მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კარანტინი და სტრესი: როგორ გავეცნოთ ახალ ამბებს ისე, რომ არ დავითრგუნოთ

© photo : Irakli Garibashvili / FBკარანტინი მარნეულში
კარანტინი მარნეულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფსიქოლოგის აზრით, არ არის გამორიცხული, წარმოიქმნას ჩაკეტილი წრე: რაც უფრო მეტ ინფორმაციას ეცნობა ადამიანი, მით უფრო იზრდება მისი შიშები, და რაც უფრო ეშინია, მით უფრო ხშირად უყურებს ახალ ამბებს.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. თუ გსურთ კარანტინის პირობებში სულიერი სიმშვიდე შეინარჩუნოთ, ჯობს დღის განმავლობაში ორზე მეტად არ გაეცნოთ ახალ ამბებს, მით უმეტეს, ძილის წინ, აცხადებენ ფსიქოლოგები.

დედამიწა - Sputnik საქართველო
COVID-19: პანდემიის გამო კაცობრიობის ნახევარი იზოლაციაშია

აღსანიშნავია, რომ მანამდე გამოცემა SKY News-მა დაითვალა და გაარკვია, რომ ამ მომენტისთვის COVID-19-ის პანდემიის გამო მსოფლიოს 41 სახელმწიფოში, სულ ცოტა, 3 მლრდ ადამიანი ცხოვრობს ამა თუ იმ სახის იზოლაციაში. აქედან დაახლოებით 1,5 მლრდ მკაცრ კარანტინშია. 

არგენტინელი ფსიქოლოგი ანაბელა ჩებ ტერაბი, რომელიც ამჟამად თავადაც კარანტინშია, როგორც ყველა მისი თანამემამულე, წერს: 

„სულიერი სიმშვიდის შესანარჩუნებლად გირჩევთ, დღეში მხოლოდ ორჯერ გაეცნოთ ახალ ამბებს, თანაც მხოლოდ ოფიციალურ წყაროებში. ოღონდ არ გააკეთოთ ეს გაღვიძებისთანავე და ასევე ძილის წინ“. 

კოლეგას ეთანხმება ფსიქოლოგი პატრიკ უენისიც, რომელსაც მიაჩნია, რომ რაც უფრო ხშირად ეცნობა ადამიანი „შიშის გამომწვევ“ ახალ ამბებს, მით უფრო ცუდად გრძნობს ის თავს. ამიტომ საზოგადოებას ისიც მოუწოდებს, ნაკლები დრო გაატარონ ტელევიზორებთან თუ კომპიუტერებთან ინფორმაციის მისაღებად. 

ფსიქოლოგიაში არაერთი წიგნის ავტორი, ჟურნალ Psychology Today-ს კოლუმნისტი ელის ბოისი მიიჩნევს, რომ არ არის გამორიცხული, წარმოიქმნას ჩაკეტილი წრე: რაც უფრო მეტ ინფორმაციას ეცნობა ადამიანი, მით უფრო იზრდება მისი შიშები, და რაც უფრო ეშინია, მით უფრო ხშირად უყურებს ახალ ამბებს. 

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
როგორ დავძლიოთ COVID-19-ით გამოწვეული შფოთვა: სპეციალური ინსტრუქტაჟი ფსიქოლოგებისგან

აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგები ერთხმად ურჩევენ საზოგადოებას, განსაკუთრებით შეზღუდონ სოციალურ ქსელებში ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, ვისაც პირადად არ იცნობენ და ასევე საეჭვო ჯგუფებთან.

„გამორთეთ ხმა მესენჯერებში, რათა არ ნახოთ ის შეტყობინენები, როგორც წესი — ცრუ, რომლებსაც გარკვეული ჯგუფები გზავნიან კორონავირუსთან დაკავშირებით. ჯობს ურთიერთობა გქონდეთ მხოლოდ ახლო მეგობრებთან და ნათესავებთან, რომლებსაც კარგად იცნობთ“, — წერს ანაბელა ჩებ ტერაბი.

გარდა ამისა, ფსიქოლოგი ურჩევს ადამიანებს, დღეში 15-20 წუთი მაინც გაატარონ მზეზე — მკაცრი კარანტინის შემთხვევაში აივნებსა თუ კერძო სახლების ეზოებში, ხოლო იქ, სადაც გარეთ გასვლა აკრძალული არ არის – ქუჩაში. 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების 537 808 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან სულ გარდაიცვალა 24 127 და განიკურნა 123 312 ადამიანი. 

 

ყველა ახალი ამბავი
0