სუპერმარკეტი

როგორ ვრცელდება კორონავირუსი მარკეტებში: სუპერკომპიუტერმა ზუსტი მოდელი შექმნა - ვიდეო

1283
(განახლებულია 17:06 20.04.2020)
კომპიუტერულმა მოდელმა აჩვენა, რომ თუ ინფიცირებული მაზაღიის ერთ რიგში დაახველებს, ვირუსული ნაწილაკების ღრუბელი მარტივად გადალახავს სტელაჟებს და რამდენიმე წუთის განმავლობაში თავისუფლად იმოძრავებს რიგებს შორის.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ფინეთის რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის მეცნიერთა ჯგუფმა გამოთვალა, როგორ ვრცელდება COVID-19-ის გამომწვევი ვირუსული ნაწილაკები ჰაერში მას შემდეგ, რაც ინფიცირებული ადამიანი დაახველებს.

მეცნიერებმა კვლევა სუპერკომპიუტერის მეშვეობით ჩაატარეს და დაადგინეს, როგორ შეიძლება გავრცელდეს  ვირუსი სუპერმარკეტში, სადაც ვენტილაციის სისტემა მუშაობს.

კომპიუტერულმა მოდელმა აჩვენა, რომ თუ ინფიცირებული მაღაზიის ერთ რიგში დაახველებს, ვირუსული ნაწილაკების ღრუბელი მარტივად გადალახავს სტელაჟებს და რამდენიმე წუთის განმავლობაში თავისუფლად იმოძრავებს რიგებს შორის.

აღსანიშნავია, რომ მანამდე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (აშშ) პროფესორმა ლიდია ბურუიბამ ზესწრაფი კამერის დახმარებით თვალსაჩინოდ დაამტკიცა, რომ დაცემინებისა თუ დახველების დროს ვირუსებით გაჯერებული აეროზოლური ღრუბელი 8 მეტრზე ვრცელდება.

​ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 185 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 2 404 325 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 165 238 და განკურნებულია 624 798 პაციენტი. 

1283
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (890)

აპლოდისმენტები და პროტესტანტების წინაშე მუხლმოყრილი პოლიციელები

98
აშშ-ის ქალაქ დე-მოინის პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც საპროტესტო აქციზე უსაფრთხოებას იცავდნენ, დემონსტრანტების აპლოდისმენტების თანხლებით, მუხლი მოიყარეს

ასე გამოხატეს წესრიგის დამცველებმა სოლიდარობა რასიზმისა და უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტანტებისადმი.  

როგორც ქალაქის ადმინისტრაციაში განაცხადეს, აქცია, რომელიც კომენდანტის საათის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაიმართა, მშვიდობიანად დაიშალა.

შეგახსენებთ, რომ მინეაპოლისში პოლიციას 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი შემოაკვდა დაკავებისას, რის შემდეგაც საპროტესტო აქციებმა იფეთქა ამერიკის ბევრ ქალაქში. აქციები თანდათან გადაიზარდა მასობრივ არეულობაში.

დემონსტრანტები ითხოვენ სამართლიანობას და ფლოიდის დაკავებაში მონაწილე ყველა პოლიციელის უფრო სერიოზულ პასუხისგებაში მიცემას.

98
პროტესტი აშშ-ში

პენტაგონმა მხარი არ დაუჭირა ტრამპის გეგმას პროტესტის ჩასახშობად არმიის გამოყენების შესახებ

69
კანონი „აჯანყების შესახებ“ არეგულირებს აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილებას, ქვეყნის ტერიტორიაზე განათავსოს ჯარები აჯანყებისა თუ ამბოხის ჩახშობის მიზნით, ახლა გადაწყვეტილებებს შტატების გუბერნატორები იღებენ

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. პენტაგონის ხელმძღვანელმა მარკ ესპერმა განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს აჯანყების შესახებ კანონის შესაბამისად ჯარის გამოყენებას არეულობის ჩასახშობად, იუწყება The Washington Times.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამას წინათ განაცხადა, რომ თუ რომელიმე ქალაქისა თუ შტატის ხელისუფლება მცხოვრებთა სიცოცხლისა და ქონების დასაცავად აუცილებელ ნაბიჯებს არ გადადგამდა, იგი ვითარების განსამუხტად არმიას გამოიყენებდა.

