ვლადიმირ ზელენსკი

„შედეგი უახლოეს თვეებში უნდა იყოს“: ზელენსკიმ განმარტა, რას ელოდება სააკაშვილისგან

3070
(განახლებულია 20:58 09.05.2020)
ზელენსკის თქმით, მან და სააკაშვილმა ბევრი ისაუბრეს რეფორმების თემაზე, რა დროსაც საქართველოს ექს–პრეზიდენტმა უამბო, რა პრობლემებს გადააწყდა საბაჟოს რეფორმირებისას სამშობლოში

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნისგან უახლოეს თვეებში ველოდები დადებით შედეგებს, კერძოდ, ბიზნესის დერეგულაციისა და საბაჟოს რეფორმების კუთხით, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ. 

„სააკაშვილის მუშაობის შედეგებს მისი დანიშვნის მეორე დღესვე არ ველოდები, მაგრამ რეზულტატი ბიზნესში დერეგულაციასა და საბაჟოს რეფორმებში უახლოეს თვეებში უნდა იყოს“, — ციტირებს პრეზიდენტს „უკრინფორმი“

პრეზიდენტის თქმით, მან და სააკაშვილმა ბევრი ისაუბრეს ამ თემაზე, რა დროსაც საქართველოს ექს–პრეზიდენტმა უამბო, რა პრობლემებს გადააწყდა საბაჟოს რეფორმირებისას სამშობლოში. 

„მან მითხრა, რომ თავის დროზე ახალი ხალხი დანიშნა საბაჟოზე, მაგრამ მერე ყველა გაყარა. გარკვეული დროის შემდეგ ისევ ახალი ხალხი მიიყვანა, მაგრამ მათი გაყრაც მოუხდა. აი, ასეთი რთული რამაა საბაჟოს რეფორმა. მინდა, რომ ის ამით დაკავდეს“, — განმარტა ზელენსკიმ. 

შეგახსენებთ: საქართველოს ექს–პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. ამის პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ კიევიდან კონსულტაციებზე გამოიწვია ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე. თუმცა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო არ აპირებს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას.

3070
თემები:
მსოფლიო დღეს (1807)
სასკოლო ავტობუსი

უბედური შემთხვევა: სკოლის მოსწავლეებით სავსე ავტობუსი წყალსაცავში გადავარდა

146
(განახლებულია 11:54 07.07.2020)
უბედური შემთხვევის ადგილზე ამ დროისათვის ასამდე მაშველი მუშაობს, მათ შორის არიან მყვინთავებიც. დაუდგენელია, რამდენი მგზავრი იმყოფებოდა ავტობუსში

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ავტობუსი, რომლითაც სკოლის მოსწავლეები მგზავრობდნენ, დღეს დილით წყალსაცავში გადავარდა.

შემთხვევა ჩინეთის პროვინცია გუიჩჟოუში მოხდა. ინფორმაცია მგზავრების რაოდენობასა და შესაძლო მსხვერპლის თაობაზე ჯერჯერობით არ ვრცელდება.

პროვინციის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის განცხადებით, ინციდენტი დილის 11:45 საათზე (07:45 თბილისის დროით) მოხდა.

ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, ავტობუსი გვერდზე გადაწვა, გზის გასწვრივ დაყენებული დამცავი ჯებირები გადაანგრია და წყალსაცავში გადავარდა.

ამ დროისათვის ადგილზე დაახლოებით ასი მაშველი და 17 მყვინთავი მუშაობს.

 

146
თემები:
მსოფლიო დღეს (1807)
ფეხშიშველა ადამიანი

ფეხშიშველა პრეზიდენტი: ქვეყნის ლიდერი შეხვედრაზე წინდების ამარა მივიდა - ვიდეო

75
(განახლებულია 11:27 07.07.2020)
პრეზიდენტის თქმით, ის პატივს სცემს დამლაგებლების შრომას და ამიტომაც არჩევს ფეხსაცმელების გარეშე სიარულს

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ტელეარხ Беларусь 1-თან“ ინტერვიუზე პრაქტიკულად ფეხშიშველა, წინდების ამარა მივიდა. შესაბამისი ვიდეო ტელეარხმა YouTube-ზე გამოაქვეყნა.

„პატივს ვცემ დამლაგებლების შრომას, ფეხშიშველა დავდივარ“, — განუმარტა ლიფტიდან გამოსულმა ლუკაშენკომ დამხვედრ ჟურნალისტებს.

ირკვევა, რომ აღნიშნული კადრები გადაღებულია სოჭში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც ჟურნალისტი ალექსეი კრივოშეევი განმარტავს, ბელარუსის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან შეხვედრა ასევე ფეხსაცმლის გარეშე, წინდების ამარამ გაატარა.  

 

75
თემები:
მსოფლიო დღეს (1807)
მეხანძრე

ზუგდიდის რაიონში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

0
(განახლებულია 13:07 07.07.2020)
ხანძარი დილის 4 საათზე გაჩნდა. როგორც ჩანს, 60 წლის მამაკაცს ეძინა და ცეცხლიდან გამოსვლა დროულად ვერ შეძლო

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში ხანძრის გამო მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".

60 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში დაიღუპა. რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ხანძარს გადაურჩა მამაკაცის დედა, რომელიც ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა.

ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, დაუდევრობა გახდა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში