მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მაქსიმალურად ახლოს: დედამიწას კომეტა „სვანი“ მოუახლოვდა

© photo: Pixabay / Buddy_Nathასტეროიდი
ასტეროიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მწვანეკუდიანი კომეტა, რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალითაცაა შესაძლებელი, ციურ სხეულებზე დაკვირვების მოყვარულებმა კამერებზე აღბეჭდეს.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ახალი კომეტა სახელწოდებით SWAN მინიმალურ მანძილზე მოუახლოვდა დედამიწას და ამ დროისათვის ჩვენი პლანეტიდან 84 მლნ კმ-ით არის დაშორებული, ნათქვამია The New York Times-ის პუბლიკაციაში.

​გამოცემის ინფორმაციით, კომეტა, რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალითაცაა შესაძლებელი, მაისის  ბოლოს მზეს მიუახლოვდება.

​აღსანიშნავია, რომ ციური სხეული C/2020 F8 (SWAN) მიმდინარე წლის 11 აპრილს აღმოაჩინეს. მკვლევარების ყურადღება ცოტა ხნით ადრე, 25 მარტს გაკეთებულმა ფოტოებმა მიიპყრო, რომლებიც მზის ქარის გამზომი ხელსაწყო SWAN-ის (Solar Wind ANisotropies instrument) მეშვეობით იყო გაკეთებული.

სწორედ ამ ფოტოებზე შენიშნეს ასტრონომებმა ახალი ციური სხეული, რომელსაც მწვანე კუდი ჰქონდა და რომელიც საბოლოოდ კომეტა გამოდგა.

 

ყველა ახალი ამბავი
0