ზღვის პროდუქტები

საწამლავი იმუნიტეტისთვის: ექიმები მავნე პროდუქტებს ასახელებენ

107
(განახლებულია 19:50 11.05.2020)
ექიმების თქმით, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ზღვის პროდუქტებთან მიმართებაში, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სავსეა ვიტამინებითა და ცილებით, არსებობს სახიფათო ნიუანსები.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. სახიფათო ვირუსის გავრცელების პირობებში უკიდურესად მნიშვნელოვანია იმუნიტეტის გამყარება, მათ შორის, შესაბამისი საკვებით, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ არსებობს პროდუქტები, რომლებიც, პირიქით, აქვეითებენ ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს, აცხადებენ ექიმები. 

მათი თქმით, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ზღვის პროდუქტებთან მიმართებაში, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სავსეა ვიტამინებითა და ცილებით, არსებობს სახიფათო ნიუანსები.

კერძოდ, მედიკოსები განმარტავენ, რომ ადამიანის ორგანიზმი იოლად ითვისებს თევზს, მაგრამ ხამანწკების, კალმარების, კრევეტებისა და მიდიების ცილა პოტენციურად საშიშია. მაგალითად, მოლუსკების ხორცი ძლიერი ალერგენია და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ალერგიული რეაქცია არ ვლინდება, ეს პროდუქტები მაინც ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს იმუნურ სისტემაზე და მოწყვლადს ხდის მას.

როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი ვირუსის წინააღმდეგ და როგორ დავხვდეთ კორონავირუსს მზადყოფნაში>>

აღსანიშნავია, რომ ექიმები არავითარ შემთხვევაში არ გასცემენ დასახელებული ზღვის პროდუქტების რაციონიდან სრულად ამოღების რეკომენდაციას. მათი თქმით, საკმარისია მისი შემცირება კვირაში მაქსიმუმ ორჯერ მიღებამდე. ეს შეზღუდვა არ ეხებათ ზღვის პირას დაბადებულ ადამიანებს და კიდევ მათ, ვინც ზღვის პროდუქტებს ბავშვობიდან მიირთმევს. 

გარდა ამისა, ასევე საშიშია უმი კვერცხის ყლაპვა, რასაც არაერთი ადამიანი მისდევს. ამას შეუძლია კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ბიოტონის ათვისების უნარი დაუკარგოს, რომელიც ფერმენტულ სისტემებსა და მეტაბოლიზმზე აგებს პასუხს. ბიოტონის დეფიციტი აქვეითებს იმუნიტეტს და უარყოფითად მოქმედებს ლიმფურ კვანძებზე, ძვლის ტვინსა და თიმუსის ჯირკვალზე.

გარდა ამისა, დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ტკბილეულის მოყვარულები ხშირად ავადმყოფობენ გაცივებებით — ზაფხულობითაც კი. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ორგანიზმში მოხვედრილი შაქარი იწყებს სისხლის თეთრი სხეულების დათრგუნვას და, ამასთან, ბლოკავს თიმუსის მუშაობას, რომლის ფუნქციაც ორგანიზმის დაცვაა. ასე რომ, ტკბილეულით გატაცებას მარტო ზედმეტი კილოგრამები კი არ მოსდევს, არამედ ეს მძლავრად ურტყამს იმუნურ სისტემას.

ექიმები თქმით, ორგანიზმისთვის მავნე პროდუქტებს ასევე განეკუთვნება გაზირებული სასმელები, ცომეული ნაწარმი, საღეჭი რეზინები და სხვა მრავალიც სწრაფი ნახშირწყლების სერიიდან.

 

107
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (390)
ჯორჯ ფლოიდის დაკავების კადრები

„არ იღელვო, მე ვიზრუნებ“: NBA-ს ჩემპიონი სულისშემძვრელ პოსტს აქვეყნებს

15
(განახლებულია 13:22 04.06.2020)
დაღუპულ აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდს ექვსი წლის გოგონა დარჩა, რომელიც მას გერლფრენდთან შეეეძინა და რომელზეც თავად ზრუნავდა

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. აშშ–ის კალათბურთის ეროვნული ასოციაციის, NBA–ს ყოფილმა მოთამაშე სტივენ ჯეკსონმა დაღუპული ჯორჯ ფლოიდის ექვსი წლის გოგონას, ჯიანა ფლოიდის მეურვეობა იკისრა.

