სუპერმარკეტში კორონავირუსის დროს

ევროპა ზარალს ითვლის: მართლდება ყველაზე ცუდი მოლოდინები

159
(განახლებულია 16:29 04.05.2020)
გამოცემა "ევროსტატის" მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ მართლდება ყველაზე ცუდი მოლოდინები — ევროკავშირის ეკონომიკა 2020 წლის პირველ სამ თვეში 3,5%-ით შემცირდა.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. კორონავირუსმა და საკარანტინო ღონისძიებებმა ევროპის ეკონომიკა, რომელიც აშშ-ის შემდეგ მეორეა მსოფლიოში, უღრმეს კრიზისში ჩაძირა, იუწყება BBC News.

გამოცემა "ევროსტატის" მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ მართლდება ყველაზე ცუდი მოლოდინები — ევროკავშირის ეკონომიკა 2020 წლის პირველ სამ თვეში 3,5%-ით შემცირდა. 

გამოცემის ინფორმაციით, პირველი კვარტლის მონაცემები — ეს მხოლოდ მინიშნებაა მომავალ რღვევებზე. გამომდინარე იქიდან, რომ საყოველთაო კარანტინმა ევროკავშირი „მხოლოდ მარტში შებოჭა“, ძირითად დარტყმას მოქალაქეები და ბიზნესი მეორე კვარტალში მიიღებენ.

ხოლო თუ ვირუსი წლის მეორე ნახევარში უკან არ დაიხევს და ეკონომიკა აღდგენას არ დაიწყებს, საერთო ზარალი ბევრად მეტი იქნება.

„ეკონომიკის ვარდნის სიჩქარე და სიღრმე უპრეცედენტოა მშვიდობიანი დროისათვის. ვარდნის მასშტაბი მთლიანად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენ ხანს გასტანს კარანტინი და რამდენად წარმატებული აღმოჩნდება მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდაჭერის ზომები“, — განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ კრისტინ ლაგარდმა.

ევროპის ცენტრალური ბანკის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ წლის შედეგების მიხედვით ევროზონაში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 12%-ით შემცირდება, რაც 12–14 ტრილიონი ევროს ზარალს ნიშნავს.

 

159
თემები:
მსოფლიო დღეს (2472)
ბენიამინ ნათანიაჰუ

ნეთანიაჰუ ისრაელის ხომალდზე მომხდარ აფეთქებაში ირანს ადანაშაულებს

13
(განახლებულია 10:51 01.03.2021)
ისრაელის კუთვნილი ხომალდი, რომელსაც ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაჰქონდა, სერიოზულად დაზიანდა აფეთქების შედეგად

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ომანის ყურეში ისრაელის კუთვნილ ხომალდზე მომხდარ აფეთქებაში ირანის ხელი ურევია, განაცხადა ისრაელის პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნათანიჰუმ რადიო KAN–თან ინტერვიუში. 

​მანამდე ისრაელის მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ კომპანია Helios Ray Ltd–ის კუთვნილ ხომალდზე აფეთქებისას, რომელსაც ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაჰქონდა, არავინ დაშავებულა. რა გახდა აფეთქების მიზეზი, არ კონკრეტდება.

„ეს ნამდვილად ირანის ჩადენილია, ეს აშკარაა“, — განაცხადა ნათა ნიაჰუმ.

მისი თმით, „ირანი ისრაელის ყველაზე დიდი მტერია“ და ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ თეირანმა ბირთვული იარაღი არ მიიღოს — „გარიგებით თუ გარიგების გარეშე“.

„მის შესახებ [აშშ–ის პრეზიდენტ] ჯო ბაიდენსაც ვუთხარი“, — აღნიშნა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა.

მანამდე ისრაელის ხომალდზე შეტევაში ასევე ირანი დაადანაშაულა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი ჰანცმა. მისი თქმით, დაზვერვამ და ანალიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გაარკვიონ, ვინაიდან აშკარაა, რომ აფეთქება შემთხვევით არ მომხდარა.

