დონალდ ტრამპი

ნავთობის პრობლემა: ტრამპი რუსეთისა და საუდის არაბეთის მოლაპარაკებებში ჩაერთვება

44
(განახლებულია 15:35 01.04.2020)
პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ მანამდე „კარგი საუბარი“ ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და ასევე საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბენ სალმანთან.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. აშშ, რუსეთი და საუდის არაბეთი ნავთობზე მსოფლიო ფასების გაზრდის საკითხზე იმსჯელებენ დარგის მხარდასაჭერად, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. 

„[რუსეთი და საუდის] არაბეთი შეკრებას აპირებენ, ჩვენ ყველანი ვაპირებთ შეკრებას, რათა შევაფასოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ. იმიტომ რომ თქვენ მრეწველობის დაკარგვა არ გსურთ. ეს ათასობით და ათასობით სამუშაო ადგილია“, — განაცხადა აშშ-ის ლიდერმა პრესკონფერენციაზე. 

ტრამპმა აღიარა, რომ ნავთობზე დაბალი ფასები, ერთი მხრივ, კარგია ამერიკული ავიაკომპანიებისთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, ზიანს აყენებს ამერიკულ ნავთობმრეწველობას. 

„ეს ორი ქვეყანა მსჯელობს [ამ საკითხზე]. მეც შევუერთდები, თუ ეს აუცილებელი იქნება“, — დაამატა დონალდ ტრამპმა. 

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მანამდე „კარგი საუბარი“ ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და ასევე საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბენ სალმანთან. 

ნავთობის ფასები 6 მარტს თითქმის ორჯერ დაეცა COVID-19-ის პანდემიის ფონზე შემცირებული მოთხოვნებისა და ასევე OPEC+-ის შეთანხმების ამოწურვის გამო. ალიანსის ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ ვერც გარიგების პარამეტრების შეცვლისა და ვერც მისი გაგრძელების შესახებ. 

კერძოდ, რუსეთი არსებული პირობების შენარჩუნების მომხრე იყო, ხოლო საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების დამატებით შემცირებას მოითხოვდა. შედეგად – 1 აპრილიდან OPEC+-ის შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს ერთმანეთის მიმართ აღარანაირი ვალდებულება აღარ აქვთ. 

ამასთან, OPEC+-ის შეთანხმების ჩავარდნის შემდეგ მედიასაშუალებები ფასების ომზე ალაპარაკდნენ. მაგალითად, სააგენტო Reuters-ი იუწყებოდა, რომ საუდის არაბეთი ძირითადი ბაზრებიდან რუსეთის განდევნას ცდილობდა, სთავაზობდა რა მათ საკუთარ ნავთობს ბევრად დაბალ ფასად.

იმავდროულად საუდის არაბეთმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ აპრილიდან ნავთობის მიწოდებას დღე-ღამეში 12,3 მლნ ბარელით გაზრდიდა.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი და საუდის არაბეთი არ ეწევიან ფასების ომს, მაგრამ არსებობს არახელსაყრელი მსოფლიო კონიუნქტურა.

44
თემები:
მსოფლიო დღეს (1688)
ონლაინ-რეჟიმი

კონფუზი ონლაინ: პოლიტიკოს ქალს კამერის გამორთვა დაავიწყდა და მკერდი მოიშიშვლა - ვიდეო

13
(განახლებულია 16:29 04.06.2020)
მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო მსოფლიო მუშაობის ონლაინ-რეჟიმზე გადავიდა, ინტერნეტით არაერთი „თამამი“ შინაარსის შემთხვევითი ვიდეო გავრცელდა

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. მექსიკელ სენატორ ქალს სახელმწიფო ონლაინ–თათბირის შემდეგ ვიდეოკამერის გამორთვა დაავიწყდა და მკერდი მოიშიშვლა, რის მოწმეც არაერთი ადამიანი გახდა, იუწყება New York Post–ი.

ირკვევა, რომ 66 წლის მარტა ლუსია მიჩერ კამარენა მხოლოდ მას შემდეგ მიხვდა შეცდომას, რაც პირადი შეტყობინებები მიიღო. მანამდე კი თათბირის დამსწრე ჩინოვნიკებმა და ჟურნალისტებმა ინციდენტის კამერებზე აღბეჭდვა მოასწრეს. 

გამოცემის ინფორმაციით, სენატორი მაინცდამაინც არ განიცდის მომხდარს.

