Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჯოან როულინგი აკრიტიკებს მათ, ვინც კარანტინში ყოფნისას პროდუქტიულობისკენ მოუწოდებს

© photo: AFP 2020 / Bennett Raglinჯოან როულინგი
ჯოან როულინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მწერალი აკრიტიკებს სოციალური ქსელების იმ მომხმარებლებს, რომლებიც წარუმატებლებს უწოდებენ ადამიანებს, რომლებიც, მათი თქმით, თვითიზოლაციაში რაიმე ახალს არ სწავლობენ.

თბილისი 7 აპრილი – Sputnik. მსოფლიოში ცნობილმა ბრიტანელმა მწერალმა, ჰარი პოტერის შესახებ რომანების ავტორმა ჯოან როულინგმა გააკრიტიკა ქოუჩები, რომლებიც კარანტინის დროს პროდუქტიულობისკენ მოუწოდებენ, იუწყება Independent.

კერძოდ, როულინგი აკრიტიკებს სოციალური ქსელების იმ მომხმარებლებს, რომლებიც წარუმატებლებს უწოდებენ ადამიანებს, რომლებიც, მათი თქმით, თვითიზოლაციაში არაფერ ახალს არ სწავლობენ. როგორც მწერალი აღნიშნავს, „საქმიანობის შეცვლა“ მათ დეპრესიულ მდგომარეობაზე დადებითად ვერ იმოქმედებს.

„თუ თქვენ ხართ ქოუჩი და წარუმატებლად მიიჩნევთ მათ, ვინც კარანტინში ყოფნისას არ სწავლობს რაღაც ახალ უნარს ან არ ქმნის ახალ ბრენდს, შეჩერდით! ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ისეთი პრობლემები, რომელთა შესახებ არაფერი გსმენიათ. ზოგჯერ უბრალოდ გადარჩენა - ეს საკმარისზე მეტიცაა“, - მიიჩნევს როულინგი.

მწერალი დარწმუნებულია, რომ როდესაც ასეთი პერსონები ადამიანებს ზარმაცებს უწოდებენ და, რადგან ისინი „ყოველდღიურად არ ქმნიან შედევრებს“, მოტივაციის არქონაში ადანაშაულებენ, ეს მათ შთაგონებას საერთოდ არ შემატებს.

„საქმიანობის ხშირი ცვლა და გართობა რომ კურნავდეს დეპრესიას, არც ერთი მდიდარი ადამიანი ან სამუშაოზე გადაყოლილი თავს არ მოიკლავდა. სევდა და დარდი სისუსტე როდია, ეს არის ადამიანების ნორმალური რეაქცია სირთულეებსა და საფრთხეებზე“, - აღნიშნა მწერალმა.

რამდენიმე დღის წინ ჯოან როულინგმა ერთგულ ფანებს შესთავაზა ახალი ონლაინ-პლატფორმა პოტერიადაზე, რომელიც კარანტინში მყოფ ბავშვებს გაართობდა. გვერდი გათვლილია იმათზე, ვინც კითხვას ახლა სწავლობს, ასევე ჰარი პოტერის შესახებ წიგნების ერთგულ მკითხველებზე, რათა მათ „იგრძნონ გრიფინდორში სასტუმრო ოთახის სიმყუდროვე ან მისის უიზლის თბილი ჩახუტება“.

აღსანიშნავია, რომ თვის დასაწყისში ბრიტანელი მწერალი ჯოან როულინგი თავის Twitter-აკაუნტში წერდა, როგორ ებრძოდა კორონავირუსის სიმპტომებს. მისი თქმით, კორონავირუსზე ტესტი არ ჩაუბარებია, თუმცა ორი კვირის განმავლობაში ინფექციის ყველა ნიშანი ჰქონდა. ახლა მწერალი თავს კარგად გრძნობს.

მარტში როულინგი ბოლო ათწლეულის ყველაზე პოპულარული მწერალი ქალების რეიტინგის ლიდერი გახდა. 2019 წლის დეკემბერში კი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწერალი ქალების რეიტინგის სათავეში მოექცა. მისი შემოსავალი ექსპერტებმა 92 მილიონ აშშ დოლარად შეაფასეს.

ყველა ახალი ამბავი
0