Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსი აშშ-ში, იტალიასა და მსოფლიოში - ბოლო მონაცემები 17 მაისისთვის

გამოწერა
ჯონს ჰოპკინსის ამერიკული უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს მსოფლიოში 310 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისი, 17 მაისი - Sputnik. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 17 მაისისთვის 4 434 653 ადამიანს შეადგენს, გარდაიცვალა სულ 302 168 ადამიანი, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სუპერმარკეტი - Sputnik საქართველო
როგორ ვრცელდება კორონავირუსი მარკეტებში: სუპერკომპიუტერმა ზუსტი მოდელი შექმნა - ვიდეო

ინფიცირების შემთხვევათა უმრავლესობა აშშ-შია რეგისტრირებული - 1 909 483. ერთ დღე-ღამეში მსოფლიოში ინფიცირების 86 827 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 4 940 ადამიანი.

ამავე დროს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, რომელიც ცალკეული სახელმწიფოების ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლებების, ასევე მედიის და სხვა წყაროების მონაცემებს აჯამებს, იუწყება 4 636 173 გამოვლენილი შემთხვევისა და 311 827 გარდაცვლილის შესახებ.

11 მარტს ჯანმომ COVID-19-ის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა.

სიტუაცია აშშ-ში

აშშ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში ისევ პირველ ადგილზეა - დღეისათვის ამერიკაში  1 443 397 ინფიცირებულია და 87 568 დაღუპულია. ყველაზე მეტი შემთხვევა ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებშია დაფიქსირებული. გასულ 24 საათში ქვეყანაში დაინფიცირდა 25 050 პირი და 1 632 ადამიანი გარდაიცვალა.

ტედროს გებრეიესუსი - Sputnik საქართველო
უცნობი სინდრომი ბავშვებში: ჯანმო მსოფლიოს ექიმებს „კრიტიკულ აუცილებლობაზე“ აფრთხილებს

აშშ-ს ხელისუფლების რეაქცია კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მთელ ქვეყანაში და, განსაკუთრებით, მოხუცებულთა სახლებში ძალიან ნელი იყო, რის შედეგადაც მათი პაციენტები ინფექციისადმი ყველაზე მოწყვლადი აღმოჩნდნენ, განაცხადა აშშ-ის გრძელვადიანი მოვლის საზოგადოებრივი კოალიციის აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩარდ ჯ. მოლოტმა.

„სახელმწიფოს შეეძლო შეემცირებინა რისკის დონე მოხუცებულთა სახლების პაციენტებისთვის. სამწუხაროდ, ფედერალურმა მთავრობამ ერთგვარად უგულებელყო გარკვეული ნიშნები იმისა, რომ რაღაც ხდებოდა, და ზოგადად ძალიან, ძალიან ნელა რეაგირებდა სიტუაციაზე ზოგადად და განსაკუთრებით მოხუცებულთა სახლებში“, - განაცხადა მოლოტმა RT-თან ინტერვიუში.

სიტუაცია ბრაზილიაში

ამ ქვეყანამ კორონავირუსის გავრცელებით ესპანეთს და იტალიას გაუსწრო და აშშ-ის, რუსეთის და დიდი ბრიტანეთის შემდეგ მეოთხე ადგილს იკავებს. ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 233 511 შემთხვევა დადასტურდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 15 662-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 89 672 ადამიანი.

სიტუაცია იტალიაში

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 31 763 -ს აღწევს. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 224 760-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 122 ათასზე მეტი პაციენტი.

იტალია - Sputnik საქართველო
ელჩი: იტალიიდან საქართველოში დაბრუნების მსურველთა რიცხვი შემცირდა

იტალია ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი გადაადგილების რეჟიმს 3 ივნისიდან აღადგენს, დაადასტურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.

„18 მაისიდან, ერთი რეგიონიდან (იტალია) მეორედან შესაძლებელია გადაადგილება უკვე ცნობილი მიზეზების გამო, სამუშაო საჭიროების შემთხვევაში, ჯანმრთელობის მიზეზების გამო და საგანგებო სიტუაციებში. ეს რეგიონთაშორისი მიმოსვლის რეჟიმი გაგრძელდება 3 ივნისამდე”, - განაცხადა მან საგანგებო პრეს-კონფერენციაზე, რა დროსაც გამოაცხადა შემზღუდავი ზომების ნაწილის მოხსნის შესახებ.

