მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ზემასიურ შავ ხვრელს ყველაზე ახლოდან გადაუღეს ფოტო: უახლესი კადრები

© Pixabay / geraltშავი ხვრელი
შავი ხვრელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასტროფიზიკოსებმა ზემასიური შავი ხვრელის დეტალური ფოტო გადაიღეს, რომელიც დედამიწიდან 5 მლრდ სინათლის წლითაა დაშორებული.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. მიღებულია ზემასიური შავი ხვრელიდან რელატივისტური ჭავლების გამოტყორცნის ყველაზე ახლო და დეტალური ფოტო, აცხადებენ მეცნიერები.

ფოტო გამოქვეყნებულია საიტზე Event Horizon Telescope.

ასტროფიზიკოსების თქმით, მსგავსი მოვლენა მაშინ ხდება, როდესაც მატერია შავ ხვრელში ხვდება და ნივთიერების ნაწილი თითქმის სინათლის სხივის მსგავს სიჩქარეს იძენს.

სპეციალისტების ვარაუდის საწინააღმდეგოდ, რელატივისტური ჭავლი სულაც არ გამოდგა მკაცრად სწორი.

გარდა ამისა, მეცნიერებმა დააფიქსირეს, რომ აკრეციული დისკო ბრუნავს და შავ ხვრელში მოხვედრილი ნებისმიერი მასალა წვრილად ქუცმაცდება. 

შავი ხვრელი, რომელსაც ასტროფიზიკოსები აკვირდებოდნენ, დედამიწიდან ხუთი მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული და უკიდურესად კაშკაშად მიიჩნევა.

ყველა ახალი ამბავი
0