13
თემები:
საერთაშორისო პანორამა
დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი აშშ-ის საარჩევნო სისტემის შეცვლას მოითხოვს

22
(განახლებულია 10:21 01.03.2021)
მანამდე მედია წერდა, რომ ტრამპის სიტყვით გამოსვლა არის მისი ცენტრალური როლის დასტური რესპუბლიკურ პარტიაში და წარმოაჩენს იმასაც, რომ სწორედ იგია ყველაზე სავარაუდო კანდიდატი 2024 წლის არჩევნებში.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. შეერთებულ შტატებს არჩევნების რეფორმა ესაჭიროება, რაც მოხდა, აღარ უნდა განმეორედეს, განაცხადა აშშ–ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორლანდოში კონსერვატორული პოლიტიკური მოქმედებების  კონფერენციაზე  (Conservative Political Action Conference) სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, 2020 წლის ნოემბრის არჩევნები გაყალბდა, მაგრამ სასამართლოებმა არ მოინდომეს, რამე მოემოქმედებინათ ამ ფაქტის წინააღმდეგ.

„ეს არჩევნები ფალსიფიცირებული იყო და უმაღლესმა და სხვა სასამართლოებმა არაფერი გააკეთეს ამის წინააღმდეგ... ჩვენ არჩევნების რეფორმა გვჭირდება... მსგავსის დაშვება აღარ შეიძლება“, — ციტირებს ექს–პრეზიდენტის სიტყვეს გამოცემა  CBS News–ი.

ტრამპის თქმით, აუცილებელია არჩევნების რეგისტრაციის ნორმების, ამომრჩევლის პირადობის დადასტურების სტანდარტების გამკაცრება და ასევე ხმის მისაცემად ერთი დღის დაწესება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ–ის კონსერვატიული წრეების დიდ ნაწილს 2024 წლის საპრეზიდენტო კანდიდატად რესპუბლიკური პარტიისგან სწორედ დონალდ ტრამპის ხილვა სურს.

კონფერენციაზე გამოსვლისას ექს–პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკური კარიერა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და კრიტიკის ქარ–ცეცხლი დაატეხა თეთრი სახლის ამჟამინდელ მეთაურ ჯო ბაიდენს.

ამასთან ყოფილმა პრეზიდენტმა დადო პირობა, რომ უახლოეს მომავალში წარმოადგენს საკუთარ ხედვას აშშ–ის მომავლის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე მომავალ არჩევნებში დონალდ ტრამპის კანდიდატურისთვის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრეს რესპუბლიკური პარტიის გავლენიანმა სენატორებმა მიტ რომნიმ და ასევე მიტჩ მაკკონელიმ. მათი თქმით, რესპუბლიკური პარტია მზადაა, მხარი დაუჭიროს ყოფილ პრეზიდენტს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ ის პარტიის შიდა ნომინაციაში გაიმარჯვებს.

22
თემები:
საერთაშორისო პანორამა
კორონავირუსის ეპიდემია

COVID-19-ის ერთი წლის ქრონიკა და ინფიცირებული ეკონომიკის ანამნეზი...

0
(განახლებულია 10:04 01.03.2021)
რატომ და როგორ იზრდებოდა საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა... ერთი წლის ქრონიკა ციფრებში... დაუშვა თუ არა მთავრობამ შეცდომა, როცა შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეტაპობრივად მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო და ბოლოს, რა დაღი დაასვა COVID-19-მა ქვეყნის ეკონომიკას?

სამსონ ხონელი

ერთი წელი გავიდა, რაც მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული  ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გვაუწყა, რომ საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა... ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, განვლილ პერიოდს კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, ვნახოთ, როგორი იყო ვირუსის გავრცელების დინამიკა, რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა სახელმწიფომ უხილავ მტერთან საბრძოლველად და რაც მთავარია, როგორ აისახა COVID-19-ის პანდემია ქვეყნის ეკონომიკაზე.

ამთავითვე უნდა ითქვას, მთავრობამ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები გაითვალისწინა და COVID-19-თან საბრძოლველად მზადება ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და მომდევნო წლის იანვრის თვის ბოლოს ვირუსის გავრცელების პრევენციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, 29 იანვარს ჩინეთთან, ხოლო 23 თებერვალს ირანთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა.

მას შემდეგ, რაც COVID-19-მა საქართველომდეც მოაღწია, მარტის დასაწყისში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი შეწყდა, დაიხურა საბავშვო ბაღებიც. მარტის პირველ კვირაში იტალიასთან ავიამიმოსვლა აიკრძალა, ხოლო მაღალი გავრცელების ზონის ქვეყნებიდან ჩამოსულ მოგზაურებს ორკვირიანი კრანტინი და თვითიზოლაცია დაუწესდა.

