაზს უსვამს, რომ მათ მიერ შექმნილი პრეპარატით მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება საკარანტინო ზომების გაუქმება.

„თუ ორგანიზმში გამანეიტრალებელი ანტისხეული გვექნება, სოციალური დისტანციის დაცვა არ დაგვჭირდება“, — განმარტა მან.

ხელთათმანები კორონავირუსისგან ვერ დაგიცავთ, პირიქით: გერმანელი ექსპერტების განმარტება>>

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, მსოფლიო თითქმის ყველა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 716 967 ადამიანს მიაღწია. აქედან გარდაიცვალა 315 248 და განიკურნა 1 734 651 კაცი.

ყველა ახალი ამბავი
0