ქალი ოკეანის სანაპიროზე

კატასტროფული მატება: მეცნიერები მსოფლიო ოკეანის საფრთხეებზე ალაპარაკდნენ

222
(განახლებულია 19:41 12.05.2020)
​აღმოჩნდა, რომ ყველაზე ცუდი სცენარით, მოსალოდნელია, რომ ოკეანის დონე პირველ ეტაპზე 1,3 მეტრით მოიმატებს, მოგვიანებით კი საწყის ნიშნულს 5,6 მეტრით ასცდება.

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ზღვის დონე მიმდინარე ასწლეულში იმაზე მეტად აიწევს, ვიდრე ამას აქამდე ვარაუდობდნენ, აცხადებს მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი. 

კვლევა, რომელსაც სინგაპურის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სწავლულები ხელმძღვანელობდნენ, გამოქვეყნებულია ჟურნალში Climate and Atmospheric Science.

მკვლევარებმა სამეცნიერო გამოცემების ასზე მეტ წამყვან ავტორს სთხოვეს, შეეფასებინათ მსოფლიო ოკეანის წყლის დონის აწევა, და ამასთანავე გაეანალიზებინათ ამ თემაზე არსებული ათასზე მეტი სტატია.

​აღმოჩნდა, რომ ყველაზე ცუდი სცენარით, მოსალოდნელია, რომ საუკუნის ბოლოს ოკეანის დონე 1,3 მეტრით მოიმატებს, 200 წლის შემდეგ კი საწყის ნიშნულს 5,6 მეტრით ასცდება.

მეცნიერების აზრით, მსოფლიო ოკეანის დონე მნიშვნელოვნად იმატებს არქტიკისა და გრენლანდიის მყინვარების დნობის გამო, და ამ პროცესების შეჩერება სათბური გაზების შემცირებას შეუძლია.

222
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (391)
 ვირუსოლოგიის ლაბორატორია უჰანში

შეიქმნა ხელოვნურად, გავრცელდა შემთხვევით: ქვეყნდება ბრიტანული დაზვერვის შეფის ექსკლუზივი

130
(განახლებულია 13:52 04.06.2020)
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის, MI6-ის ყოფილი შეფი ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს ბოლო კვლევაზე, რომელიც კორონავირუსის ხელოვნურ წარმოშობას ადასტურებს

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ახალი კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიაში გაჩნდა და უბედური შემთხვევის შედეგად გავრცელდა, აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვის, MI6–ის ექს–შეფი რიჩარდ დირლავი Telegraph–ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

​დირლავის თქმით, ის გაეცნო ახალ „მნიშვნელოვან“ სამეცნიერო კვლევას, რომელშიც ნათქვამია, რომ ვირუსი ხელოვნურად შექმნეს ჩინელმა სწავლულებმა. 

მისი განმარტებით, საუბარია ბრიტანელი და ნორვეგიელი მეცნიერების, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორის, ანგუს დალგლიშისა და ნორვეგიელი ვირუსოლოგის, ბირგერ სორენსენის სამეცნიერო სტატიაზე, რომელიც მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდა.

„ვფიქრობ, რომ [ეპიდემია] დაიწყო როგორც უბედური შემთხვევა. ჩნდება კითხვა: თუ ჩინეთი ოდესმე აღიარებს თავის პასუხისმგებლობას, გადაიხდის თუ არა ის კომპენსაციას? ჩემი აზრით, ეს აიძულებს მსოფლიოს თითოეულ ქვეყანას, გადახედოს ჩინეთთან უთიერთობებს“, — აღნიშნა დაზვერვის ყოფილმა შეფმა. 

შეგახსენებთ: აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მანამდე უკვე დაემუქრა ჩინეთს სასტიკი სანქციებით იმ შემთხვევაში, თუ გაირკვევა, რომ პანდემიის გამომწვევი ვირუსი მართლაც ხელოვნურად შეიქმნა უჰანის ლაბორატორიაში, ხოლო ჩინეთის ხელისუფლებამ შეგნებულად გაავრცელა ის მსოფლიოში.