ირკვევა, რომ ექს–ჩემპიონი გარდაცვლილის მეგობარი იყო.

ჯეკსონმა Instagram–ზე დაღუპული მეგობრისადმი მიძღვნილი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც დაპირდა, რომ იზრუნებდა დაობლებულ პატარაზე.

„არ იღელვო, ტვინ, მე ვიზრუნებ შენს ჯი–ჯიზე. იცოდე ეს. მე ყოველთვის ვზრუნავ ძმებზე“, — დაწერა კალათბურთელმა.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა მინესორტის შტატის სასამართლო–სამედიცინო ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმადაც, პოლიციელების მიერ დაკავებისას დაღუპული ჯორჯ ფლოიდი კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

 

15
თემები:
მსოფლიო დღეს
Turkish Airlines

ფრენების აღდგენა: რას გვთავაზობენ ავიაკომპანიები 1 ივლისიდან  - მიმართულებები, ფასები

353
(განახლებულია 12:56 04.06.2020)
ევროპიდან საქართველოს მიმართულებით მგზავრობის მოთხოვნის გაზრდამ, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ავიაბილეთების ფასებზე.

კორინავირუსის პანდემიამ არა მხოლოდ ზოგადად ბიზნესი, მოგზაურთა ინტერესებიც მნიშვნელოვნად დააზარალა.

ამჟამად საქართველოს მთავრობა ფრენების აღდგენის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს პარტნიორ ქვეყნებთან და როგორც ამბობენ, ქართულ ავიაბაზარზე პირველ რიგში აღდგება ის მიმართულებები, სადაც ეპიდსიტუაცია შედარებით სტაბილურია.

ჩვენ გადავხედეთ 1 ივლისიდან საქართველოს ავიაბაზარზე სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ დაანონსებულ ფრენებს და გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას იმისა, თუ რა სურათი იკვეთება დღეისათვის:

ვინაიდან, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით მგზავრობის მოთხოვნა ძალიან მაღალია, საკმაოდ არის გაზრდილი ფასები გერმანია-საქართველოს და ესპანეთი-საქართველოს რეისებზე. მაგალითად, თუ დორტმუნდი-ქუთაისი ღირდა 50-დან 70 ევრომდე, ამჟამად პირველივე რეისი 2 ივლისს დორტმუნდი-ქუთაისი 370 ევრო ღირს, შემდეგ დღეებში ფასები იკლებს მაგრამ არანაკლებია 90 ევროზე.

აღსანიშნავია რომ დღევანდელი მდგომარეობით ფასების ვარდნა ავიაბილეთებზე აღინიშნება 15 ივლისის შემდეგ. სავარაუდოდ ეს განპირობებულია საჰაერო სივრცის გახსნის პირველ დღეებში ავიაბილეთებზე მაღალი მოთხოვნით. ბარსელონა-ქუთაისი, რომელიც 45 დღით ადრე ღირდა 50-დან 70 ევრომდე, ახლა ღირს 90-100 ევრო.

ამასთან ერთად, სააგენტომ მოიძია 5 ივლისამდე თბილისიდან გამავალი რეისების ბილეთების ფასები. აღმოჩნდა, რომ ფასები საგრძნობლად არის გაზრდილი.

1 ივლისი: თბილისი - ლონდონი - 401 ლარი

1 ივლისი: თბილისი - ბრიუსელი - 406 ლარი

1-2 ივლისი: თბილისი - პარიზი - 446 ლარი

2 ივლისი: თბილისი - კიევი - 356 ლარი

2 ივლისი: თბილისი - ვენა - 341 ლარი

3 ივლისი: თბილისი - ბერლინი - 330 ლარი

4 ივლისი: თბილისი - ამსტერდამი - 464 ლარი

5 ივლისი: თბილისი - ბარსელონა - 252 ლარი

არსებობს ექსპერტების მოსაზრება, რომ თუ თვითმფრინავის ბორტზე შუა ადგილი სოციალური დისტანცირების მოტივით გაუქმდება, ეს ავიაბილეთებს ევროპაში 49%-ით გააძვირებს. მსგავსი რეკომენდაცია კი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას აქვს.

ბილეთის საფასურის გაძვირების პრობლემა ყველა რეისს და ავიაკომპანიას არ ეხება, ანუ არსებულ ხარჯებთან და მთელ რიგ რეგულაციებთან ერთად მგზავრების ინტერესებიც დაცულია.

როგორც „Sputnik საქართველოს“ ქართულ ავიაკომპანია Myway Airlines-ში განუცხადეს, ხარჯი გაზრდილია, თუმცა ამ დროისთვის, შესაძლებელია ავიაკომპანია ისევ მომხმარებლების ინტერესებზე მორგებული დარჩეს.

„ხარჯი რასაკვირველია გაგვეზარდა, თუმცა ამ ეტაპზე ისევ ჩვენი მომხმარებლების იტერესებს ვითვალისწინებთ. ყველანაირად ვცდილობთ რომ იგივე ფასები შევინარჩუნოთ რაც აქამდე გქვონდა. ოპერირებასაც ამ ეტაპზე ასე ვიწყებთ“ - განუცხადეს სააგენტოს.

რამდენიმე ავიაკომპანიამ სტანდარტული ფასები უცვლელი დატოვა, რაც გაზრდილ ფასებთან შედარებით მნიშვნელოვან შეღავათს აძლევს მგზავრებს.

მაგალითად: 1 ივლისს დილის 4 საათზე პირველ რეისს ავიაკომპანია „პეგასუსი“ თბილისი-სტამბოლის რეისს განახორციელებს, სადაც ბილეთის სტანდარტული ფასი 65 ევროა. თბილისი-სტამბოლის და ბათუმი-სტამბოლის ავიაბილეთების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია. თურქეთის ავიახაზების ავიაბილეთების ფასები 269 ლარიდან იწყება. Turkish Airlines-ის პრესმდივანმა, იაჰია იუსთუნმა განაცხადა, რომ ავიაკომპანია საერთაშორისო ფრენებს 18 ივნისიდან განაახლებს.

ქუთაისის აეროპორტიდან 1 ივლისს ქუთაისი-რომის რეისია დაგეგმილი და ბილეთის ფასი 230 ლარია. თუმცა... იტალია ისევ იმ რისკ ჯგუფის ქვეყნებს მიეკთვნება, სადაც პანდემია მძვინვარებს. ასევე, 06:00 საათზე თბილისი-კიევის რეისია და უკრაინაში გაფრენა 85 ევროდ შეგეძლებათ.

ავიაკომპანია „რაინაირის“ სისტემაში ბილეთები გასაყიდად უკვე გამოჩნდა. ავიაკომპანიის განრიგი საქართველოდან ფრენებზე ასეთია:

3 ივლისს თბილისი-მილანი - ბილეთის ფასი 107 ლარიდან იწყება; 5 ივლისს - თბილისი-კიოლნის რეისისთვის ბილეთის ფასია 291 ლარი; 1 აგვისტოს ქუთაისიდან შეგიძლიათ 122 ლარად ბოლონიაში გაფრინდეთ.

რაც შეეხება თბილისი-თელავივის საჰაერო ხაზს, ოპერირებისთვის მზადაა შემდეგი ავიაკომპანიები: Myway-ს ავიახაზები,

El al airlines , Airzena georgian airlines,  Israir airlines.  რეისები დაგეგმილია 1 ივლისიდან, ავიაბილეთების ფასები კი ადრინდელთან შედარებით თითქმის უცვლელია - იწყება 448 ლარიდან.

ასეა, თუ ისე, ავიაკომპანიები მზად არიან ფრენების აღდგენისთვის. მოლაპარაკებები კი ისევ მიმდინარეობს...

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჩეხეთის ვიცე-პრემიერ კარელ ჰავლიჩეკთან ონლაინ-შეხვედრა უკვე გამართა, სადაც, ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხი განიხილეს. მინისტრის განმარტებით, ჩეხეთი შესაძლოა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, საიდანაც ტურისტები ივლისში საქართველოში ჩამოვლენ.

ასევე, ლატვიის ეროვნული გადამზიდავი Air Baltic-ი მზადაა, ივლისის პირველი დეკადიდან განახლოს ფრენები საქართველოს მიმართულებით. შესაბამისი განაცხადი უკვე შევიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ლატვიიდან საქართველოში რეგულარული რეისების აღდგენით დაინტერესებულია უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-იც, რომელმაც ასევე შეიტანა განაცხადი ფრენების დაწყებაზე.

 

353