უნიტაზები

კორონავირუსული ჩელენჯი: უნიტაზის ალოკვა COVID-19-ით ინფიცირებით დასრულდა ვრცელდება ვიდეო

282
(განახლებულია 15:37 27.03.2020)
ასეთი ვიდეოები ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება სოციალურ ქსელებში და მათ „კორონავირუსული ჩელენჯი“ ეწოდა. მთავარი პირობა ჩელენჯის მონაწილეებისთვის — საზოგადოებრივ საპირფარეშოში უნიტაზის ალოკვაა.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ამერიკელმა 21 წლის ბლოგერმა, ახალ ჩელენჯში მონაწილეობის მისაღებად, უნიტაზი ალოკა და ვიდეოჩანაწერი გააკეთა, რის შედეგადაც მალევე COVID-19-ით დაავადდა, იუწყება მასმედია.

ბლოგერის თქმით, რომელსაც სახელად Larz-ი ჰქვია, აღნიშნული ვიდეო საკუთარი პოპულარობის გასაზრდელად და აღიარების მოსაპოვებლად ჩაწერა.

​აღსანიშნავია, რომ ასეთი ვიდეოები ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება სოციალურ ქსელ TikTok-ზე და მათ „კორონავირუსული ჩელენჯი“ ეწოდა. მთავარი პირობა ჩელენჯის მონაწილეებითვის — საზოგადოებრივ საპირფარეშოში უნიტაზის ალოკვაა.

ვიდეო 20 მარტს გამოქვეყნდა. ორი დღის შემდეგ, 22 მარტს ბლოგერმა უკვე საავადმყოფოში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ კორონავირუსი დაუდგინდა.

ამ დროისათვის აღარც ვიდეო და აღარც Larz-ის აკაუნტი ხელმისაწვდომი აღარ არის. TikTok-ზე მისი გვერდი ასევე არააქტიურია, ხოლო პროფილი @gayshawnmendes „ტვიტერზე“ — დაბლოკილი.

როგორც ირკვევა, Larz-მა პოპულარულ TikTok-ბლოგერს ავა ლუიზეს (Ava Louise) მიბაძა, 22 წლის გოგონას, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც უნიტაზი ალოკა და ვიდეო გამოაქვეყნა.

​გადაღებისთვის მან თვითმფრინავის ტუალეტი აირჩია. მოგვიანებით ვირუსული ვიდეო TikTok-ში მისი პროფილიდან წაიშალა. ავა ლუიზამ განმარტა, რომ სანამ ალოკავდა, მან საფუძვლიანი დეზინფიცირება ჩაუტარა უნიტაზს.

282
თემები:
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (487)