Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19: ევროპის ორი ქვეყანა შეზღუდვების ნაწილობრივად მოხსნას იწყებს

© Sputnik / STRINGERბლოკპოსტი
ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ორ ქვეყანაში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რამდენიმე ათასს აღწევს, ხელისუფლებების გადაწყვეტილებით ზოგი შეზღუდვა იხსნება.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ევროპის ორი ქვეყნის – დანიისა და ჩეხეთის ხელისუფლებებმა პანდემიის გამო დაწესებული საკარანტინო ღონისძიებების ნაწილობრივ მოხსნა გადაწყვიტეს, იუწყება მასმედია. 

ბაზარში - Sputnik საქართველო
საქართველოს მასშტაბით აგრარული ბაზრები იხურება

მაგალითად, დანიაში, სადაც ამ დროისათვის 5 173 ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული (გარდაცვლილი — 187, განკურნებული — 1 511), 15 აპრილიდან ამოქმედდება საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები, ხოლო სხვა სკოლები და სასწავლო დაწესებულებები 10 მაისს გაიხსნება. ამასთან, კაფეები, სილამაზის სალონები, დისკოტეკები და სავაჭრო ცენტრები კვლავ დაკეტილი რჩება.

ასევე ჯერჯერობით ისევ შეზღუდულია ათზე მეტი ადამიანის თავმოყრა.

ჩეხეთში, სადაც ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 4 828-ს აღწევს (გარდაცვლილი — 80, განკურნებული — 127), 9 აპრილიდან გაიხსნება არასასურსათო მაღაზიები.  

გარდა ამისა, უკვე დღეიდან, 7 აპრილიდან დაშვებულია ნიღბის გარეშე ბუნებაში გასვლა და სპორტით დაკავება. თუმცა დისტანციის შენარჩუნება ჯერჯერობით მაინც საჭიროა.

14 აპრილიდან ჩეხეთის ფარგლებს გასვლა დაიშვება საპატიო მიზეზით, მაგალითად, მივლინების საფუძველზე.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 184 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 1 359 398 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 75 945 და განკურნებულია 289 109 პაციენტი. 

ყველა ახალი ამბავი
0