დაკარგულ ნივთს სწრაფად იპოვით, თუ... ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევა

CC0 / Pixabay / არეულობა საწერ მაგიდაზე
არეულობა საწერ მაგიდაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერებმა ვიზუალური ძებნის ექსპერიმენტების სერია ჩაატარეს, რა დროსაც მონაწილეებს სთხოვდნენ, არეულობაში მოეძებნათ ყოველდღიური ნივთები.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც ოდესმე უცდია რაიმე ნივთის სწრაფად მოძებნა, იცის, თუ რამდენად გამოსადეგია ამ დროს ფიქრი დაკარგული ნივთის ფერზე, ზომასა და ფორმაზე, მაგრამ ამ დროს ტვინი თურმე ცდილობს გაიხსენოს ობიექტის სხვა მახასიათებლებიც, ასკვნიან ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნებულია ჟურნალში Medical Xpress

მაღვიძარა - Sputnik საქართველო
თუ რთული ვითარებიდან გამოსავლის პოვნა გსურთ, დაიძინეთ: საინტერესო კვლევა

მეცნიერებმა ამის გარკვევა მოხალისეებთან ექსპერიმენტით შეძლეს. როცა მონაწილეებს სთხოვეს განესაზღვრათ, სად შეიძლებოდა ყოფილიყო ყოველდღიური ნივთები არეულობაში, ისინი მათ 20%-ით უფრო სწრაფად პოულობდნენ იმ შემთხვევაში, როცა მხედველობაში იღებდნენ საგნის ფარულ ფიზიკურ ნიშნებს, როგორებიცაა ნივთის სიმაგრე ან სირბილე.

„უბრალო ექსპერიმენტმა აჩვენა, თუ რამდენად ბევრ ფუნქციას ასრულებს ჩვენი ტვინი. ზოგჯერ ჩვენ არც კი ვფიქრობთ იმაზე, რასაც ტვინი აანალიზებს“, — ამბობენ ექსპერტები.

აღსანიშნავია, რომ ამ სფეროში თითქმის ყველა წინა კვლევა ორიენტირებული იყო საგნის იმ მრავალფეროვან ვიზუალურ მახასიათებლებზე, რომლებსაც ძიებისთვის ხელის შეწყობა შეეძლო. მაგრამ მეცნიერებმა შენიშნეს, რომ რაც ადამიანმა ამა თუ იმ ობიექტის ფიზიკური თვისებების შესახებ იცის, შესაძლოა ისეთივე მნიშვნელოვანი იყოს, როგორც ის, რასაც ხედავს.  

სლოკინი ახალშობილის ტვინს ავითარებს: ბრიტანელი ნეიროფიზიოლოგების დასკვნა>>

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ჩვენ მოსაძებნი საგნის არა მარტო ვიზუალზე, არამედ მის ფიზიკურ მახასიათებლებზეც ვიფიქრებთ, ამით დავეხმარებით ტვინს, სწრაფად გაიხსენოს, სად დავდეთ ნივთი.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს, როგორ აღიქვამენ ადამიანები საგნებს ყოველდღიურ ცხოვრებაში და როგორ ფოკუსირდებიან ისინი იმ ნივთებზე, რომლის მოძებნაც სურთ.

მეცნიერი ქალი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს თავის ტვინზე ადამიანის ხანგრძლივი იზოლაცია: საინტერესო კვლევა

მაგალითად, ადამიანებმა იციან, რომ კვერცხი მსუბუქია და მყიფე, ხოლო დაკონსერვებული პროდუქტი — მძიმე და მყარი. როდესაც მათ ვყიდულობთ და ჩანთაში ვალაგებთ, ვიცით, რომ მძიმე ქილები ძირში უნდა მოვაქციოთ, მსუბუქი და ადვილად მტვრევადი კი, მაგალითად, კვერცხი — ზემოთ. 

მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი ნივთის სიმყიფეს ან სიმძიმეს ვერ ხედავს და ეს უბრალოდ შინაგანად იცის? დაეხმარება კი ეს ცოდნა მას ნივთების მოძებნაში? სწორედ ეს კითხვა წამოჭრეს ნაშრომის ავტორებმა.

პასუხის მისაღებად მათ ვიზუალური ძებნის ექსპერიმენტების სერია ჩაატარეს, რა დროსაც მონაწილეებს სთხოვდნენ, არეულობაში მოეძებნათ ყოველდღიური ნივთები. აღსანიშნავია, რომ მოსაძებნი საგნების ერთი ნაწილი მეორეზე მნიშვნელოვნად მძიმე იყო.

„ექსპერიმენტის მონაწილეებს ვთხოვეთ, ეფიქრათ არა მარტო იმაზე, თუ როგორ გამოიყურებოდა დაკარგული ნივთი, არამედ იმაზე, როგორია ისინი ფიზიკური მახასიათებლებით. ეს დაეხმარა ადამიანებს, სწრაფად მოეძებნათ ნივთები ქაოსში“, — დაასკვნეს მეცნიერებმა.

გაირკვა, რომ მონაწილეები გაუცნობიერებლად იყენებდნენ ლოგიკურ ჯაჭვს, რომ მძიმე ნივთები შესაძლოა მსუბუქის ქვემოთ ყოფილიყო მოთავსებული. მოგვიანებით ექსპერიმენტის ყველა მონაწილემ დაადასტურა, რომ ეს გაუაზრებლად, სპონტანურად ხდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0