„მე მალუ მიჩერი ვარ  და არ მრცხვენია, რომ ინტიმური ადგილი შემთხვევით გამომიჩნდა... სწორედ ამ მკერდით გამოვზარდე ოთხი შვილი“, — განაცხადა მან.

ირკვევა, რომ მიჩერ კამარენას მხარი არაერთმა პოლიტიკოსმა დაუჭირა, რომლებმაც სამარცხვინოდ მიიჩნიეს სოციალური ქსელებით მკერდმოშიშვლებული სენატორის ფოტოების გავრცელება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, რაც მთელი მსოფლიო ონლაინ მუშაობის რეჟიმზე გადავიდა, ინტერნეტით არაერთი მსგავსი და კიდევ უფრო „თამამი“ შინაარსის შემთხვევითი ვიდეო- და ფოტომასალა გავრცელდა. 

 

13
თემები:
მსოფლიო დღეს (1688)

აშშ-ის პოლიცია მომიტინგეთა სოლიდარობის ნიშნად მუხლს იყრის - ფოტო

23
აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო აშშ-ში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა,. მომიტინგეებს მხარი დაუჭირეს პოლიციის თანამშრომლებმა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, როგორ მოიხადეს მათ ბოდიში კოლეგების დაუდევრობის გამო

ჯორჯ ფლოიდი პოლიციას დაკავებისას შემოაკვდა. ვიდეო კადრებმა ამერიკელები აღაშფოთა. ინციდენტის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებმა იფეთქა. უკვე რამდენიმე დღეა ასობით ადამიანი მინეაპოლისის, ნიუ-იორკის, ვაშინგტონის და აშშ-ის სხვა დიდ ქალაქებში აქციებს მართავს.

ბევრგან მშვიდობიანი აქცია მალე გადაიზარდა არეულობასა და პოლიციასთან დაპირისპირებაში. დემონსტრანტები არბევდნენ და ძარცვავდნენ მაღაზიებს, ცეცხლს უკიდებდნენ სანაგვე ურნებსა და ავტომობილებს.

პოლიციელები მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვანაირად გამოხატავენ მომიტინგეთა სოლიდარობას.

კალიფორნიის ქალაქი სანტა-კრუზეს  მერმა და პოლიციის ხელმძღვანელმა ენდი მილსმა სოლიდარობა გამოუცხადეს აქციის მონაწილეებს და მუხლი მოიყარეს დემონსტრაციის მსვლელობისას. ანალოგიურად მოიქცნენ მათი კოლეგები ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში. 

23
  • აშშ-ის რამდენიმე ქალაქში პოლიციელებმა მუხლი მოიდრიკეს საპროტესტო აქციის მონაწილეების წინაშე

  • © AFP / Kyle Grillot

    ასე გამოხატავენ სამართალდამცავები, პოლიციის ხელმძღვანელები და ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლები სოლიდარობას მომიტინგეთა მიმართ

  • © AFP / Frederic J. Brown

    პოლიციელებმა მუხლი მოიყარეს ნიუ-იორკში, ფლორიდაში, ვაშინგტონსა და კალიფორნიაში

  • © AFP / Agustin Paullier

    მიჩიგანში პოლიცია აქციის მონაწილეთა კოლონას შეუერთდა

  • © AFP / Eva Marie Uzcategui

    ფერგიუსონში პოლიციელები ჩამუხლულები იდგნენ ცხრა წუთის განმავლობაში. ზუსტად ამდენ ხანს აწვებოდა ყელზე მუხლით ჯორჯ ფლოიდს მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელი დერეკ ჩავენი

  • © AFP / David Ryder / Getty Images

    ბელვიუს პოლიციის მეთაური სტივ მილეტი მუხლს იყრის დემონსტრანტებთან ერთად

  • © REUTERS / Courtesy Aleeia Abraham

    ფრაზა „ვიგუდები“აქტივისტების ლოზუნგად იქცა, რომლებიც აშშ-ის შავკანიანი მოსახლეობის წინააღმდეგ პოლიციის ძალადობას აპროტესტებენ

  • © REUTERS / Dustin Chambers

    ერთ-ერთ ქალაქში ოფიცრები ცალ მუხლზე დადგნენ, მომიტინგეები კი დაღუპული აფროამერიკელების სახელებყვიროდნენ

  • © AFP / Eva Marie Uzcategui

    სხვა ქალაქებში პოლიციელები აქციების მონაწილეებთან ერთად ლოცულობდნენ ან თავდახრილები დუმილით გამოხატავდნენ პროტესტს