თბილისი, 7 მაისი — Sputnik. აშშ-ის უზენაესი სასამართლოს სატელეფონო მოსმენები უნიტაზში ჩაშვებული წყლის ხმამ დაარღვია, იტყობინება გამოცემა The Hill.
აშშ-ის უზენაესი სასამართლო, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მიმდინარე კვირაში პირველად ატარებს მოსმენებს ტელეფონით — დისტანციურად. ასევე პირველად დართეს ნება ფართო საზოგადოებას, დისტანციურად დასწრებოდნენ მოსმენებს ტელეკონფერენციაზე ჩართვის გზით.
უნიტაზში წყლის ჩაშვებისთვის დამახასიათებელი ხმა ტელეფონებში მაშინ გაისმა, როდესაც იურისტი რომან მარტინესი სიტყვით გამოდიოდა და მობილურ ტელეფონებზე ავტომატური სარეკლამო ზარების ამკრძალავი კანონის გაუქმებას მოითხოვდა. უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ხმამაღალ კავშირზე იმ მომენტისთვის.
ფაქტია, რომ ამის შემდეგ ტელეფონით დაუსწრებელი მოსმენების პროცესი ჩაიშალა.
სატელეკომუნიკაციო ფედერალური უწყების (FCC) ხელმძღვანელმა აჯიტ პაიმ სიტუაციაზე ირონიული კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ხმა, რომელიც ადვოკატის მიერ მისი უწყების ხსენებისთანავე გაისმა, არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული, როგორც სასამართლოს დამოკიდებულება FCC-ს მიმართ.
უზენაეს სასამართლოს ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. შეერთებულ შტატებს არჩევნების რეფორმა ესაჭიროება, რაც მოხდა, აღარ უნდა განმეორედეს, განაცხადა აშშ–ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორლანდოში კონსერვატორული პოლიტიკური მოქმედებების კონფერენციაზე (Conservative Political Action Conference) სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, 2020 წლის ნოემბრის არჩევნები გაყალბდა, მაგრამ სასამართლოებმა არ მოინდომეს, რამე მოემოქმედებინათ ამ ფაქტის წინააღმდეგ.
„ეს არჩევნები ფალსიფიცირებული იყო და უმაღლესმა და სხვა სასამართლოებმა არაფერი გააკეთეს ამის წინააღმდეგ... ჩვენ არჩევნების რეფორმა გვჭირდება... მსგავსის დაშვება აღარ შეიძლება“, — ციტირებს ექს–პრეზიდენტის სიტყვეს გამოცემა CBS News–ი.
ტრამპის თქმით, აუცილებელია არჩევნების რეგისტრაციის ნორმების, ამომრჩევლის პირადობის დადასტურების სტანდარტების გამკაცრება და ასევე ხმის მისაცემად ერთი დღის დაწესება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ–ის კონსერვატიული წრეების დიდ ნაწილს 2024 წლის საპრეზიდენტო კანდიდატად რესპუბლიკური პარტიისგან სწორედ დონალდ ტრამპის ხილვა სურს.
კონფერენციაზე გამოსვლისას ექს–პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკური კარიერა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და კრიტიკის ქარ–ცეცხლი დაატეხა თეთრი სახლის ამჟამინდელ მეთაურ ჯო ბაიდენს.
ამასთან ყოფილმა პრეზიდენტმა დადო პირობა, რომ უახლოეს მომავალში წარმოადგენს საკუთარ ხედვას აშშ–ის მომავლის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მანამდე მომავალ არჩევნებში დონალდ ტრამპის კანდიდატურისთვის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრეს რესპუბლიკური პარტიის გავლენიანმა სენატორებმა მიტ რომნიმ და ასევე მიტჩ მაკკონელიმ. მათი თქმით, რესპუბლიკური პარტია მზადაა, მხარი დაუჭიროს ყოფილ პრეზიდენტს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ ის პარტიის შიდა ნომინაციაში გაიმარჯვებს.
ისინი, ვინც ვალდებულები არიან კარანტინი ლონდონის სასტუმროებში გაიარონ, უკმაყოფილოები არიან - ამის შესახებ მეტყველებს მათი გზავნილები გარესამყაროსთან.
გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შავ სიაში შეყვანილი ქვეყნებიდან შესული ყველა პირი ათდღიან სავალდებულო კარანტინს გადის.
ბრიტანეთის შავ სიაშია სამხრეთ ამერიკის და სამხრეთ აფრიკის სახელმწიფოები პორტუგალია. ამ ტერიტორიებიდან ბრიტანეთში ჩასულები ვალდებულები არიან დაფარონ სასტუმროს ხარჯები და გაიარონ სავალდებულო „პისიარ-ტესტები“, რაც 1750 ფუნტი დაუჯდებათ.
კარანტინზე უარის თქმის გამო ჯარიმა 10 ათას ფუნტს შეადგენს. ყველა, ვინც ეცდება დამალოს შავ სიაში შეყვანილ ქვეყნებში მოგზაურობის შესახებ დიდ ბრიტანეთში ჩასვლამდე, ხელისუფლება 10 წლით დააპატიმრებს.
ფოტოზე გამოსახული ქალის თქმით, მას აქვს საკუთარი საცხოვრებელი თვითიზოლაციისათვის, კორონავირუსის ტესტზე კი მას უარყოფითი პასუხი აქვს
ბირმინგემის აეროპორტიდან მგზავრები საკარანტინო სასტუმროში გადაყავთ
მგზავრი ბავშვთან ერთად გადაყავთ სასტუმრო Holiday Inn-ში ჰითროუს აეროპორტში
მამაკაცი სასტუმროს ფანჯარაში წერილით, რომელზეც ამბობს, რომ სამსახური დაკარგა. „ბორის, ვინ გადაიხდის ამ თანხებს?“ - ამით ის ბრიტანეთის პრემიერ ბორის ჯონსონს მიმართავს
უკმაყოფილო ადამიანები სასტუმროს ფანჯრებში
ბრიტანეთის შავ სიაში შესულია პორტუგალია, სამხრეთ ამერიკისა და სამხრეთ აფრიკის სახელმწიფოები
ქალი იყურება სასტუმროს ფანჯრიდან ჰითროუს აეროპორტში
ჟურნალისტები სასტუმროს ბინადრებს ინფორმაციას უცვლიან
სასტუმროს ხარჯები და სავალდებულო „პისიარ-ტესტირება“ 1750 ფუნტი ჯდება
კარანტინზე უარის მთქმელი პირები 10 ათასი ფუნტით დაჯარიმდებიან
სასტუმროს ბინადრები გარესამყაროს სასტუმროს ფანჯრებიდან ეკონტაქტებიან
ყველა, ვინც ეცდება დამალოს შავ სიაში შეყვანილ ქვეყნებში მოგზაურობის შესახებ დიდ ბრიტანეთში ჩასვლამდე, ხელისუფლება 10 წლით დააპატიმრებს