კარანტინი მარნეულსა და ბოლნისში

ვის ემუქრება ინფიცირება COVID-19-ით გუბერნატორმა იცის

167
(განახლებულია 20:21 27.03.2020)
გუბერნატორის ადმინისტრაციამ ამ პრესკონფერენციის ამსახველი ვიდეოს ფრაგმენტი წაშალა როგორც სოციალური ქსელებიდან, ისე ვებ-გვერდიდან, მაგრამ ამის მიუხედავად ვიდეომ მაინც მოასწრო ინტერნეტში გავრცელება.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ახალი კორონავირუსის მიმართ ღარიბები უფრო მედეგები არიან, განაცხადა პრესკონფერენციაზე მექსიკის პუებლას შტატის გუბერნატორმა მიგელ ბარბოსამ.

მის ნათქვამს ციტირებს გამოცემა Mexico News Daily.

​ბარბოსას დაკვირვებით, COVID-19-ით დაავადებულთა შორის უფრო მეტნი სწორედ შეძლებული, მდიდარი ადამიანები არიან.

„ინფიცირებულთა შორის უმეტესობა შეძლებული ადამიანია. თუ მდიდარი ბრძანდებით, საფრთხეში ხართ, თუ ღარიბი — არა. ჩვენ, ღარიბები, მედეგები ვართ“, — განაცხადა მან.

ბარბოსას განმარტებით, ახალი კორონავირუსი მდიდრებს უფრო ხშირად იმიტომ „ირჩევს“, რომ ისინი მოგზაურობენ.

აღსანიშნავია, რომ გუბერნატორის ადმინისტრაციამ ამ პრესკონფერენციის ამსახველი ვიდეოს ფრაგმენტი წაშალა როგორც სოციალური ქსელებიდან, ისე ვებ-გვერდიდან, მაგრამ ამის მიუხედავად ვიდეომ მაინც მოასწრო ინტერნეტში გავრცელება — კადრები არაერთმა საინფორმაციო სააგენტომ გამოაქვეყნა.

ამასთან, როგორც ირკვევა, მიგელ ბარბოსა სულაც არ შედის ღარიბი ადამიანების სიაში. დეკლარაციის თანახმად, გუბერნატორის სახელზე ორი კერძო სახლი და სამი ავტომობილია რეგისტრირებული. 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის მექსიკაში სულ ინფიცირების 585 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გარდაიცვალა 8 და განიკურნა 4 ინფიცირებული.

 

167
თემები:
მსოფლიო დღეს (1693)
გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“

სანქციები გაზსადენის წინააღმდეგ: გერმანიაში აშშ-ის სენატის მცდელობით შეშფოთებულები არიან

25
(განახლებულია 20:25 05.06.2020)
აღმოსავლეთ კომიტეტის ხელმძღვანელმა ოლივერ ჰერმესმა ამერიკული სენატის გეგმები „ევროკავშირში სამართლებრივი უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საშიშროებად“ შეაფასა

თბილისი, 5 ივნისი - Sputnik. გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ კომიტეტი შეშფოთებულია აშშ–ის სენატის მცდელობით, ახალი სანქციები დააწესოს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2–ის“ წინააღმდეგ, ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. 

„გერმანული კომპანიები დიდი შფოთვით ადევნებენ თვალყურს ამერიკელი სენატორების მცდელობას, სანქციები დააწესონ ევროპა–რუსეთის გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2–ის“ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით“, — ნათქვამია დოკუმენტში. 

აღმოსავლეთ კომიტეტის ხელმძღვანელმა ოლივერ ჰერმესმა ამერიკული სენატის გეგმები „ევროკავშირში სამართლებრივი უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საშიშროებად“ შეაფასა. მისი თქმით, სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2–ის“ წინააღმდეგ მიმართულია „ათობით გერმანული და ევროპული საწარმოს წინააღმდეგ“. 

„ამერიკელი სენატორების მიერ წამოყენებულ პოლიტიკურ არგუმენტებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2–ის“ მიმართ ბევრი აქვს საერთო ფეიკ–ნიუსებთან და ცოტა — რეალობასთან. ეს გაზსადენი არ ემუქრება ევროპის ენერგოუსაფრთხოებას, ის გაზის დამატებით რაოდენობას უზრუნველყოფს, რათა ბუნებრივ აირზე მოთხოვნის ზრდის პირობებში ფასები სტაბილური დარჩეს ევროპელი მომხმარებლებისა და კომპანიებისთვის და ევროკავშირმა შეძლოს, უფრო სწრაფად მიაღწიოს თავის მიზნებს კლიმატის დაცვის კუთხით“, — განმარტა ჰერმესმა. 

პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნება რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე — ბალტიის ზღვის გავლით. გაზსადენი გადის ტერიტორიულ წყლებზე ან რუსეთის, ფინეთის, შვედეთის, დანიისა და გერმანიის ეკონომიკურ ზონებზე.

ავსტრიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საწინააღმდეგო სანქციები გააკრიტიკა>>

მისი მშენებლობის დასრულება 2019 წლის ბოლოს იგეგმებოდა, თუმცა დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს გაზსადენების „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ისა და „თურქული ნაკადის“ წინააღმდეგ. შედეგად შვეიცარიულმა კომპანია Allseas-მა, რომელსაც გაზსადენი გაჰყავდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტა მუშაობა და სპეციალური ხომალდები გაიწვია.

25
თემები:
მსოფლიო დღეს (1693)
ევროკავშირი

როდის მოიხსნება შენგენის ზონაში მოგზაუროებაზე შეზღუდვა: თარიღი ცნობილია

84
(განახლებულია 19:49 05.06.2020)
შენგენის ზონაში  მოგზაურობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოდ არის შესაძლებელი, თუმცა პანდემიის გამო ევროკავშირმა საზღვრები დროებით ჩაკეტა

თბილისი, 5 ივნისი - Sputnik. ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში მოგზაუროებაზე შეზღუდვა შესაძლოა ივნისის ბოლომდე გახანგრძლივდეს, განაცხადა ევროკომისიაში საშინაო საქმეების ევროკომისარმა ილვა იოჰანსონმა. 

ევროკომისიაში იმედი აქვთ, რომ შენგენის ზონაში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები ივლისიდან მოიხსნება.

„ამას მხარი დაუჭირა ბევრმა ქვეყანამ. ჩვენ გავნაგრძობთ დიალოგს, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა იოჰანსონმა.

მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვის ვადა 15 ივნისამდე იყო განსაზღვრული. ეს შეზღუდვა ეხება საქართველოს მოქალაქეებსაც.

რაც შეხება შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების  აღდგენას, იოჰანსონის განცხადებით, ბევრი ქვეყანა მზადაა ამისთვის, ზოგი სახელმწიფო კი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და მოვლენების განვითარებას აკვირდება. ეს ქვეყნებია: პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, რუმინეთი და ბულგარეთი.

საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (ჯამში 90 დღით 180 დღის მანძილზე) უფლება აქვთ. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო ევროკავშირმა მესამე ქვეყნების მოგზაურებისთვის საზღვრები დროებით ჩაკეტა.

 

84
თემები:
მსოფლიო დღეს (1693)
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 6 ივნისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 20:37 05.06.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

6 ივნისი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია.

სავსემთვარეობის შემდეგ, როდესაც ხდება სასიცოცხლო და ფსიქოლოგიური ენერგიის დაგროვება, იწყება ამ ენერგიის თანდათანობითი შემცირება.

მოსალოდნელია მდგომარეობის, იდეებისა და განწყობის ხშირ–ხშირი ცვლა. ეს ეხება როგორც საქმიან სფეროს, ისე პირად ურთიერთობებს. კარგი დღეა კვირის განმავლობაშ დაგროვებული ამოცანების გადასაჭრელად, გეგმების შესადგენად.

თმის შეჭრა, შეღებვა: მშვილდოსანი, მორიელის მსგავსად, არაერთმნიშვნელოვან გავლენას ახდენს თმის ვარცხნილობის შეცვლაზე. მაგალითად, თუ თმის შეჭრა გინდათ და ვარცხნილობის დიდხანს შენარჩუნება, მაშინ, სჯობს, ეს სხვა დროისთვის გადადოთ – თმა მალე გაიზრდება და ვერ დაიმორჩილებთ. თმის შეჭრისთვის კარგი დღეა, თუ თმის ზრდის პროცესის შენელება გსურთ. გაითვალისწინეთ – თუ მაინც გადაწყვეტთ თმის შეჭრას, უპირატესობა სწორ, დავარცხნილ სტილს მიანიჭეთ და არა ხვეულ თმას. ასევე, შეიძლება არ გაამართლოს მოლოდინებმა თმის შეღებვასთან დაკავშირებით – თმა მალე გაფერმკრთალდება.

მთვარის დაბნელება 5 ივნისს: მასშტაბური მოვლენა, რომლითაც დაბნელებების დერეფანი იხსნება>>

მებაღეობა: მშვილდოსანი მთვარის კალენდარში ნაკლებად ნაყოფიერი ნიშანია, მაგრამ ამ დღეს ბაღში სხვადასხვა სამუშაოების შესრულება შეიძლება, მათ შორის, სასუქის მიცემა, გასხვლა, მცოცავი მცენარეების დარგვა და სხვ. მებაღეობის შესახებ ივნისში დეტალურად იხილეთ აქ.

0