ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

ვერხვის ბუმბული შესაძლოა კორონავირუსის პოტენციური გადამტანი იყოს: სეზონი ახლოვდება

© photo: Sputnik / Alexey Mal'gavko / გადასვლა მედიაბანკშივერხვის ბუმბული
ვერხვის ბუმბული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხსენებული მიზეზები შესაძლოა მძლავრ ფაქტორად იქცეს ინფიცირების კუთხით, თუ მცენარის ყვავილობამდე ეპიდემიის შეჩერება ვერ მოხერხდება.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. ვერხვის ბუმბული შესაძლოა კორონავირუსის გადადების მიზეზი გახდეს, თუმცა არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მათ შორის პირდაპირი კავშირი არსებობს, ჯერჯერობით არ გვაქვს, განაცხადა იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, მედიცინის მეციერებათა კანდიდატმა ნადეჟდა ლოგინამ.

„არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალერგიასა და კორონავირუსს შორის პირდაპირი კავშირი არსებობს, არ გაგვაჩნია, თუმცა, ბუნებრივია, რომ ალერგიით დაავადებული ყველა ადამიანი რისკის ჯგუფშია. უპირველესად იმიტომ, რომ მათ ბრონქიალური ასთმის სხვადასხვა ფორმები და ალერგიული რინიტი აწუხებთ ვერხვის ყვავილობის სეზონზე. ასეთები დედამიწის მოსახლეობის 20%-ს შეადგენენ“, — აღნიშნავს იმუნოლოგ-ალერგოლოგი.

მედიკოსს მიაჩნია, რომ ხსენებული მიზეზები შესაძლოა მძლავრ ფაქტორად იქცეს ინფიცირების კუთხით, თუ მცენარის ყვავილობამდე ეპიდემიის შეჩერება ვერ მოხერხდება. 

ექიმი საველე ჰოსპიტალში - Sputnik საქართველო
დასტურდება კორონავირუსის ახალი სიმპტომები და შედეგები: ვირუსის „ეჭვგარეშე“ უნარი

„განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იქნება იმ შემთხვევაში, თუ იმ დროისათვის, როდესაც ვერხვის ბუმბულები ჰაერში ფარფატს იწყებს, ეპიდემიას ვერ შევაჩერებთ: ვერხვის ბუმბული შესაძლოა კორონავირუსის აქტიური გადამტანი აღმოჩნდეს, ამგვარ ვითარებას უკვე ახლავე განვჭვრეტ“, — გვაფრთხილებს ალერგოლოგი ლოგინა.

ამასთან ექიმმა აღნიშნა, რომ ალერგიის მქონეები უკვე არიან რისკის ზონაში, ვინაიდან ვერხვის ყვავილობა შეიძლება დღე-დღეზე დაიწყოს.

ნადეჟდა ლოგინას თქმით, ვითარებას ართულებს ის ფაქტორიც, რომ ალერგიის შემთხვევაში თვითიზოლაციაც კი ვერ დაეხმარება ადამიანებს, ვინაიდან ვერხვის ბუმბული მათ საცხოვრებლებში ელემენტარულად ჰაერის გასაწმენდად გაღებული ფანჯრებიდან შეაღწევს.

„ნულოვანი პაციენტი“ დადგენილია: კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიიდან „გამოიქცა“>>

იმუნოლოგ-ალერგოლოგი მსგავსი პრობლემების მქონეებს აფრთხილებს, რომ ასეთ შემთხვევაში ფანჯრებზე ბადეები საკმარისი არ იქნება და სველი ქსოვილის გაკვრას ურჩევს.

 

ყველა ახალი ამბავი
0