Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

არსებობს კორონავირუსის „მოტყუების“ გზა: აკადემიკოსი განმარტავს

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსის პანდემია
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
აკადემიკოსი ასახელებს გზას, რომლის მეშვეობითაც კორონავირუსის „მოტყუებაა“ შესაძლებელი და იქვე მეთოდის ნაკლსაც მიუთითებს.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. კორონავირუსის მოტყუება გენური ინჟინერიის მეთოდებითაა შესაძლებელი, აცხადებს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი სერგეი ნედოსპასოვი.

მისი თქმით, COVID-19-ის ვაქცინის შექმნისას აუცილებელია გენეტიკური ტექნოლოგიების გამოყენება, ხოლო კლინიკურისწინა მოდელების შესაქმენლად გენომის რედაქტირებაა საჭირო. 

შეყვარებულები - Sputnik საქართველო
გადადის თუ არა COVID-19 სექსის გზით: მეცნიერები გვაფრთხილებენ

„ჯერჯერობით ამ ვირუსში ისეთი არაფერია აღმოჩენილი, რაც ვაქცინის შექმნის შესაძლებლობას საეჭვოს გახდიდა“, — აღნიშნა აკადემიკოსმა.

თუმცა მან იქვე ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინის შექმნას რამდენიმე თვე, ხოლო მის სრულფასოვან გამოცდას — წელიწადზე მეტი დასჭირდება.

ნედოსპასოვის თქმით, COVID-19-ით განკურნება პლაზმის გადასხმითაცაა შესაძლებელი, თუმცა ამ მეთოდს აქვს ნაკლიც — რისკი იმისა, რომ პაციენტს პლაზმასთან ერთად სხვა ინფექციაც „გადაესხას“.

„ამიტომ პრაქტიკულად უფრო სწორი იქნება განკურნებული პაციენტების სისხლის ჯამურ ანტისხეულებზე დამზადებული გაწმენდილი პრეპარატების გამოყენება“, — განმარტა აკადემიკოსმა.

COVID-19-ის გავლენა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე: მეცნიერებმა „დაკარგული წლები“ გამოთვალეს>>

მისი თქმით, არსებობს კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის მიღების კიდევ ერთი გზა — ეს ანტისხეულების ხელოვნურად შექმნაა. თუმცა ამ მეთოდსაც აქვს ნაკლი: ასეთ შემთხვევაში ორგანიზმის დაცვა ვადაში შეზღუდული იქნება. ამიტომ ნედოსპასოვი ყველაზე საიმედო ვარიანტად მაინც ვაქცინაციას მიიჩნევს.

„წარმატებული ვაქცინაციისას ჩვენში წარმოიქმნება არა მარტო გამანეიტრალებელი ანტისხეულები, არამედ მათი მწარმოებელი ლიმფოციტებიც. სწორედ ისინი უზრუნველყოფენ იმუნოლოგიურ მახსოვრობასა და მრავალწლიან დაცვას“, — აცხადებს მეცნიერი.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ეპიდემიის აფეთქების მომენტიდან დღემდე, მსოფლიოს 185 ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 971 831 ადამიანი შეადგინა. აქედან გარდაიცვალა 206 553 და განიკურნა 868 480 პაციენტი. რუსეთში ინფიცირებულია 87 147, გარდაიცვალა 794 ადამიანი.

ქვეყნების რაოდენობა, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, 84-ს აღწევს. ამ მაჩვენებელის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო.

ყველა ახალი ამბავი
0