მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თოვლის ზვავის ეფექტი: მეცნიერები კორონავირუსის შემდეგ სხვა ახალ ეპიდემიას ელოდებიან

© photo: Sputnik / Anton Vergunტუბერკულოზის დიაგნოსტიკა
ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვლევაში ნათქვამია, რომ ეს დაავადება 2020–2025 წლებში შესაძლოა 6,3 მლნ ადამიანს შეეხოს. ამასთან, მკვლევარების პროგნოზით, ამავე პერიოდში დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა 1,4 მლნ იქნება.

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში დაწესებულმა შეზღუდვებმა შესაძლოა ტუბერკულოზის გავრცელება გამოიწვიოს, იუწყება CNBC სამეცნიერო კვლევაზე დაყრდნობით, რომელსაც Stop TB Partnership აქვეყნებს. 

სკრინინგი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
მეორე ტალღის საფრთხე: უჰანში COVID-19-ზე მთელი მოსახლეობის სკრინინგი იწყება

კვლევაში, რომელშიც ლონდონის იმპერიული კოლეჯი Avenir Health, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მონაწილეობდნენ, ნათქვამია, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ფონზე ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართ გამოჩენილი უყურადღებობის გამო ეს დაავადება 2020–2025 წლებში შესაძლოა 6,3 მლნ ადამიანს შეეხოს.

ამასთან, მკვლევარების პროგნოზით, ამავე პერიოდში დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა 1,4 მლნ იქნება.

„ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ჰაერით გადაეცემა. ამიტომ თითოეული ადამიანი, რომელიც დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გარეშე რჩება, სხვებსაც დააინფიცირებს: მივიღებთ თოვლის ზვავის ეფექტს“, — აცხადებს Stop TB Partnership-ის აღმასრულებელი დირექტორი ლუჩიკა დიტიუ.

კვლევა ეფუძნება სამთვიანი იზოლაციისა და ათთვიანი რეაბილიტაციის რეჟიმის სცენარს ტუბერკულოზით ინფიცირების ყველაზე მაღალი მონაცემების მქონე ქვეყნებში (უკრაინა, ინდოეთი, კენია), შემდეგ კი ექსტრაპოლირებულია* მთელ მსოფლიოზე.

სპეციალისტების თქმით, ტუბერკულოზი ანტიბიოტიკებით იკურნება, თუმცა მასთან ბრძოლის უმთავრესი მეთოდი — რაც შეიძლება მეტი ადამიანის ტესტირებაა.

*ექსტრაპოლაცია - სტატისტიკაში: მოვლენის ერთ ნაწილზე დაკვირვების შედეგად მიღებული დასკვნების გავრცელება მის მეორე ნაწილზე.

ყველა ახალი ამბავი
0