მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გაეროს გენმდივანი მხარს უჭერს ცალმხრივი სანქციების გაუქმებას

© photo: Sputnik / Michael Klimentyevანტონიუ გუტერეში
ანტონიუ გუტერეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეროს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ მან უკვე 26 მარტს მოუწოდა „ოცეულის ჯგუფის“ ლიდერებს, თავი შეეკავებინათ სანქციებისგან, რომლებიც ხელს უშლის სახელმწიფოებს პანდემიის გამოწვევებზე ეფექტურად რეაგირებაში.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა მხარი დაუჭირა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ სლუცკის მიმართვას ევროკავშირის, აშშ-ისა და საპარლამენტო ორგანიზაციებისადმი იმის თაობაზე, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე ცალმხრივი სანქციების გაუქმება აუცილებელია, იუწყება РИА Новости. 

გაერო  - Sputnik საქართველო
სანქციები არ მოიხსნება: გაეროში რუსეთის დეკლარაცია დაიბლოკა

მიმართვაში ნათქვამია, რომ გლობალური პანდემიური საფრთხის პირობებში დროა შეწყდეს შეკავების პარადიგმაში აზროვნება, რაც უბრალო ადამიანებს სიცოცხლის შენარჩუნების ზღვარზე აყენებს.

„მე სრულად ვიზიარებ თქვენს შეხედულებებს ამ გლობალური გამოწვევის ზოგ ასპექტთან ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობაზე. მოვუწოდებ გაეროს წევრ ქვეყნებს, რუსეთის ფედერაციის ჩათვლით, მხარი დაუჭირონ ერთმანეთს ჯანდაცვის სფეროში ჩვენი დროის უდიდეს კრიზისთან ბრძოლაში, მათ შორის, ჰუმანიტარული რეაგირების გლობალური გეგმის დაფინანსების გზით, რომელიც 2020 წელს დაიწყო“, — აღნიშნულია გუტერეშის წერილში. 

ამასთან გაეროს გენმდივანი აღნიშნავს, რომ მან უკვე 26 მარტს მოუწოდა „ოცეულის ჯგუფის“ ლიდერებს, შეეკავებინათ თავი სანქციებისგან, რომლებიც ხელს უშლის სახელმწიფოებს პანდემიის გამოწვევებზე ეფექტურად რეაგირებაში.

„შევიდეს პრიორიტეტული ზომების პაკეტში“: ქვეყნების ჯგუფი გაეროს მიმართავს>>

„და გავიმეორე ეს მოწოდება წევრ ქვეყნებთან 27 მარტს გამართულ მომდევნო ბრიფინგზე. განზრახული მაქვს, რომ კვლავაც მივიღო აქტიური მონაწილეობა ამ საკითხების გადაჭრაში — საჯაროდ თუ კერძოდ“, — ხაზი გაუსვა გუტერეშმა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 179 734 ადამიანი შეადგინა. აქედან გარდაიცვალა 285 328 კაცი.

 

ყველა ახალი ამბავი
0