მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

NASA დედამიწისთვის პოტენციურად საშიშ ასტეროიდზე იერიშს ამზადებს

CC0 / Pixabay / ასტეროიდი
ასტეროიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Nasa-ს სპეციალისტები ასტეროიდს ფრენის ტრაექტორიას შეუცვლიან, რაც უფრო დიდი ასტეროიდებისგან პლანეტის დაცვის სისტემისთვის ტრენინგი იქნება.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევების ეროვნული სააგენტო (NASA) დედამიწისკენ მოძრავ ასტეროიდზე კინეტიკური დარტყმის მისატანად ემზადება, იუწყება გამოცემა Science Alert.

​გავრცელებული ინფორმაციით, ეს ასტეროიდი პლანეტა დედამიწას არანაირ საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ დარტყმა, რომლითაც NASA-ს სპეციალისტები მისი ფრენის ტრაექტორიას შეცვლიან, უფრო დიდი ასტეროიდებისგან პლანეტის დაცვის სისტემისთვის ტრენინგი იქნება.

ასტეროიდზე ჩასატარებელ მისიას DART (Double Asteroid Redirection Test) ეწოდა.

მწვანე ლაქა ღამის ცაზე: რა კავშირია მანათობელ სხეულსა და პანდემიას შორის?>>

ცნობილი ხდება, რომ კორონავირუსული ინფექციის პანდემიის გამო NASA-მ უკვე გააუქმა რამდენიმე ასეთი დაგეგმილი „იერიში“ და ახლა ასტეროიდზე შეტევის სტარტად 2021 წლის 22 ივლისს ასახელებს.   

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოტენციურად საშიში ასტეროიდი დედამიწას აპრილის ბოლოს მოუახლოვდებოდა, 4 მარტს გავრცელდა. ექსპერტების აზრით, ასტეროიდი №52768 (1998 OR2) ჩვენს პლანეტას 29 აპრილს მოუახლოვდება ყველაზე მეტად — 6,29 მილიონ კილომეტრ მანძილზე, რაც 16-ჯერ აღემატება დედამიწიდან მთვარემდე მანძილს.


ყველა ახალი ამბავი
0