Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსი აშშ-ში, იტალიასა და მსოფლიოში - ბოლო მონაცემები 10 მაისისთვის

© photo: AFP 2020 / JOHANNES EISELEკორონავირუსი აშშ-ში
კორონავირუსი აშშ-ში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოში COVID-19-ის გამო ყველაზე რთული მდგომარეობა აშშ-ია, სადაც კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1,3 მილიონს აჭარბებს

თბილისი, 10 მაისი - Sputnik. მთელი მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 10 მაისისთვის 4 101 992 ადამიანს შეადგენს, გარდაიცვალა სულ 280 454 ადამიანი.

ინფიცირების შემთხვევათა უმრავლესობა ევროპაშია რეგისტრირებული - 1 605 922. ერთ დღე-ღამეში მსოფლიოში ინფიცირების 88 997 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 4 248 ადამიანი.

11 მარტს ჯანმომ COVID-19-ის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა.

სიტუაცია აშშ-ში

აშშ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში ისევ პირველ ადგილზეა - დღეისათვის ამერიკაში 1 347 318 ინფიცირებულია და 80 040 დაღუპულია. ყველაზე მეტი შემთხვევა ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებშია დაფიქსირებული. გასულ 24 საათში ქვეყანაში დაინფიცირდა 25 524 პირი და 1 422 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 238 078 ადამიანი.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
„ჩვენ ყველაზე მეტს ვიხდით“: ტრამპი მალე გადაწყვეტს „ჩინეთის მარიონეტის“ საკითხს

აშშ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ხელისუფლება ამას მოსახლეობის აქტიური ტესტირებით ხსნის.

აშშ-ის სამედიცინო რეგულატორმა გასცა ანტიგენზე პირველი ტესტის გამოყენების საგანგებო ლიცენზია. ტესტი კორონავირუსულ ინფექციას რამდენიმე წუთში ადგენს.

ამასთან ერთად აღნიშნულია, რომ ტესტი ანტიგენზე ყველა ინფექციას ვერ განსაზღვრავს.

„ეს ნიშნავს, რომ ანტიგენზე ტესტების დადებითი პასუხები ძალიან ზუსტია, მაგრამ არსებობს ცრუ უარყოფითი შედეგების ალბათობა, ამიტომ უარყოფითი პასუხი ინფიცირების არსებობას არ გამორიცხავს“, - იუწყება რეგულატორი.

სიტუაცია იტალიაში

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 30 395 -ს აღწევს, ერთ დღე-ღამეში დაფიქსირდა 1 083 ახალი შემთხვევა და 194 გარდაცვალება.

გრაფიტი კორონავირუსის თემაზე - Sputnik საქართველო
ევროპაში თვითიზოლაციის რეჟიმი შეამსუბუქეს

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 218 268-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა სულ 103 031 პაციენტი.

4 მაისიდან იტალიაში მოხსნეს სერიოზული შეზღუდვების ნაწილი, რომელიც ქვეყანაში მარტის შუა რიცხვებიდან მოქმედებდა. კარანტინის შერბილების შესახებ საუბრისას, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შეზღუდვების დაბრუნების შესაძლებლობასაც იტოვებს. ამჟამინდელი პაკეტი ორ კვირას გასტანს და მოვლენათა კეთილსაიმედო განვითარების შემთხვევაში 18 მაისს სხვა შეზღუდვებიც მოიხსნება. ამავე დროს იტალიის ჩრდილოეთში ზოგიერთმა რეგიონმა ზომები დამოუკიდებლად შეარბილეს.

სიტუაცია ესპანეთში

ესპანეთი დადასტურებული შემთხვევების მიხედვით აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობით  - მეოთხეს (აშშ-ს, იტალიის და დიდი ბრიტანეთის შემდეგ). ამ ქვეყანაში კორონავირუსის 262 783 შემთხვევა დადასტურდა, გასულ დღე-ღამეში გამოვლინდა 2 666 ახალი შემთხვევა. გარდაიცვალა 31 587 ადამიანი. გასულ დღე-ღამეში დაინფიცირდა 604 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 2 804, გარდაიცვალა 179. სულ გამოჯანმრთელდა 134 ათასი ადამიანი, აქტიურია 63 ათასი შემთხვევა.

