ექიმები COVID 19-ით გარდაცვლილის ცხედართან

შემუშავებულია ალგორითმი: ყაზახეთი COVID 19-ით გარდაცვლილთა დაკრძალვის წესებს აქვეყნებს

94
(განახლებულია 16:08 01.04.2020)
ქვეყნის მთავარი სანიტარული ექიმის თქმით, შემუშავებულია ალგორითმი, რომლის თანახმადაც გარდაცვლილის ცხედრის ნათესავებისთვის გადაცემა აკრძალულია

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილთა დაკრძალვის ალგორითმის თანახმად, ცხედრების ნათესავებისთვის გადაცემა ან მათი გაკვეთა აკრძალულია, აცხადებს ყაზახეთის მთავარი სანიტარული ექიმი აიჯან ესმაგამბეტოვა. 

„ალგორითმის თანახმად, სხეულის გაკვეთა და ნათესავებისთვის მისი გადაცემა აკრძალულია. დაიშვება მხოლოდ ახლო ნათესავების დამშვიდობება მინიმუმ სამი მეტრის დაშორებით. ამასთან, გარდაცვლილის ცხედარი არ უნდა დარჩეს გამოსამშვიდობებელ ადგილზე ერთ საათზე მეტხანს“, — განაცხადა ესმაგამბეტოვამ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, რიტუალურ ცერემონიაში მხოლოდ ერთი სასულიერო პირი მიიღებს მონაწილეობას ისე, რომ არც მას და არც ნათესავებს „გარდაცვლილის სხეულთან კონტაქტი არ ექნებათ“.

ამ დროისათვის ყაზახეთში კორონავირუსით ინფიცირების 369 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან სამი პაციენტი გარდაიცვალა, 26 კი განიკურნა.

 

94

არეულობა აშშ-ში: პროტესტებმა 17 დიდი ქალაქი მოიცვა

265
(განახლებულია 15:22 31.05.2020)
მასობრივი არეულობების დროს ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე დიდ ქალაქში კომენდანტის საათი შემოიღეს

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. აშშ-ს 17 ქალაქში არეულობების დროს სამართალდამცველებმა დაახლოებით 1400 ადამიანი დააკავეს: სააგენტო THE ASSOCIATED PRESS-ის მონაცემებით ხუთშაბათიდან, როდესაც ქვეყანა პროტესტის ტალღამ მოიცვა, დაკავებულია სულ მცირე 1383 ადამიანი, იუწყება РИА Новости.

ქალაქ ინდიანაპოლისში (ინდიანას შტატი) არეულობების დროს სროლისას დაიღუპა ერთი და სულ მცირე ორი ადამიანი დაიჭრა, იუწყება ადგილობრივი გაზეთი Indy Star პოლიციაზე დაყრდნობით. მიმდინარეობს მომხდარის გამოძიება, მაგრამ სამართალდამცველები დარწმუნებულები არიან, რომ პოლიციას არ უსვრია. ქალაქის პოლიციას დაშავებულთა და დაღუპულის ვინაობას არ ასაჯაროებს.

პოლიციის მონაცემებით, არეულობის დროს მომიტინგეები თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, ამსხვრევდნენ ადმინისტრაციული შენობების ფანჯრებს, მოგვიანებით კი სროლა ატეხეს. ქალაქის პოლიციის უფროსმა რენდალ ტეილორმა მოქალაქეებს სისასტიკის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მინეაპოლისში და აშშ-ის სხვა ქალაქებში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს პოლიციის თანამშრომლებს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი შემოაკვდათ. ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ხელბორკილიანი მამაკაცი ასფალტზე წევს, ხოლო პოლიციელი კისერზე მუხლით ებჯინება. დაკავებული რამდენჯერმე იმეორებს, რომ სუნთქვა და მოძრაობა უჭირს, შემდეგ კი ლაპარაკს წყვეტს. მოგვიანებით ის რეანიმაციაში გარდაიცვალა.

მომხდარის შემდეგ დაკავების მონაწილე ოთხივე პოლიციელი გაათავისუფლეს სამსახურიდან, ერთ-ერთი გაუფრთხილებლობით მკვლელობაშია ბრალდებული.

რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი შემოიღეს. Wall Street Journal ასახელებს ისეთ ქალაქებს, როგორიც არის ლოს-ანჯელესი, ატლანტა და მინეაპოლისი, სადაც ფლოიდი გარდაიცვალა. Washington Post ასევე ასახელებს ლუისვილს, დენვერს, ფილადელფიას, ჩიკაგოს, ცინცინატის, პორტლენდს, კოლუმბიას, სიეტლს, ტოლედოს, როჩესტერსა და მილუოკის. გამოცემის ინფორმაციით, არეულობების მონაწილეები აგრძელებენ პროტესტებს და ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ყურადღებას არ აქცევენ. ამერიკული გამოცემა Hill აღნიშნავს, რომ დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია ძალას იყენებს, ზოგიერთი შტატის გუბერნატორი აშშ-ის ეროვნული გვარდიის მეომრების მობილიზაციას ახდენენ.

