მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კიმ ჩენ ინის ორეულები ვიდეოზე აღბეჭდეს: ვრცელდება კადრები

გამოწერა
გავრცელებულ კადრებზე ჩანს, როგორ ესაუბრება ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი საკუთარ ორეულს, რომელსაც ზუსტად მისნაირად აცვია.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ბრიტანული გამოცემა Daily Mirror აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ორეულები არიან აღბეჭდილი.

გამოცემის ინფორმაციით, კადრები გადაღებულია ჩრდილოკორეული საკონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდისას 2017 წლის ივლისში. ვიდეოში ჩანს რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ზუსტად ისე აცვიათ, როგორი სამოსითაც ჩნდება ხოლმე კიმ ჩენ ინი საჯაროდ.

გამოცემა ირწმუნება, რომ ერთ-ერთ მომენტში ჩანს, როგორ ესაუბრება კიმ ჩინ ინი საკუთარ ორეულს. 

კიმ ჩენ ინი  - Sputnik საქართველო
ეს ის კიმი არაა: მასმედია ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ორეულზე წერს - ქვეყნდება ფოტოები

ამასთან აღინიშნება, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ყოველთვის ორეულებთან ერთად მგზავრობს, რათა პოტენციური თავდასხმის მსხვერპლი არ გახდეს. ამ ფაქტზე დაყრდნობით გამოცემა ვარაუდობს, რომ ცოტა ხნის წინ კიმ ჩენ ინის საჯარო გამოჩენა ვერ უარყოფს ინფორმაციას მისი შესაძლო ავადმყოფობისა თუ სიკვდილის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინი 11 აპრილის შემდეგ არ გამოჩენილა ქვეყანაში გამართულ არც ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, მათ შორის თავისი პაპის — ჩრდილოეთ კორეის დამფუძნებლის კიმ ირ სენის იუბილეზე. ქვეყნის ლიდერის გაუჩინარებამ გამოიწვია ხმების გავრცელება მისი შესაძლო ავადმყოფობისა და სიკვდილის შესახებ.

 

ყველა ახალი ამბავი
0