მარტის თვის მეორე დეკადაში ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საზღვარი ჩაიკეტა. ამავე პერიოდში დაიხურა სამთო კურორტები, აიკრძალა სამარშუტო ტაქსების მოძრაობა, დაიხურა ყველა ტიპის ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები. 21 მარტს კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აიკრძალა ათ ადამიანზე მეტის შეკრება და შესაძლო დარღვევევბზე საკმაოდ მაღალი ჯარიმა დაწესდა - ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარი, იურიდიული პირებისთვის 15 000 ლარი.

31 მარტს საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. აიკრძალა საქალაქთაშორისო და ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი. მგზავრობა ნებადართული დარჩა მხოლოდ კერძო ავტოობილებით, მათ შორის ტაქსით. საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი გამოცხადდა, ხოლო დიდ ქალაქებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყო. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოები ჩაიკეტა. ამავე პერიოდიდან დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

აპრილის თვის ბოლოს მკაცრი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო, თუმცა საგანგებო მდგომარეობა მაისის თვის ბოლომდე გახანგრძლივდა. ამავე პერიოდში ხალხის რჩეულებმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანეს. მთავრობას თითქმის იგივე უფლებები მიენიჭა, რაც საგანგებო მდგომარეობის დროს, იმ განხვავებით, რომ პრეზიდენტისა და პარლამენტის თანხმობა უკვე საჭირო აღარ იყო. კანონის მოქმედების ბოლო ვადა 15 ივლისით განისაზღვრა, თუმცა ის ჯერ მიმდინარე წლის 1 იანვრამდე, ბოლოს კი 1 ივლისამდე გახანგრძლივდა.

ზაფხულის თვეებში, სავარაუდოდ ტურისტული სეზონის გადასარჩენად, შეზღუდვების დიდი ნაწილი უკვე მოხსნილი იყო... 2020 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით ინფიცირების სულ 1487 და გარდაცვალების 19 შემთხვევა დაფიქსირდა... ეს მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იყო... ეპიდემიოლოგთა დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საშემოდგომოდ ინფიცირების რაოდენობის მატება სწორედ საზაფხულოდ კოვიდრეგულაციების შემსუბუქების შედეგია...

სექტემბრის ბოლოს COVID-19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 6192-ს მიაღწია... ზუსტად ერთი თვის შემდეგ ეს მაჩვენებელი ორმოცი ათასს მიუახლოვდა... ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ პიკს ნოემბერ-დეკემბერში მიაღწია. თუ გიორგობისთვის ბოლოს ქვეყანას 136.000-მდე კოვიდინფიცირებული ჰყავდა, გასული წლის ბოლოს მათი რაოდენობა 227.000-მდე გაიზარდა.

მთავრობა იძულებული გახდა, ოქტომბრიდან შეზღუდვები ისევ გაემკაცრებინა... პირბადე გარე სიცრცეშიც სავალდებულო გახდა. ნოემბრის პირველი დეკადის ბოლოს გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდემდე აიკრძალა. კომენდატის საათის გამოცხადებიდან მალევე, 28 ნოემბრიდან ქვეყანა კიდევ ერთხელ ჩაიკეტა ანუ ლოქდაუნი მეორედ გამოცხადდა... აქვე, მოგახსენებთ, რომ 2020 წლის 21 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კოვიდრეგულეციების დარღვევის გამო თითქმის 37 მილიონი ლარის ჯარიმა გამოიწერა...

დარწმუნებული ვარ, მკითხველს კარგად მოეხსენება, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლადდამტკიცებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა სულ სამიოდე დღის წინათ საზოგადოებას კოვიდრეგულაციების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა გააცნო... გარკვევით ითქვა ისიც, რომ თუ მოსახლეობა პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის წესს გაითვალისწინებს, ქვეყანა თანდათან ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. როგორ აისახება შეზღუვების მორიგი მოხსნა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი საზოგადოებაში არ წყდება დისკუსია − როდიდან და რა სახის რეგულაციები უნდა დაწესებულიყო, როგორია კოვიდშეზღუდვების ეფექტი ეპიდსიტუაციაზე და მისი ნეგატიური ზემოქმედების ხარისხი ეკონომიკაზე.