265
თემები:
მსოფლიო დღეს
დონალდ ტრამპი

აშშ-მა გაწყვიტეს ურთიერთობა ჯანმო-სთან: რეაქციები და შედეგები

94
(განახლებულია 13:36 30.05.2020)
აშშ-ის პრეზიდენტი მუქარიდან მოქმედებებზე გადავიდა: ამერიკის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობა გაწყვიტა

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (ჯანმო) ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა, იუწყება РИА Новости.

აშშ არ ცნობს ჯანმოს წამყვან როლს COVID-19-თან ბრძოლაში: ვრცელდება განცხადება >>

პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ ჯანმო-მ უარი თქვა ვაშინგტონის მიერ მოთხოვნილი რეფორმების ჩატარებაზე.

თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ამიერიდან ორგანიზაციისთვის განკუთვნილ თანხებს აშშ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯანდაცვის გადაუდებელ საჭიროებებზე გადაამისამართებს.

ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისწერა წერილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეიესუსს, რომელშიც ნათქვამია, რომ ვაშინგტონი სრულად შეწყვეტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსებას და გადახედავს წევრობის საკითხს, თუ ორგანიზაცია 30 დღის განმავლობაში არ ჩაატარებს რეფორმებს. ​ამერიკის ლიდერის თქმით, მისმა ადმინისტრაციამ გამოიძია ჯანმოს „წარუმატებელი რეაგირება“ კორონავირუსის პანდემიაზე.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჯანმო-მ უყურადღებოდ დატოვა ინფორმაცია გასული წლის დეკემბერში უჰანში კორონავირუსის გავრცელების შესახებ და არ ჩაატარა დამოუკიდებელი კვლევები. ამასთან, აშშ-ის ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ ორგანიზაციამ ტაივანისგან „ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციის შესახებ“ ინფორმაცია 2019 წლის ბოლოს მიიღო, მაგრამ არ გაასაჯაროვა ის.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეპიდემიის კერაში საერთაშორისო ექსპერტების შესვლა არ მოითხოვა და მოიწონა ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ქვეყნის შიგნით გადაადგილების აკრძალვის შესახებ, მაგრამ წინააღმდეგი იყო ამერიკის საზღვრების ჩაკეტვისა ან აშშ-ში ჩინეთიდან ვიზიტების აკრძალვის.

უკომენტაროდ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

თუმცაღა ჯანმო-ს წარმომადგენელმა აფრიკაში მიჰელ იაომ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ორგანიზაციის დაფინანსების შეწყვეტა იმოქმედებს რეგიონის ქვეყნების შესაძლებლობაზე შეებრძოლონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საშიშ კრიზისებს, მათ შორის კორონავირუსის პანდემიას.

„ეს ცუდი დროა საიმისოდ, რომ რომელიმე შენატანების გამოწვევა მოხდეს. ეს დრო მეტ სოლიდარობას მოითხოვს. შესაძლოა, განვითარებულ ქვეყნებს ჯანმო იმდენად არ ესაჭიროებათ, მაგრამ ჩვენი კონტინენტისათვის ჯანმო-ს არსებობა ნადვილად აუცილებელია, რათა ქვეყნებისთვის დახმარება გაგრძელდეს. ჩვენ გვყავს ისეთი ქვეყნები, რომლებიც ხანგრძლივ კრიზისს განიცდიან“, - განაცხადა მან.

იაომ ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაცია აფრიკის ჯანდაცვის ბიუჯეტის 80%-ის წყაროს წარმოადგენს და ამ თანხის მეხუთედი აშშ-ზე მოდის - ეს კი ერთი ქვეყნის მხრიდან ყველაზე დიდი შენატანია. ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ამ დაფინანსების შეწყვეტა მძიმე შედეგებს გამოიწვევს.

გარდა ამისა, დაზარალდებიან ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, რომელთა ერთი ნაწილი კონკრეტულად COVID-19-ს ებრძვის, სხვა ნაწილი კი არანაკლებ მნიშვნელოვან გამოწვევებს, ისეთს როგორიცაა ებოლა, მალარია და სხვა სასიკვდილო დაავადებები, დასძინა მან.

რუსეთის რეაქცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობების შეწყვეტით აშშ დარტყმის ქვეშ აყენებს ამ სფეროში საერთაშორისო-სამართლებრივი ურთიერთქმედების საფუძვლებს, თანაც იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

„იმ მომენტში, როდესაც მსოფლიოს პანდემიასთან ბრძოლაში ძალისხმევის კონსოლიდაცია სჭირდება, ვაშინგტონი დარტყმის ქვეშ აყენებს ჯანდაცვის სფეროში საერთაშორისო-სამართლებრივი ურთიერთქმედების საფუძვლებს“, - განაცხადა ზახაროვამ.

მას დაებადა კითხვა: „რა შეუძლია აშშ-ს სანაცვლოდ შესთავაზოს მსოფლიოს?“

„სავალალო სურათი, რომელიც ამერიკულმა ჯანდაცვის სისტემამ პანდემიის პერიოდში აჩვენა, ვაშინგტონს არ უტოვებს შანსს ისაუბრობს ამ სფეროში ლიდერობის შესახებ“, - განაცხადა ზახაროვამ.

94
თემები:
მსოფლიო დღეს
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 1 ივნისს

0
(განახლებულია 07:46 01.06.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0104 ლარით გამყარდა.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,1865 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0104 ლარით გამყარდა.

ლარის კურსი 1 ივნისს
ლარის კურსი 1 ივნისს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს