მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტერორისტებმა ირანიდან თურქეთში გამავალი გაზსადენი ააფეთქეს

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიგაზსადენი
გაზსადენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანის გაზის ეროვნული კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ტერაქტის შედეგად მსხვერპლის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ტერორისტებმა ირანიდან თურქეთისკენ მიმავალი გაზსადენი ააფეთქეს, გაზმომარაგება დროებით შეჩერებულია, იუწყება ირანული საინფორმაციო პორტალი YJC ირანის გაზის ეროვნული კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით.  

„ამ დილით ირანიდან თურქეთში გამავალ გაზსადენზე აფეთქება მოხდა, რომელიც ტერორისტულმა დაჯგუფებებმა მოაწყვეს“, — განუცხადა პორტალს კომპანიის წარმომადგენელმა მეჰდი ჯამშიდიმ.

მისი თქმით, აფეთქება თურქეთის ტერიტორიაზე მოხდა. ამჟამად გაზსადენით გაზის მიწოდება შეჩერებულია.

ჯამშიდიმ აღნიშნა, რომ მსხვერპლის თაობაზე ზუსტი მონაცემები არ გააჩნია, თუმცა იქვე განმარტა, რომ აფეთქებას, რომელმაც გაზსადენის მილი ვერ გახეთქა, საეჭვოა, რომ მსხვერპლი მოჰყოლოდა. 

ყველა ახალი ამბავი
0