ოჯახი - Sputnik საქართველო
ზღვაზე, აუზსა თუ პლაჟზე: კორონავირუსით ინფიცირების რისკები ესპანურ კვლევაში

ოთხშაბათს ესპანეთის კონგრესმა გაზრდილი მზადყოფნის რეჟიმი 24 მაისამდე გააგრძელა. 28 აპრილს წარმოდგენილია კარანტინიდან გამოსვლის გეგმა, რომელიც 4 სტადიას მოიცავს. 11 მაისიდან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ნულოვანიდან პირველ სტადიაზე გადავა. პრემიერ პედრო სანჩესის თქმით, თუ სიტუაცია განვითარდება ისე, როგორც ახლა, ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას ივნისის ბოლოს დაუბრუნდება.

სიტუაცია მსოფლიოში

ჩინეთში გასულ დღე-ღამეში ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 74 პაციენტი, ლეტალური შემთხვევები არ ყოფილა.

საერთო ჯამში ჩინეთში გამოვლინდა 82 901  შემთხვევა, კვლავ ავადაა 148 ადამიანი, მძიმე მდგომარეობაშია 13 კაცი, 78 120 გამოჯანმრთელდა, 4633 ადამიანი გარდაიცვალა.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
მოსაზრება: აშშ გეგმავს ისეთ შურისძიებას, რომ ჩინეთს რუსეთისა შეშურდება

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა დადასტურდა ჩინეთის ქალაქ უჰანში, სადაც COVID-19-ის შემთხვევები დიდი ხნის განმავლობაში არ გამოვლენილა. დაავადებული მძიმე მდგომარეობაშია.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 346-ით გაიზარდა და  31 587-ს გაუტოლდა.

ბოლო დღე-ღამეში ახალი შემთხვევების რაოდენობა 3 896-ით გაიზარდა - 262 783-მდე.

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 26,478-მდე გაიზარდა, ერთ დღეში დაიღუპა 80 კაცი. ქვეყნის ჯანდაცვის მონაცემებით, საავადმყოფოებში გარდაიცვალა 16 573, ხოლო სოციალურ და სამედიცინო-სოციალურ დაწესებულებებში - 9 737 ადამიანი.

ჰოსპიტალიზებულთა რიცხვი კვლავ კლებულობს. საავადმყოფოებში რჩება 25,8 ათასი ადამიანი. ბოლო 24 საათში ჰოსპიტლებში გადაიყვანეს 453 ადამიანი. რეანიმაციაში რჩება 3 827 ადამიანი, რაც პარასკევის მონაცემებთან 51-ით ნაკლებია.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ჰოსპიტალიზებულია 95 829 ადამიანი. საავადმყოფოებში რჩება 22 614 პაციენტი, აქედან 2812 მძიმე მდგომარეობაშია.

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 171 ათასს გადააჭარბა, გარდაიცვალა 7.5 ათასზე მეტი ადამიანი, იუწყება რობერტ კოხის ინსტიტუტი.

მედიკოსთა მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში გერმანიაში გარდაიცვალა 39 ადამიანი.

გასულ დღე-ღამეში დადასტურებული შემთხვევების ზრდამ 736 შეადგინა. სულ გამოჯანმრთელდა 143 300 ადამიანი.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ბავარიაში (44 265), ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიაში (34 964) და ბადენ-ვიურტემბერგში (33 287). ბერლინში 6 261 შემთხვევა დადასტურდა.

კორონავირუსი საქართველოში

ამ დროისთვის კორონავირუსი დაუდასტურდა 635 ადამიანს. გამოჯანმრთელდა 308 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4717, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 552 პაციენტია. გარდაიცვალა 10 პაციენტი.

ასევე უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე

27 აპრილიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0