არახალია, ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა... თანმიმდევრულად მივყვეთ და რამდენიმე პარამეტრი მიმოვიხილით...

მთლიანი შიდა პროდუქტი − გასულ წელს ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნის მაჩვენებეელი 1994 წლიდან მოყოლებული ყველაზე უარესი, 6.1 პროცენტი იყო, რაც მსოფლიოში მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირების მაჩვენებელს 2.1 პროცენტით აღემატება. არასახარბიელოა მიმდინარე წლის პროგნოზიც. მართალია, ბიუჯეტი 4.3 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა, ხოლო ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 4 პროცენტით უნდა გაიზარდოს, მაგრამ ფაქტია, რომ ახალი წლის პირველი თვე ეკონომიკის 11.5 პროცენტიანი შემცირებით დასრულდა. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები − სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს გასული წლის საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია და ჩვენც ისღა დაგვრჩენია პირველი სამი კვარტალის მონაცემებით ვიხელმძღვანელოთ. ამ პერიოდში საქართველოში 719 მილიონი ამერიკული დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალ0გიურ პერიოდთან შედარებით 24 პროცენტით ნაკლებია და ბოლო ათი წლის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

საგარეო ვაჭრობა − გასულ წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა, კერძოდ, ექსპორტი 11.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი − 16.6 პროცენტით  შემცირდა. ანალიტიკოსთა შეფასებებით, იმპორტის შედარებით უფრო დიდი მოცულობით შემცირება, მისი ადგილობრივი ნაწარმით ჩანაცვლებამ კი არა, ნავთობზე ფასების ვარდნამ და მსყიდველობითუნარიანობის კლებამ განაპირობა.

ფულადი გზავნილები − გასული წლის განმავლობაში საქართველოში საზღვარგარეთიდან რეკორდული ოდენობის − 1.886 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილი განახორციელდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 8.8 პროცენტით მეტია, ხოლო მიმდინარე წლის იანვარში ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19 პროცენტით გაიზარდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, COVID-19-ის პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, როდესაც საგარეო ვაჭრობაც შემცირდა, ინვესტიციების მოცულობაც, ტურიზმიც და პრაქტუკულად ყველა სხვა ეკონომიკური აქტიობა, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ზრდაში გარკვეული როლი მისმა ბოლომდე გაოფიციალურებამაც შეასრულა. სატრანსპორტო მიმოსვლის აკრძალვის გამო, ემიგრანტებმა თანხის ახლობლისთვის ხელზე გატანების საშუალება დაკარგეს. ფულადი გზავნილები კონკრეტულ ადრესატამდე საბანკო სისტემის გავლით მიდიოდა და შესაბამისად, მარტივად აღრიცხვადიც იყო...

ტურიზმი − არავის გაუკვირდება, სფეროდან შემოსავალი ფაქტობრივად განულდა. სექტორი 2000-იანი წლების მაჩვენებლებს დაუბრუნდა.   

უმუშევრობა − გასული წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობა 3.8 პროცენტით გაიზარდა და 20.4 პროცენტი შეადგინა, რაც 2018 წლის პირველი კვარტალის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 1.197 მილიონს დაუბრუნდა რაც შვიდი წლის წინანდელი მაჩვენებელია.  

ეროვნული ვალუტა − თავისი არსებობის მეოთხედსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში პირველად გასცდა სამიან ნიშნულს. გასულ წელს ლარი საშუალოდ 16 პროცენტით გაუფასურდა.

და ბოლოს, სიღარიბისა და უკიდურესი სიღარიბის ზუსტი სტასტისტიკა უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ გასულ წელს სოციალური დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა თითქმის 100.000-ით გაიზარდა და ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

ასეთია COVID-19-ის ერთი წლის არასრული სტატისტიკა... ვნახოთ, რა იქნება კიდევ ერთი წლის შემდეგ... შეძლებს თუ არა საქართველო დროულად დაიწყოს ვაქცინაციის პროცესი, გაუსწორდეს პანდემიას, დაამარცხოს უხილავი მტერი და დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს... მანამდე კი, სხვა რა დაგვრჩენია, გავიკეთოთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ხშირად დავიბანოთ ხელები...

 

0