Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მსოფლიო ღამით – 6-7 აპრილი: პენტაგონმა COVID-19-ის ვაქცინის გამოცდა დაიწყო

© photo: National Parliamentary Library of Georgiaთბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრამპი უკმაყოფილოა ინდოეთის გადაწყვეტილებით, აკრძალოს მალარიის სამკურნალო პრეპარატის ექსპორტი, რომელიც კორონავირუსის მკურნალობაზე იცდება. მან არ გამორიცხა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაბამისი საპასუხო ზომები გაატაროს ინდოეთის წინააღმდეგ.

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 184 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 1 348 184 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 74 816 და განკურნებულია 284 802 პაციენტი. მონაცემები აღებულია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტიდან.  

ინფექციური საავადმყოფოს ექიმები - Sputnik საქართველო
მოლოდინის ორი დღე, ანუ სანამ COVID-19-ზე ტესტის პასუხს მივიღებდი: ჟურნალისტი ინფექციურში

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 368 376 ინფიცირებულით, მეორეზე — ესპანეთი (136 675), მესამეზე — იტალია (132 547). 

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 61-ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო. 

COVID-19-ით გამოწვეული და მასთან დაკავშირებული რამდენიმე მოვლენა, რომლებიც 6–7 აპრილის ღამით მოხდა მსოფლიოში, ასე გამოიყურება: 

  • ბელგიის ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული სოციალური იზოლაციის რეჟიმიდან ეტაპობრივ გამოსვლას იწყებს;
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, პანდემიის ფონზე მსოფლიო მედდების მწავავე უკმარისობას განიცდის. ეს რიცხვი მსოფლიოს მასშტაბით 5,9 მლნ კადრს შეადგენს;
  • ტეხასის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგთა ჯგუფმა კვლევებით დაადგინა, რომ ქვეყნებში, სადაც ტუბერკულოზზე აცრის პროგრამები მოქმედებს, COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები ათჯერ ნაკლებია იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებშიც ეს აცრები არ ტარდება;
  • დონალდ ტრამპის თქმით, მან უკვე მიმართა წამყვან კომპანიებს, დახმარება აღმოუჩინონ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს მკურნალობაში, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული და ამ დროისთვის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა მიერთებული. მისი თქმით, საუბარია გარკვეული სახის „რთულ მკურნალობაზე“;
  • აშშ-ის პრეზიდენტი უკმაყოფილოა ინდოეთის გადაწყვეტილებით, აკრძალოს მალარიის სამკურნალო პრეპარატ „ჰიდროქსიქლოროქინის“ ექსპორტი, რომელსაც კორონავირუსის სამკურნალოდ იყენებენ. მან არ გამორიცხა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაბამისი საპასუხო ზომები გაატაროს ინდოეთის წინააღმდეგ;
  • პენტაგონმა COVID-19-ის ვაქცინის გამოცდა დაიწყო. გენერალ პოლ ფრიდრიქსის თქმით, პროცესს შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს...
ყველა ახალი ამბავი
0