Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

დარჩება თუ გაქრება: მეცნიერები ვირუს SARS-CoV-2-ზე ახალ კვლევას აქვეყნებენ

© AFP 2024 / Karim Sahibგრაფიტი კედელზე, დუბაი
გრაფიტი კედელზე, დუბაი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევარების თქმით, შვიდი ცნობილი კორონავირუსიდან ოთხი გრიპის მსგავსად ვრცელდება და მის ანალოგიურ სეზონურ ეპიდემიებს იწვევს.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. ადამიანისთვის ცნობილი შვიდი კორონავირუსიდან ოთხი გრიპის მსგავს სეზონურ ეპიდემიებს იწვევს და მასავით გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, ამ დასკვნამდე მივიდნენ მიჩიგანის უნივერსიტეტის (აშშ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მეცნიერები, ნათქვამია MedicalXpress-ის საიტზე გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში. 

სოციალური დისტანცირებისთვის მონიშნული ადგილები - Sputnik საქართველო
ჩინეთის წამყვანი ეპიდემიოლოგი COVID 19-ის პანდემიის შეწყვეტის თარიღს ასახელებს

იმ ფაქტმა, რომ დაავადების შემთხვევათა უმეტესობა ზამთრის თვეებში ფიქსირდება, შეიძლება კორონავირუსის პანდემიის სავარაუდო პიკის თარიღიც განსაზღვროს, ამტკიცებენ კვლევის ავტორები. 

მეცნიერების თქმით, ცნობილი კორონავირუსებით ინფიცირების შემთხვევათა უმეტესობა დეკემბრიდან აპრილ-მაისამდე პერიოდში ფიქსირდება, პიკი კი იანვარ-თებერვალზე მოდის. შემთხვევების მხოლოდ 2,5% ვლინდება ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში. 

მკვლევარების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სეზონური კორონავირუსები კავშირშია COVID-19-ის გამომწვევ SARS-CoV-2-თან, ჯერჯერობით მაინც უცნობია, როგორ მოიქცევა ეს უკანასკნელი. 

„მიუხედავად იმისა, რომ მიჩიგანში აღმოჩენილი სეზონური კორონავირუსები SARS-CoV-2-თანაა კავშირში, ჩვენ ჯერ არ ვიცით, მოიქცევა თუ არა ის სეზონური კორონავირუსების მსგავსად. მხოლოდ დრო გვაჩვენებს, დარჩება თუ არა SARS-CoV-2 რესპირატორული ინფექციების ლანდშაფტში ხანგრძლივად, თუ საერთოდ გაქრება ადამიანებიდან“, - განაცხადა ეპიდემიოლოგიის პროფესორმა არნოლდ მონტომ. 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 184 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 1 484 811 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 88 538 და განკურნებულია 329 826 პაციენტი. 

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 432 132 ინფიცირებულით, მეორეზე — ესპანეთი (148 220), მესამეზე — იტალია (139 422). 

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 62-ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო. 

 

ყველა ახალი ამბავი
0