მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ხანძრის მიზეზების დადგენამდე: აშშ რუსული სამედიცინო აპარატურის გამოყენებაზე უარს ამბობს

© AFP 2024 / PAU BARRENAფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიერთებული პაციენტი
ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიერთებული პაციენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეერთებული შტატები არ აპირებს გამოიყენოს რუსეთის მიერ მიწოდებული ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები მანამ, სანამ სანქტ-პეტერბურგის საავადმყოფოში მომხდარი ხანძრის მიზეზები არ დადგინდება.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. აშშ-ის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოიყენოს რუსეთის მიერ მიწოდებული ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები მანამ, სანამ არ დადგინდება მიზეზები, რის გამო მოხდა ხანძარი სანქტ-პეტერბურგის საავადმყოფოში, იუწყება Reuters-ი აშშ-ის საგანგებო სიტუაციათა სააგენტოზე (FEMA) დაყრდნობით. 

„აპრილის დასაწყისში რუსეთმა აშშ-ს სამედიცინო აპარატურის პარტია მიაწოდა, მათ შორის იყო ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები Aventa-M. იმ დროისათვის ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში ვენტილაციის აპარატების მწვავე უკმარისობის პროგნოზები კეთდებოდა, ამიტომ აპარატები ამ ორი შტატის კუთვნილ საწყობებში განთავსდა“, - ნათქვამია FEMA-ს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების დასტაბილურების გამო აპარატები საჭირო აღარ გახდა და ამიტომ ისინი არ გადაუგზავნიათ საავადმყოფოებისთვის. 

ხანძრის ქრობა - Sputnik საქართველო
რუსეთის საავადმყოფოებში ხანძრების რაოდენობა იზრდება: ამჯერად სანქტ-პეტერბურგი - ვიდეო

„სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე, შტატები უკან უბრუნებენ ვენტილატორებს FEMA-ს. რუსეთის ხელისუფლების მიერ სანქტ–პეტერბურგის საავადმყოფოში მომხდარი ხანძრის გამოძიება დაგვეხმარება მივიღოთ გადაწყვეტილება რუსული აპარატების გამოყენების თაობაზე მომავალში“, — ნათქვამია განცხადებაში. 

სანქტ-პეტერბურგის წმიდა გიორგის სახელობის საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობდნენ, ხანძარი სამშაბათს, დილით გაჩნდა. დაიღუპა ხუთი ადამიანი. პეტერბურგის გუბერნატორის ალექსანდრ ბეგლოვის თქმით, წინასწარი მონაცემებით, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა, რის შედეგადაც „ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ერთ-ერთ აპარატს ცეცხლი გაუჩნდა“.

„როსზდრავნადზორში“ უკვე გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ 2020 წლის 1 აპრილის შემდეგ გამოშვებული Aventa-M-ის მარკის ვენტილაციის აპარატების „მიმოქცევაში გაშვება“ შეწყვეტილია. 

ყველა ახალი ამბავი
0