მისი თქმით, ამ თარიღის მოახლოებამდე მთავრობა და ექსპერტები შეაფასებენ, რამდენად შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი გადაადგილება მთელ იტალიაში.

სიტუაცია ესპანეთში

ამ ქვეყანაში კორონავირუსის 230 698 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 50 723 მედიკოსია. გარდაიცვალა 27 563 ადამიანი. გასულ დღე-ღამეში დაინფიცირდა 539 ადამიანი.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა ესპანეთის მეფე საქართველოში მოიწვია

ერთ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 1663, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე - 146 446.

ესპანეთის მთავრობა დეპუტატთა კონგრესს მიმართავს თხოვნით გაზრდილი მზადყოფნის რეჟიმი კიდევ ერთი თვით გაგრძელდეს, ანუ დაახლოებით ივნისის ბოლომდე, განაცხადა პრემიერმა პედრო სანჩესმა.

ეს იქნება გაზრდილი მზადყოფნის რეჟიმის 14 მარტის შემდეგ უკვე მეხუთე გაგრძელება. თითოეულ პროლონგაციას დეპუტატთა კონგრესის თანხმობა სჭირდება. ბოლოჯერ ეს რეჟიმი 24 მაისამდე გაგრძელდა.

სიტუაცია მსოფლიოს სხვა ქვეყნებში

კორონავირუსული ინფექციის ხუთი ახალი შემთხვევა და 12 ასიმპტომური მატარებელი გამოვლინდა ჩინეთში ბოლო ერთი დღის განმავლობაში, გამოჯანმრთელებულია რვა პაციენტი, არ ყოფილა ლეტალური შედეგი, ნათქვამია ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის განცხადებაში.

COVID-19-ის მიმღები ცენტრი რუსეთში - Sputnik საქართველო
ერთ დღე-ღამეში რუსეთში კორონავირუსი 9200 ადამიანს დაუდასტურდა

საერთო ჯამში ჩინეთში გამოვლინდა 82 947 შემთხვევა, კვლავ ავადაა 86 ადამიანი, მძიმე მდგომარეობაშია 10 კაცი, 78 227 გამოჯანმრთელდა, 4633 ადამიანი გარდაიცვალა.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 468-ით გაიზარდა და  34 466 -ს გაუტოლდა. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3 451-ით 240 161-მდე გაიზარდა, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ბოლო დღე-ღამეში გარდაცვლილთა რაოდენობა 384-ით გაიზარდა, ახალი დადასტურებული შემთხვევების - 3 560-მდე.

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 27 625 -მდე გაიზარდა, ერთ დღეში დაიღუპა 96 კაცი. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საავადმყოფოებში გარდაიცვალა 17 412, ხოლო სოციალურ და სამედიცინო-სოციალურ დაწესებულებებში - 10 213 ადამიანი.

ინფექციური საავადმყოფოს პერსონალი - Sputnik საქართველო
სომხეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსი 239 ადამიანს დაუდასტურდა

თურქეთში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა დღეში 1,6 ათასზე მეტით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 148 ათასს გადააჭარბა, ერთ დღე-ღამეში დაიღუპა 41 პაციენტი, განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ.

„დღეს გამოვლინდა 1 610 ახალი შემთხვევა, სულ დაინფიცირდა 148 067 ადამიანი. დღეს ჩვენ დავკარგეთ 41 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 4096 ადამიანი. დღეს 2003 პაციენტი განიკურნა, სულ - 108 137“, - დაწერა კოჯამ Twitter-ში.

კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა შემთხვევები 18-ით გაიზარდა და 695-ს მიაღწია.

საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 425 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3822, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 360 პაციენტია.

თურქეთი ეხმარება საქართველოს - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამკურნალოდ გამგზავრებას შეძლებენ

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ერთი თვით. შემდეგ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გააგრძელა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია. ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

27 აპრილიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0