„ჯარის, როგორც სამართალდამცველი ორგანოების გამოყენების ვარიანტი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და მხოლოდ გადაუდებელ და მძიმე სიტუაციაში უნდა განიხილებოდეს. ახლა ჩვენ ასეთ ვითარებაში არ ვართ. მე მხარს არ ვუჭერ აჯანყების შესახებ კანონის გამოყენებას“, - განაცხადა ესპერმა პრესკონფერენციაზე.

აშშ-ში აკრძალულია ჯარის გამოყენება ქვეყნის შიგნით. თუმცა ამის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა შეიარაღებული აჯანყების შესახებ კანონი, მიღებული ჯერ კიდევ 1807 წელს.

ეს კანონი არაერთხელ გამოუყენებიათ მასშტაბური არეულობის ჩასაქრობად, მათ შორის, 1967 წელს დეტროიტში, 1968 წელს ჩიკაგოსა და ბალტიმორში, 1992 წელს ლოს-ანჯელესში.

რა ხდება აშშ-ში

მინეაპოლისსა და აშშ-ის სხვა ქალაქებში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს პოლიციის თანამშრომლებს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი შემოაკვდათ. ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ხელბორკილიანი მამაკაცი ასფალტზე წევს, ხოლო პოლიციელი კისერზე მუხლით ებჯინება. დაკავებული რამდენჯერმე იმეორებს, რომ სუნთქვა და მოძრაობა უჭირს, შემდეგ კი ლაპარაკს წყვეტს. მოგვიანებით ის რეანიმაციაში გარდაიცვალა.

მინეაპოლისში დაწყებული პროტესტი დარბევაში გადაიზარდა და სხვა შტატებსაც მოედო. ბოლო მონაცემებით, პოლიციის საწინააღმდეგო საპროტესტო ტალღამ, სულ მცირე, 140 ქალაქი მოიცვა, 29 მაისს კი პროტესტი და შეტაკება პოლიციასთან ვაშინგტონში, თეთრ სახლთან დაიწყო.

40 ქალაქში, მათ შორის, ლოს-ანჯელესში, სან-ფრანცისკოში, ბევერლი-ჰილზში, ჩიკაგოში, ორლანდოში, ატლანტაში, დენვერში, დასავლეთ ჰოლივუდში, კომენდანტის საათი გამოაცხადეს.

დემონსტრაციების დაწყების შემდეგ სამსახურიდან ოთხი პოლიციელი გაათავისუფლეს, ერთ მათგანს - დერეკ ჩავენს - გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. გამოძიებაში ჩაერთო გამოძიების ფედერალური ბიურო, რომელმაც საქმე პრიორიტეტულად გამოაცხადა.

ამჟამად პოლიციის ყოფილი ოფიცერი ჩავენი, New York Post-ის მონაცემებით, მინესოტას მკაცრი რეჟიმის ციხეში იმყოფება.

აქტივისტები დანარჩენი სამი პოლიციელის დასჯასაც ითხოვენ, რომლებიც არ ჩაერივნენ მიმდინარე მოვლენებში და ჩავენს ფლოიდის მოკვლის საშუალება მისცეს. მინესოტას გენერალურმა პროკურორმა კიტ ელისონმა განაცხადა, რომ სხვა ბრალდებები შეიძლება „ძალიან მალე“ გამოჩნდეს, თუმცა თარიღი არ დაუზუსტებია.

69
თემები:
მსოფლიო დღეს
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 4 ივნისს

0
(განახლებულია 08:21 04.06.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0356 ლარით გამყარდა.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,0416 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0356 ლარით გამყარდა.

ლარის კურსი 4 ივნისს
ლარის კურსი 4 ივნისს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს