Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

შექმნილია ხელოვნური ვირუსი, რომელიც კორონავირუსულ ინფექციებს ბლოკავს

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელმა მიკრობიოლოგებმა ხელოვნური ვირუსი ბუნებრივი ვირუსის პარაგრიპ-5-ის (PIV5) საფუძველზე შექმნეს, რომელიც ძაღლებშია გავრცელებული, მაგრამ უსაფრთხოა ადამიანებისთვის.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური ვირუსი, რომელიც კორონავირუსის წინააღმედგ ვაქცინის სახით შეიძლება იყოს გამოყენებული. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია აშშ-ის მიკრობიოლოგთა საზოგადოების ჟურნალში mBio.

გავრცელებული ინფორმაციით, ცდები უკვე ჩატარდა კორონავირუსი MERS-ით ინფიცირებულ თაგვებზე. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი მიდგომა ეფექტური იქნება ვირუს SARS-CoV-2-ის მიმართაც, რომელიც COVID-19-ს იწვევს. 

ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარი ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
მეცნიერებმა COVID-19-ის ვაქცინისთვის საჭირო განსაკუთრებული ნივთიერება ზღვაში იპოვეს

როგორც ირკვევა, ამერიკელმა მიკრობიოლოგებმა ხელოვნური ვირუსი ბუნებრივი ვირუსის პარაგრიპ-5-ის (PIV5) საფუძველზე შექმნეს, რომელიც ძაღლებშია გავრცელებული, მაგრამ უსაფრთხოა ადამიანებისთვის. ამის შემდეგ ის თაგვებზე MERS-ის წინააღმდეგ ვაქცინად გამოიცადა.

ტესტებმა აჩვენა, რომ ცხვირიდან შეყვანილი ვირუსული ვაქცინის ერთჯერადი დოზა ეფექტურად აიძულებდა ინფიცირებულ უჯრედებს, ეწარმოებინათ S-ცილა, რაც, თავის მხრივ, ვირუსის მატარებელი ცხოველის იმუნურ პასუხს ააქტიურებდა. 

რამდენ ხანს „იმუშავებს“ COVID-19-ზე იმუნიტეტი: ამერიკელი პროფესორი განმარტავს>>

ვაქცინის შეყვანიდან ოთხი კვირის შემდეგ საცდელი თაგვები MERS-ის მათზე ადაპტირებული ვირუსით დაასნებოვნეს (როგორც ცნობილია, თაგვებს MERS-ი არ ემართებათ), რათა სასიკვდილო ინფექცია გამოეწვიათ. საბოლოოდ გაირკვა, რომ გადარჩა ყველა თაგვი, რომლებიც S–ცილით მოდიფიცირებული ვირუსით — PIV5 იყვნენ დასნებოვნებული, ხოლო ისინი, რომლებსაც იმუნიზაცია S–ცილის გარეშე ჩაუტარდათ, დაიხოცნენ. 

„კვლევა ადასტურებს, რომ PIV5-ის საფუძველზე დამზადებული ინტრანაზალური ვაქცინა ეფექტურია თაგვებში MERS-ის წინააღმდეგ, ამიტომ საჭიროა მისი პოტენციალის გამოკვლევა სხვა საშიში კორონავირუსების, მათ შორის, SARS-CoV-2-ის მიმართ“, — ამბობს კვლევის ერთ–ერთი ავტორი პოლ მაკკრეი.

ამ დროისათვის მეცნიერები უკვე მუშაობენ SARS-CoV-2-სგან დამცავი მოდიფიცირებული ვირუსის შექმნაზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0