სუპერმარკეტი

საუკეთესო COVID-19-სგან თავდასაცავად: ექიმებმა ხელმისაწვდომი პროდუქტი დაასახელეს

28848
(განახლებულია 15:13 27.03.2020)
ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ახლა, COVID-19-ის პანდემიის დროს სწორედ ამ ხელმისაწვდომ პროდუქტზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. პანდემიის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმუნიტეტის გამყარებას ენიჭება, რაშიც დიდ როლს ასრულებს კვების ზოგიერთი პროდუქტი, მათ შორის ზღვის კომბოსტო, ანუ ლამინარია, აცხადებენ მედიკოსები. 

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ახლა, COVID-19-ის პანდემიის დროს სწორედ ამ ხელმისაწვდომ პროდუქტზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

ლამინარია ხელს უწყობს იმუნური სისტემის, აგრეთვე ანტივირუსული და ანტიბაქტერიული იმუნიტეტის გაძლიერებას. ეს პროდუქტი ასევე იცავს ადამიანს სეზონური გაციებებისგან. თუმცა ექსპერტები იქვე განმარტავენ, რომ ლამინარია კორონავირუსისგან თავდაცვისთვის პანაცეა არ არის და ის მხოლოდ ინფიცირების რისკს ამცირებს.

მედიკოსები ზღვის კომბოსტოს ნებისმიერი სახით გამოყენებას გვირჩევენ — იქნება ეს კონსერვირებული ფორმა თუ ჩიფსებიც კი.  

ქალები თუ მამაკაცები: ვინ უფრო მეტად ავადდება კორონავირუსით - ეპიდემიოლოგი განმარტავს>>

ცნობილია, რომ ზღვის კომბოსტო ასევე ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლას, მაგალითად, ხსნის ქრონიკული დაღლილობის სინდრომს. ის პროფილაქტიკური საშუალებაა ჰიპოთირეოზის, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტის შემთხვევაშიც, ვინაიდან დიდი რაოდენობით შეიცავს იოდს.

28848
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1010)
მონტენეგრო

ღიაა დამატებითი შეზღუდვების გარეშე მონტენეგრომ საქართველოსთვის საზღვრები გახსნა

23
(განახლებულია 12:18 08.07.2020)
იმისთვის რომ საქართველოს მოქალაქე მონტენეგროში ჩავიდეს საჭირო არაა არც კორონავირუსის ტესტის წარდგენა და არც სავალდებულო კარანტინის რეჟიმის გავლა

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. მონტენეგრომ საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელთა მოქალაქეებსაც ქვეყანაში შესვლა დამატებითი შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ, იუწყება პირველი არხი.

ქვეყნები, რომლებმაც საქართველოსთვის საზღვრები გახსნეს – უპირობოდ და პირობებით>>

ჩამონათვალში მოხვდა ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო და კიდევ 50 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო. ამ ქვეყნების მოქალაქეებს არ მოუწევთ არც კორონავირუსის ტესტის წარდგენა და არც სავალდებულო კარანტინის რეჟიმის გავლა. საქართველოსთან ერთად ამ სიაში მოხვდნენ უკრაინა, ბელარუსი, თურქეთი და ჩინეთი.

კორონავირუსზე ტესტის წარდგენა მონტენეგროში შესასვლელად დასჭირდებათ ალბანეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, კოსოვოს, ისრაელის, სინგაპურისა და კანადის მოქალაქეებს. დანარჩენი ქვეყნების წარმომადგენლები ვალდებული იქნებიან, სავალდებულო კარანტინი გაიარონ.

ევროკავშირმა საქართველო იმ 15 ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის ჩამონათვალში შეიყვანა, რომლებისთვისაც ის საზღვრებს ხსნის 1 ივლისიდან. საზღვრები საქართველოსთვის გახსნეს შვეიცარიამ, გერმანიამ, ლარვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ.

ამასთან ავსტრია ქვეყანაში შესვლაზე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის შეზღუდვებს 30 სექტემბრიდან ხსნის. ამის შესახებ ვენაში საქართველოს საელჩოში განაცხადეს.

პირბადე და დეკლარაცია: რა უნდა ვიცოდეთ ნიდერლანდებში მოგზაურობისას>>

საქართველო თავის ცას კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის 1 ივლისიდან ხსნის მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 1 აგვისტომდე გადაიდო, განაცხადა პრემიერმა. ამასთან, მისი თქმით, საქართველოს მთავარი საზრუნავია მოქალაქეების ჯანმრთელობა და სწორედ ამით იყო განპირობებული გადაწყვეტილება რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის გადავადების შესახებ.

23
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1010)
კანიე უესტი

კანიე უესტის შანსები პრეზიდენტის პოსტზე: ექსპერტების შეფასება

28
(განახლებულია 11:38 08.07.2020)
მანამდე ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა განაცხადა, რომ სურს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა

თბილისი, 8 ივლისის — Sputnik. ამერიკელი რეპერი კანიე უესტი, რომელსაც აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს, შესაძლოა არაერთ დაბრკოლებას გადააწყდეს, იუწყება Reuters–ი.

 აშშ–ის პრეზიდენტის პოსტის დაკავების ურვილი უესტმა ორიოდე დღის წინ გამოთქვა, რათა „ამერიკის იმედები განახორციელოს ღმერთის იმედით“. ამის შესახებ მან საკუთარ Twitter–ზე დაწერა.

​Reuters–ი წერს, რომ საარჩევნო ბიულეტენებში დონალდ ტრამპისა და დემოკრატების ყველაზე სავარაუდო კანდიდატის, ჯო ბაიდენის გვერდით მოსახვედრად, უესტს სწრაფად მოქმედება მოუწევს.

ვირჯინიის უნივერსიტეტის პოლიტიკის ცენტრის დირექტორ ლარი საბატოს მიაჩნია, რომ სერიოზული საარჩევნო კამპანიის ჩატარების შემთხვევაშიც კი, კანიე უესტის შედეგები მხოლოდ რამდენიმე პროცენტი იქნება და ახლოსაც კი ვერ მივა ტრამპისა თუ ბაიდენის რეზულტატებთან.

ექსპერტების უმეტესობას მიაჩნია, რომ, უესტი იქნება ეს თუ ვინმე სხვა, უკვე გაუშვეს ხელიდან საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის შანსი.

View this post on Instagram

Yeezy X Tesla 🤔🚘 #kanyewest #elonmusk

A post shared by Kanye West (@kanyew.est) on

​აღსანიშნავია, რომ მუსიკოსის გადაწყვეტილებას, წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა აშშ–ის პრეზიდენტის პოსტზე, მხარს უჭერს კომპანია SpaceX–ის დამფუძნებელი ილონ მასკი. მისი თქმით, უესტს შეუძლია მისი დახმარების იმედი ჰქონდეს.

28
თემები:
მსოფლიო დღეს