კაცობრიობა ამგვარ ცოდნას არ ფლობს: უჰანის ლაბორატორიის დირექტორი ბრალდებებს პასუხობს>>

თავის მხრივ, ჩინეთმა არაერთხელ უარყო აღნიშნული ბრალდება და განაცხადა, რომ უჰანის ლაბორატორიიდან არანაირი ვირუსი „არ გაქცეულა“. 

130
თემები:
მსოფლიო დღეს
ჯორჯ ფლოიდის დაკავების კადრები

„არ იღელვო, მე ვიზრუნებ“: NBA-ს ჩემპიონი სულისშემძვრელ პოსტს აქვეყნებს

49
(განახლებულია 13:22 04.06.2020)
დაღუპულ აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდს ექვსი წლის გოგონა დარჩა, რომელიც მას გერლფრენდთან შეეეძინა და რომელზეც თავად ზრუნავდა

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. აშშ–ის კალათბურთის ეროვნული ასოციაციის, NBA–ს ყოფილმა მოთამაშე სტივენ ჯეკსონმა დაღუპული ჯორჯ ფლოიდის ექვსი წლის გოგონას, ჯიანა ფლოიდის მეურვეობა იკისრა.

ირკვევა, რომ ექს–ჩემპიონი გარდაცვლილის მეგობარი იყო.

ჯეკსონმა Instagram–ზე დაღუპული მეგობრისადმი მიძღვნილი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც დაპირდა, რომ იზრუნებდა დაობლებულ პატარაზე.

„არ იღელვო, ტვინ, მე ვიზრუნებ შენს ჯი–ჯიზე. იცოდე ეს. მე ყოველთვის ვზრუნავ ძმებზე“, — დაწერა კალათბურთელმა.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა მინესორტის შტატის სასამართლო–სამედიცინო ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმადაც, პოლიციელების მიერ დაკავებისას დაღუპული ჯორჯ ფლოიდი კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

 

49
თემები:
მსოფლიო დღეს
გიორგი გახარია

გიორგი გახარია „ფეიკ–ნიუსების“ სამიზნე თუ თანამდებობიდან გადადგომის რეალური კანდიდატი?

0
(განახლებულია 14:06 04.06.2020)
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიერ–მინისტრისა და სხვა მინისტრების თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik.  ეს მცდარი ინფორმაცია, ე.წ. ფეიკ–ნიუსია, არავინ არსად არ მიდის, ბატონი გახარია არის პრემიერ–მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს არჩევნებზე საბოლოო გამარჯვებამდე მიგვიყვანს, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მან პრემიერ–მინისტრის შესაძლო გადადგომის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

წულუკიანის სიტყვებით, ყველა მინისტრი თავის ადგილზე რჩება და სამთავრობო გუნდი დეზინფორმაციის პირველწყაროს წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებს. 

 „ეს იქნება გუნდი, რომელიც არამარტო პანდემიაზე გაიმარჯვებს, ქვეყანას მოუტანს არამარტო უვიზო რეჟიმს, არამედ დიდ ევროინტეგრაციამდე მიიყვანს. ეს იქნება ასევე სახელისუფლებო გუნდი, მთავრობა, პარლამენტი, რომელიც დემოკრატიული არჩევნებით კვლავ გაიმარჯვებს იმ სერიოზულ პრობლემაზე, რომელსაც „ფეიკ–ნიუსების“ შემქმნელი ოპოზიცია და მათი მასმედია“, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა ასევე უარყო გავრცელებული ხმები  პარლამენტის სპიკერის ან საკონსიტუტციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ.

უკვე რამდენიმე დღეა ქართულ მედიასაშუალებებში პერმანენტულად ვრცელდება ინფორმაცია გიორგი გახარიას და მთავრობაში რამდენიმე მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.


0