ახალმა აღმოჩენამ მთვარის წარმოშობა ეჭვქვეშ დააყენა: საჭიროა კორექტირება

© AP Photo / Petros Giannakourisმთვარე აკროპოლის თავზე
მთვარე აკროპოლის თავზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იაპონელი ასტროფიზიკოსების ჰიპოთეზა მთვარის წარმოშობის შესახებ საყოველთაოდ დამკვიდრებული თეორიის კორექტირებას მოითხოვს

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. იაპონელი ასტროფიზიკოსების აღმოჩენამ მთავრის წარმოშობის თეორია ეჭვქვეშ დააყენა, იუწყება  ჟურნალი Science Advances–ი. 

ტესკოპ ჰაბლით გადაღებული სატურნის ფოტო - Sputnik საქართველო
ჰიპნოზური ვიდეო: NASA-მ მერკურის ზედაპირის ფერადი ვიდეო გამოაქვეყნა

გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებმა შეისწავლეს თანამგზავრ „კაგუიადან“ მიღებული მონაცემები, რომლემაც მთვარის ორბიტაზე წელიწადნახევარი გაატარა და დაადგინეს, რომ დედამიწის თანამგზავრის ზედაპირიდან ნახშირბადის იონებისა და სხვა ელემენტების მძლავრი ნაკადები გამოიყოფა.

ეს აღმოჩენა ეწინააღმდეგება კონცეფციას „მშრალი“ მთავრის შესახებ, რომელიც მთვარის წარმოშობას ახალგაზრდა დედამიწისა და დიდი კოსმოსური სხეულის შეჯახებით ხსნის.

კონცეფციის თანახმად, ამ შეჯახების შედეგად კოსმოსში გაბნეული ნივთიერებების მნიშვნელოვანი ნაწილი მაღალი ტემპერატურის გავლენით აორთქლდა.

მეცნიერების ვარაუდით, ნახშირბადი მთვარის ქანებში მისი ფორმირების დასაწყისში გაჩნდა. ეს ჰიპოთეზა კი, როგორც კვლევაშია ნათქვამი, მთვარის წარმოშობის შესახებ საყოველთაოდ დამკვიდრებული თეორიის კორექტირებას მოითხოვს, ვინაიდან მაღალი ტემპერატურის დროს ნახშირბადი უბრალოდ აორთქლდებოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0