Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი COVID-19-ით არის ინფიცირებული: ჯონსონი ვიდეოს ავრცელებს

© AFP 2024 / ANDREW PARSONSგაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
​მანამდე ცნობილი გახდა, რომ COVID-19 ასევე დაუდგინდა ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეს, 71 წლის პრინც ჩარლზს.

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ახალი კორონავირუსითაა ინფიცირებული, რის შესახებაც თავად აცნობა საზოგადოებას.

​​​მანამდე ცნობილი გახდა, რომ COVID-19 ასევე დაუდგინდა ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეს, 71 წლის პრინც ჩარლზს.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში მსუბუქი სიმპტომები განმივითარდა და კორონავირუსის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. ახლა თვითიზოლაციაში ვარ, მაგრამ ვაგრძელებ მთავრობის ხელმძღვანელობას ვიდეოკონფერენციების გზით... ერთად ჩვენ დავამარცხებთ მას. #StayHomeSaveLives“, – წერს პრემიერი საკუთარ Twitter-ზე. 

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის სამეცნიერო მრჩეველმა, ექიმმა პატრიკ ვალანსმა ცოტა ხნის წინ მოუწოდა ბრიტანეთის მოსახლეობას, ნებაყოფლობით დაინფიცირებულიყვნენ ახალი კორონავირუსით, რათა „ჯოგური იმუნიტეტი“ უფრო სწრაფად გამომუშავებოდათ.

დაავადდით COVID 19-ით: ექიმი ხალხს ნებაყოფლობით ინფიცირებისკენ მოუწოდებს>>

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის ბრიტანეთში COVID-19-ით ინფიცირებულია 11 816 ადამიანი. აქედან გარდაიცვალა 580 და განიკურნა 150 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0